ოჯახური კონფლიქტები ხშირად სცდება ნათესავური დაპირისპირების ფორმებს და საჯარო განხილვის საგანიც ხდება ხოლმე, რაც თავისთავად ქმნის გარკვეულ უხერხულობას და ბევრი სამართლიანად აღნიშნავს, რომ შინაური ამბები ყველასთვის მოყოლა მოსაწონი საქციელი არ არის, თუმცა არაერთი ტრაგიკული შემთხვევა ვიცით სამწუხაროდ, რომელიც ოჯახის წევრებს შორის დაპირისპირებას მოჰყვა. სწორედ ამ თემაზე გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას ახლგაზრდა, რომელსაც ოჯახი დაენგრა. მისი თხოვნის გათვალისწინებით არ ვასაჯაროებთ ნამდვილ სახელსა და გვარს.
“22 წლის გავთხოვდი. ქუთაისში ვცხოვრობდი ოჯახთან ერთად, უნივერსიტეტში სწავლისას გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე. მეოთხე კურსზე ვიყავით, როცა დავქორწინდით და ქუთაისიდან საცხოვრებლად მის სოფელში წავედით. ერთმანეთი გვიყვარდა და არც მიფიქრია, რომ ქალაქიდან შორს ცხოვრება გამირთულდებოდა, რადგან თბილი, მზრუნველი ქმარი მყავდა. სახლში დედამთილი, მამამთილი და მული დამხვდა. თავიდან ყველანი ტკბილად ვცხოვრობდით, წყენას გულში არ ვიდებდით, თუმცა თანდათან ჩემმა მულმა თავისი რეალური სახე გამოაჩინა. არ მოსწონდა ჩემი ჩაცმის სტილი, არც ის მოსწონდა თუ ჩემი ქმარი მე მიყიდა რამეს და მას - არა. ბავშვი რომ შეგვეძინა, ძალიან შეეცვალა ხასიათი, სულ პრეტენზიული გახდა, საყვედურობდა მშობლებს, მხოლოდ პატარა გახსოვთ სხვა არავინო. შემოსავალი მართლა არ გვქონდა იმდენი, რომ ფუფუნებაში გვეცხოვრა, ამით იმის თქმა მინდა, რომ მშობლები და ჩემი ქმარი რასაც შოულობდნენ ოჯახში მოჰქონდათ, არც ჩემს მულს აკლდა შეძლებისდაგვარად ყურადღება. სიტუაცია იქამდე მივიდა, რომ ანამ ზურას უთხრა, მეზობლის ბიჭები ცუდად უყურებენ შენს ცოლს, რატომ არ აქცევ ყურადღებას როგორ ჩაცმული დადისო?! ამის მერე ქმარმა შორტების ჩაცმა ამიკრძალა, მეზობლის სახლშიც არ მიშვებდა. თავიდან გავაპროტესტე, მაგრამ ვიფიქრე მოთმენა ჯობდა და ზურაზე მისი დის აზრები გავლენას ვერ მაოხდენდა, თუმცა შევცდი, იქამდე მივედით, რომ ტელეფონიც ჩამომართვეს და არ იკითხავთ რატომ? - როცა შენ არ ხარ სახლში, სულ ტელეფონი უჭირავს და კაცმა არ იცის ვის წერსო, ასე ეუბნებოდა ძმას. მართლა არ ვიცი რატომ ამითვალწუნა, ხანდახან ვფიქრობდი, გათხოვილი არ არის და ალბათ ეს აისახება მის ხასიათზე-თქო. მოკლედ, რაღა გავაგრძელო, მის გამო მე და ჩემი ქმრის ურთიერთობა ჩიხში შევიდა და სახლიდან წამოვედი ბავშვთან ერთად. ერთ სახლში ცხოვრება აღარ შეგვეძლო. ჩემი ქმარი ძლიან მიყვარს, მაგრამ მასზე ნაწყენი ვარ, რომ არაფერი გააკეთა ჩემს დასაცავად. რამდენიმე თვე გავიდა და ჩვენ ისევ ცალ-ცალკე ვართ. არ ვიცი რამდენად სწორად მოვიქეცი, რომ წამოვედი სახლიდან, მაგრამ ასე გაგრძელებაც აღარ შემეძლო...ჩემი მული კი არ აჩერებს ენის ტლიკინს და ახლა უფრო მეტად მებრძვის... არ უნდოდა ოჯახი და ამიტომ წავიდაო. როგორ მოვიქცე აღარ ვიცი? ცალკე რომ გადავიდეთ მე და ჩემი ქამრი ამის საშუალება არ გვაქვს.
ლიკა, 27 წლის.