პატარა ასაკში ბავშვები ხშირად ეჯიუტებიან, ეკამათებიან ეპაექრებიან ერთმანეთს. მათი ეს ქცევა ასაკობრივია და თითქოს არ გვიკვირს, მაგრამ ზუსტად ამ დროს შეიძლება ჩამოუყალიბდეს ბავშვს ჩაგვრის, უთანსწორობის განცდა თანატოლის მხრიდან. ზოგჯერ უფროსები შორიდან ვაკვირდებით ამ პროცესს და გვგონია, რომ თვითონ მოაგვარებენ ბავშვურ დავას, თვითონ მორიგდებიან. სწორედ ასეთ შემთხვევაზე გვიაზიარებს საკუთარ გამოცდილებას დედა, რომელმაც გადაწყვიტა შვილის მეგობრებისთვის, უფრო კი - მათი თანხმლები პირებისთვის "ჭკუა ესწავლებინა".
"დიდხანს ვყოყმანობდი, ბოლოს გადავწყვიტე მომწერა და გამეზიარებინა საკუთარი გამოცდილება. სამწუხაროდ, ბავშვების ეზოში ჩაყვანისთვის დრო მშოლებს იშვითად გვრჩება, მაგრამ ვცდილობ, ჩემი 4 წლის ბიჭი კორპუსის წინ პატარა სკვერში ვათამაშო. ამ ზაფხულს ლუკა თავის თანატოლ ორ ბავშვს დაუახლოვდა. ბავშვია და მე პირიქით მახარებს სხვებთან, რომ ითამაშოს, თუმცა ისინი მუდმივად ართმევენ სათამაშოებს და ცალკე გადიან სათამაშოდ. არაერთხელ შევესწარი ამ ფაქტს. ლუკას დაველაპარაკე და ვუთხარი, მოდი, შენს მეგობრებს თვითონ უთხარი, რომ ერთად თამაში უფრო საინტერესოა, უფრო ბევრს რამეს მოიფიქრებთ. არ მინდოდა ჩავრეულიყავი პატარარების დავაში, თან მინდა ბავშვმა ისწავლოს და ეცადოს თავად მოაგავროს რაც აწუხებს. ჩვენმა მცდელობამ არ გაჭრა და ერთ დღეს, როცა ლუკას სათამაშო ისევ წაართვეს და ბავშვმა დაბრუნება მოინდომა, ხელი გაეჭრა პლასტმასზე და ჩემთან მოირბინა... დედა ვარ და ავყევი ემოციებს, მაგრამ იმდენად დავზოგე თავი, რომ ბავშვებს არ გავუბრაზდი და თანხმლებ პირებთან, ბებიასთან და დედასთან მივედი. ავუხსენი, რაც ხდებოდა. ნაცვლად იმისა, რომ ბავშვებს მშვიდად დალაპარაკებოდნენ, აქეთ დამიწყეს ჭკუის სწავლება, რომ პატარები არიან და უფროსებმა ასეთ რამეებზე ყურადღება არ უნდა გავამახვილოთ. მეც არ მიყვარს პატარების კინკლაობა, უფროსების ჩხუბში რომ გადადის, მაგრამ, ასე უსასრულოდ ბავშვების წახალისება ძალადობისკენ არ შეიძლება. უმჯობესია, დაარიგონ, ასე არ შეიძლება, მეგობარს ნივთები არ წართვათ, ერთად ითამაშეთ, მითუმეტეს, როცა ჩემი შვილი თავისი სურვილით თხოვნის მათ სათამაშოს, ისინი კი ცალკე გადიან და ბავშვს იგნორს უკეთებენ... ერთ-ერთის დედას ვკითხე, შენს შვილს ასე რომ მოექცნენ, როგორ მოიქცევი-თქო, მიპასუხა და გავოგნდი: „ ჩემმა შვილმა იცის თავის დაცვა ძლიერია და თვითონ მოაგვარებსო“ - ამის მოსმენის მერე რაზე უნდა მელაპარაკა, სწორედ ასეთი მიდგომებით ყალიბდებიან ბავშვები ბულერები. ჩემთვის პირადად სიძლიერე არის ჰუმანურობა, თანადგომა, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ პატარებს, რომ ჯანსაღი ფსიქიკით გაიზარდონ. ალბათ პირველები არ ვართ მე და ლუკა, რომლებსაც ასეთი რამე შეგვემთხვა.
მაინტერესებს, თქვენ როგორ გადაჭრიდით მსგავს პრობლემას, თუკი გადაწყდებით?
ნათია, 32 წლის.