ჩვენმა ერთ-ერთმა მკითხველმა გვთხოვა გამოგვექვეყნებინა მისი წერილი. უნდა, რომ რჩევა მიიღოს თქვენგან.
"ვარ 55 წლის, ვმუშაობ. მყავს 3 ზრდასრული შვილი. უფროსმა უნივერსიტეტი დაამთავრა, სამსახური იშოვა და მაშინვე დაოჯახდა. 1 წელიწადში ბებია გავხდი. და რა გგონიათ? შვილი თითქმის ყოველ კვირას მოდის და მეუბნება: "დედა დაიტოვე რა ბავშვი შაბათ-კვირას, ჩვენ ახალგაზრდები ვართ, გართობა გვინდა!"
რა თქმა უნდა, მე ყველაფერი მესმის... მაგრამ ნუთუ დავბერდი და მე არ მინდა გართობა? მეც ხომ შაბათ-კვირას უქმეები მაქვს? მეც მინდა საღამოობით მეგობრებს შევხვდე და ყავა დავლიოთ, მინდა მივხედო ჯანმრთელობას, ხანდახან, ვირბინო. რატომ უნდა ვიჯდე მხოლოდ შვილიშვილების მომვლელად?
იმ დღეს შუათანა ბიჭმა მითხრა: "დედა, მე და ლიკას შვილი გვეყოლება, უკვე მე-5 თვეშია. მალე აღარ მოიწყენ!"
უკაცრავად, მაგრამ ვინ გითხრათ, რომ მოწყენილი ვარ? მინდა ჩემთვის ვიცხოვრო. აღარ ვიცი როგორ მოვიქცე. ვერ გადავიტან, თუკი უმცროსი გოგო მეტყვის, მალე შვილი გამიჩნდება და აბა, შენ იციო.
როგორ ვუთხრა შვილებს, რომ ჩემთვის მინდა ცხოვრება - მარტო. რატომ ფიქრობს ყველა, რომ ბებიებს აუცილებლად უნდათ შვილიშვილების მოვლა, თანაც დღისა და ნებისმიერ მონაკვეთში, როცა ეს შვილებს მოესურვებათ? ხომ შეიძლება, მეც მინდოდეს დასვენება, პირადი სივრცე... არავინ არ მეკითხება, თითქოს ეს ასეც უნდა იყოს - ბავშვის დატოვებაა საჭირო, მაშინვე ბებიასთან...
მირჩიეთ, როგორ მოვიქცე ისე, რომ შვილებს არ ვაწყენინო და გასაგებად ავუხსნა ეს ყველაფერი?"