"10 წლის ლოდინის მერე, როგორც იქნა, ვიყიდეთ ბინა და გადავედით ცალკე. დავაზუსტებ, რომ ბინა იპოთეკური ვალით შევიძინეთ, ასევე - ავეჯი და ყველაფერი...
თუმცა ეს არ არის იმდენად პრობლემა, რამდენადაც ის სიტუაცია, რაც ახლა შეგვექმნა. დაუსრულებლად მოდიან სტუმრები. ნამდვილად მიხარია სტუმარი, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვა, უკვე დავიღალე. ერთი თვეა სახლი ვიყიდეთ და სახლში აღარაფერი არ ვარგა - სტუმრად
თუ მიხვალ სტუმრად, ხომ უნდა მიაქციო ყურადღება შვილს? მე ჩემს შვილებს არსად არ ვაძლევ ამდენის უფლებას, მოწესრიგებულები არიან და ასე არ მოიქცევიან...
მისცემ შენიშვნას და სწყინთ... მაგრამ როგორ მოვიქცე? იქნებ თქვენ მირჩიოთ. ისე, რომ არც გავანაწყენო ყველა და თან ჩემი წუხილი გავაგებინო".