რა ვუპასუხო შვილიშვილს, დედა რომ გაუთხოვდა და ბავშვი თან არ წაიყვანა?
რა ვუპასუხო შვილიშვილს, დედა რომ გაუთხოვდა და ბავშვი თან არ წაიყვანა?
ოჯახის დანგრევის გადაწყვეტილება უამრავი რამით შეიძლება იყოს განპირობებული. როცა წყვილის ცხოვრებაში ბზარი ჩნდება და კომპრომისებზეც წასვლა ურთიერთობის გადასარჩენად გამოსავლი აღარ არის, მაშინ ცოლქმრული ცხოვრებაც დასასრულს უახლოვდება. თითქოს ამაში ტრაგედია არაფერია, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება იყოს ბედნიერი და თუ მისთვის განქორწინება შვებაა, ერთმანეთის ტანჯვას გაყრა ნამდვილად ჯობია, მაგრამ ხშირად უფროსებს გვავიწყდება, როგორ უნდა ავუხსნათ ეს ყველაფერი ბავშვებს. სწორედ აღნიშნულ პრობლემაზე მოგვწერა წერილი ქალბატონმა, რომელსაც მეორედ გათხოვილმა შვილმა შვილიშვილი დაუტოვა გასაზრდელად.
"ვერასდროს
წარმოვიდგენდი, რომ საკუთარი შვილის საქციელზე, ასე საჯაროდ მომიწევდა რამის დაწერა, მაგრამ იმედი მაქვს, ჩემს ვინაობას არ გაამხელთ და ისე დამეხმარებით, გავიაზრო, რა ხდება ჩემს თავს.
ჩემი გოგო 23 წლის გათხოვდა, თავისი სურვილით შექმნა ოჯახი, ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ კარგად იცოდა ვის მიყვებოდა. 5-წლიანი თანაცხოვრების მერე ოჯახი დაენგრა. რაც შეგვეძლო მშობლებს, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე სიძის მხრიდან, ყველანაირად ვეცადეთ, ეს კრიზისი გადაელახათ. ჩემთან საუბარში ჩემი შვილი იყო მართალი, საკუთარ დედ-მამასთან - სიძე. რადგან არაფერი გამოვიდა და თავს ზემოთ ძალა აღარ იყო, მათი თანაცხოვრება დასრულდა.

ჩემი შვილი დაბრუნდა ჩვენთან საცხოვრებლად. დედა ვარ, ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ მისი ქცევების შემხედვარე დავრწმუნდი, რომ ჩემი სიძე მართალი
იყო. გაყრიდან ერთი წლის თავზე გამომიცხადა, ვთხოვდებიო. შოკი მივიღე. ვუთხარი, ერთხელ დაგეგნგრა ოჯახი, ასე მალე როგორ იღებ გადაწყვეტილებას, ხელახლა შექმნა ოჯახი-თქო, ან ის ვინ არის, შვილიან ქალს მიგიღებს-მეთქი? მიპასუხა: “ვუყვარვარ და არ ადარდებს, ერთხელ განათხოვარი რომ ვარო..." ბავშვს რას უპირებ, 4 წლის შვილს, რომელსაც უკვე ყველაფერი ესმის, რას ეტყვი-მეთქი? როგორც ჩანს, ყველაფერზე ჰქონდა პასუხი, თავიდან სახლში ვერ წავიყვან, თანდათან შევაჩვევ და რომ შეუყვარდება, თვითონ მომთხოვს, სახლში მივიყვანოო...

ამის მოსმენა ჩემთვის იყო მეხის გავარდნა, ცხოვრებაში ხელი არ გამირტყია და ისეთი ვუთავაზე, ლამის ყბა ჩამოვუღე. დავემუქრე, სახლში ჩაგკეტავ-მეთქი. ერთ საღმოსაც გაიპარა და შვილიშვილი დამიტოვა.

ერთი წამითაც არ მენაღვლება მისი თავი, ბავშვს სანამ შემეძლება, არაფერს დავაკლებ, უბრალოდ რა ვუპასუხო შვილიშვილს, დედა რომ გაუთხოვდა და თან არ წაიყვანა? სამი თვეა გასული, ვეუბნები, ბებო, დედა სამუშაოდ არის წასული და მალე დაბრუნდება-თქო. ისიც ურეკავს და ატყუებს. მის ქმარს შეგნება რომ ჰქონდეს, პირველივე დღეს ექნებოდა ბავშვის წაყვანსი სურვილი. ახი იქნება, გამოიყენოს და უკან გამოაბრუნოს. მე სახლში არ შემოვუშვებ, არც ჩემს შვილიშვილს სჭირდება ასეთი უპასუხისმგებლო დედა. ჩემი სიძის ოჯახს როგორ უნდა ავუხსნა რამე, ამაზე ფიქრს ცალკე გადავყავარ ჭკუიდან...

ან ასეთი ეგოისტი როგორ გავზარდე, რომ საკუთარი პირადი ცხოვრება ყველაფერზე მაღლა აქვს და ბავშვი ამხელა ტრავმისთვის გაიმეტა - ჯერ მშობლების განქორწინება აჩვენეს, ახლა კი უნდა იფიქროს, რომ დედასაც აღარ სჭირდება..." 

დალი, 62  წლის
4093
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?