ახალი წლის შემობრძანებამდე თვეზე ნაკლები რჩება, შესაბამისად, სადღესასწაულო ფუსფუსიც უკვე შესამჩნევია და პრაქტიკულად ოჯახის ყველა წევრს საკუთარი საზრუნავი აქვს. განსაკუთრებით კი პატარები ელოდებიან სურვილების ასრულებას. ბოლო წლების ტენდენციას თუ გადავხედათ, საახალწლო მოგზაურობაც აქტუალურია და ახალ წელს უცხო ქვეყანაში გამგზავრება ბევრს ანიჭებს სიამოვნებას, სწორედ ამ თემაზე მოგვწერა ჩვენმა მკითხველმა, რომელიც ძიძად მუშობდა. როგორც ქალბატონი გვიამბობს, მას ახალ წელს ბავშვი დაუტოვეს მშობლებმა. გარკვეული უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, არ ვწერთ ჩვენი მკითხველის ზუსტ ვინაობას.
"სამი წლის წინ, ერთ-ერთ შეძლებულ ოჯახში ძიძად ამიყვანეს. 4 წლის პატარა ბიჭუნას აღზრდა დამავალეს. რადგან პედაგოგად მუშაობის გამოცდილება მქონდა, არჩევანი ჩემზე შეაჩერეს. ბავშვი მალევე შემეჩვია, პრაქტიკულად,, მშობლებს ვერც კი ხედავდა, სულ მოგზაურობდნენ, ან მივლენიბით მიდიოდნენ საზღვარგარეთ. მათთან უპრობლომო ურთიერთობა მქონდა მანამ, სანამ ახალი წელი არ მოგვიახლოვდა. წინასწარ ვერ გავთვალე და რას ვიფიქრებდი, რომ შვილთან ერთად არ შეხვდებოდნენ ახალ წელს და მე დამიტოვებდნე ბავშვს. ისედაც მთელი წელი ვერ ნახულობდნენ ბავშვს ნორმალურად. ღამე მათთან არ ვრჩებოდი, ბავშვი ბებიასთან მიჰყავდა მძღოლს. თავად 10 და 12 წლის შვილები მყავდა მაშინ. ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე მითხრეს, რომ ახალ წელს ბავშვთან უნდა ვყოფილიყავი და სამმაგს გადამიხდიდნენ. თანახაზე რომც არაფერი ეთქვათ, ჩემი შვილები ხომ მედარდებოდა, ეს პატარა კიდევ - უფრო, ახალ წელსაც რომ მშობლების გარეშე უნდა შეხვედროდა. ვიუარე, ჩემს შვილებთან ერთად უნდა ვიყო, თქვენს სახლში ვერ დავრჩები-თქო. განმიცხადეს, ბილეთები ნაყიდი გვაქვს და ბავშვს თან ვერ წავიყვანთ, თვითონაც გაწვალდება და ჩვენც გაგვაწვალებსო. სხვა საშველი რომ აღარ იყო, ვუთხარი, ჩემს სახლში წავიყვან და ჩვენ გვეყოლება ახალ წელს-თქო. დიდად არ მოეწონათ ჩემი იდეა, მაგრამ, რადგან სხვა გზა აღარ იყო, დამთახმდნენ. ასე და ამგავრად, წავიყვანე ჩემი ოქროსფერთმებიანი ბიჭუნა ჩემს შვილებთან. ძალიან გავახალისეთ და ის ოჯახური სითბო ვაგრძნობინეთ, რაც ძალიან აკლდა. კეთილი გულით და სულით, რისი საშუალებაც მქონდა, იმის ყიდვას ვაპირებდი საჩუქრად, მაგრამ მშობლებმა მითხრეს, არ გვინდა ძვირად ღირებულ სათამაშოებს არის შეჩვეული, ჩვენ დაგიტოვებთ და ის დაახვედრე ნაძვის ხესთანო. ძალიან გავბრაზდი, მაგრამ პატარა შემეცოდა და მისი ხათრით ხამ არ ამოვიღე. რატომ ჰგონიათ, მშობლებს, რომ ძვირად ღირებული სათამაშოები და საჩუქრები მათ სითბოს და ყურადღებას ჩაუნაცვლებს ბავშვებს?! დაბრუნდნენ თუ არა მოგზაურობიდან, მათი სახლი დავტოვე, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ძალიან მეცოდებოდა“.
დალი, 48 წლის.