"ხელის კვრით გადმოაგდო სათამაშო ცხენიდან... ძალიან გავბრაზდი ძიძების უყურადღებობაზე" - მშობლის ემოციური წერილი და ფსიქოლოგის პასუხი
"ხელის კვრით გადმოაგდო სათამაშო ცხენიდან... ძალიან გავბრაზდი ძიძების უყურადღებობაზე" - მშობლის ემოციური წერილი და ფსიქოლოგის პასუხი
ყველა მშობელი ღელავს, როდესაც მისი პატარა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადის, იქნება ეს ბაღი, სკოლა თუ ასე შემდეგ. როგორ შეეგუება ახალ სოციალურ გარემოს, როგორ გაართმევს თავს სხვადასხვა გამოწვევასა და მოცემულ სიტუაციებს დამოუკიდებლად. ჩვენი მკითხველის წერილიც, რომელიც მან ანონიმურად მოგვწერა, სწორედ ამ მოვლენის გამოძახილია.

"გამარჯობა, ვიცი რომ ჩემს წერილს უყურადღებოდ არ დატოვებთ, ამიტომ გადავწყვიტე, თქვენთვის მომეწერა და რჩევა მეკითხა.
მყავს პატარა, ორი წლის. ბაღში შეყვანას არ ვჩქარობ, ვფიქრობ, რომ ჯერ პატარაა. თან მეცოდება, ძალიან უყვარს ბავშვებთან თამაში.
ჩემი დღის გრაფიკიდან გამომდინარე კი
ხშირად ეზოშიც ვერ ვახერხებ ჩავიყვანო, რომ თანატოლებთან კონტაქტი ჰქონდეს.
რამდენიმე დღის წინ წავაწყდი ერთ შემთხვევას და მივხვდი, თუ რატომ ვორჭოფობ მის ბაღში შეყვანას.

ერთ-ერთი მსხვილი მარკეტის ბავშვთა კუთხეში თავად მოისურვა შესვლა ჩემმა პატარამ. გამომკითხეს ასაკი, სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და შეუშვეს.
მარკეტი და ბავშვთა კუთხე, გამიჯნულია პატარა ღობით. სხვაგან წასვლა არც მიფიქრია, იქვე ჩამოვჯექი და თვალს ვადევნებდი, როგორ გაერთობოდა და რამდენ ხანს გაატარებდა უჩემოდ.
მშვენივრად
დაიწყო თამაში დამოუკიდებლად. ბავშვებთანაც თავის ენაზე კონტაქტობდა (ლაპარაკი არ იცის გამართულად).
უცებ, ვაწყდები ასეთ სიტუაციას, მასზე ოდნავ უფროსი გოგონა მიდის და აგდებს სათამაშო ცხენიდან ხელის კვრით. ესეც ემორჩილება და იბუზება კუთხეში. ამ დროს ძიძები ერთმანეთში ჭორაობენ და არც უყურებენ ბავშვებს. გოგონა ამ ცხენს იქვე აგდებს, არც თამაშობს.
დავიწყე ამ ბავშვის სავარაუდო მშობლის ძებნა "გულშემატკივრებში", მაგრამ ან მე ვერ ამოვიცანი მისი შვილის ცუდი საქციელით შეშფოთებული დედა და მამა, ან იქ საერთოდ არ იყვნენ. ასე ჩავთვალე, რადგან ჩემსას რომ იგივე გაეკეთებინა, აუცილებლად მივუთითებდი იქვე, რომ არ იქცევა სწორად. არ ვამახვილებ სქესზე ყურადღებას, რადგან ვფიქრობ, რომ გოგომაც და ბიჭმაც ერთნაირად უნდა იცოდნენ თავის დაცვაც მჩაგვრელისგან და ისიც, რომ არავის ჩაგვრა არ შეიძლება.

თუმცა უფრო ძალიან ძიძების უყურადღებობაზე გავბრაზდი. სავარაუდოდ, არც ბაღებში იქნება განსხვავებული სიტუაცია, ჩავვარდი საგონებელში. როგორ უნდა დავიცვა ბავშვი მსგავსი სიტუაციისგან, ჩაგვრისგან, ან როგორ უნდა დავიზღვიო თავი, რომ არ დაისწავლოს მსგავსი ქცევა და მასზე სუსტი არ დაჩაგროს?!"

მშობლის წერილი ფსიქოლოგს, ანა მიქაიშვილს გავაცანით. მისი აზრით, პატარებს უნდა მივცეთ საშუალება, დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ სხვადასხვა სიტუაციას, რათა განუვითარდეთ ადაპტური უნარები:
- 2 წელი ის ასაკია, როდესაც უკვე შეიძლება გამოიკვეთოს მეტყველების სპეციფიური სირთულეები და დაახლოებით 3 წლამდე ის პერიოდია, როცა ჯერ კიდევ შესაძლებელია ეფექტური ჩარევა. ბაღში მიყვანის ასაკი ინდივიდუალურია და დიდწილად უნდა მოხდეს ზუსტად მეტყველების თავისებურებების გათვალისწინებით. რეკომენდებულია ბავშვის ბაღში მიყვანა იმ ასაკში, როდესაც შეუძლია ელემენტარული სურვილების გამოხატვა სიტყვიერად.

წერილის ძირითად ნაწილს რაც შეეხება, რაზეც მშობელი საუბრობს, არის სოციალურ-ემოციური სფერო - თანატოლებთან კომუნიკაცია და ემოციური რეგულაცია.
ეს ზუსტად ის უნარებიია, რაც მხოლოდ თანატოლებთან ურთიერთობით ვითარდება. ეა არის ის, რაც პროცესში ისწავლება. ბავშვების ადაპტური უნარები ვითარდება გამოწვევების მიხედვით. რაც უფრო მეტ სიტუაციაში მოუწევს გამკლავება, მით მრავალფეროვანი იქნება ბავშვის სტრატეგიები.
ასეთ დროს მნიშვნელოვანია არა ის, რომ ბავშვები მოვარიდოთ მსგავს სიტუაციებს, არამედ ის, რომ სწორი სტრატეგიები შევთავაზოთ, ვასწავლოთ, რა შეიძლება თქვას, როგორ დააფიქსიროს საკუთარი სურვილი, როგორ დათმოს და როგორ ითხოვოს.
ეს უნარები დასწავლადია. მთავარია სწორი გარემო შეურჩიოთ და აქტიური კომუნიკაცია გქონდეთ ბაღის თანამშრომლებთან.
1395
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
თამარი
0
ბავშვი ბუნებით არასდროს არის მჩაგვრელი. ის მაგალითად ყოველთვის ოჯახის წევრები დან იღებს. იმ ოჯახში სადაც ყოველ დღე ყვირილი ჩხუბი და ღრიანცელია ბავშვიც გამოდის მჩაგვრელი. ასეთ შემთხვევას მეთვითონ წავაწყდი. და-ძმას ერთი წლოვანების ბავშვები ჰყავდათ . ბიჭი დედას თან ცხოვრობდა გოგო ცალკე . ბიჭის ბავშვები სულ ჩხუბის მოტივზე იყვნენ რადგანაც მისი დედა სულ უკმაყოფილო იყო . აი გოგოს ბავშვები კი დამშვიდებულები ა ყურადღიანად მოსაუბრენი . თავიდან ბავშვის ხასიათი გვეგონა მასეთი აი ბაღში რომ მიიყვანეს და ორი კვირის შემდეგ ფსიქოლოგმა დაუსვა კითხვა თუ ან ხდება თქვენს ოჯახში ვინ ყვირის მასე ადვილად ამოსაცნობი გახდა ბავშვი ვისგან იღებდა მაგალითს. სხვა თან შორის ეს ამბავი საქაეთველოში არ მოხდა და არც ქართულ ოჯახში.
04:05 / 25-12-2019
1
კი აღზრდას აქვს მნიშვნელობა მაგრამ ბავშვი ბუნებით არის ან მჩაგვრელი ან მომთმენი .თუ ბუნებამ არ უშველაო ხომ გაგიგიათ?
05:30 / 21-12-2019
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?