"მე ახლა მოვყვები ამბავს, რომელსაც თავის დროზე ტაბუ დავადე, რომ ჩემი შვილების ფსიქიკას გავფრთხილებოდი..." - ერთი დედის წერილი
"მე ახლა მოვყვები ამბავს, რომელსაც თავის დროზე ტაბუ დავადე, რომ ჩემი შვილების ფსიქიკას გავფრთხილებოდი..." - ერთი დედის წერილი
მე ახლა მოვყვები ამბავს, რომელსაც თავის დროზე ტაბუ დავადე ისევ იმისთვის, რომ ჩემი შვილების ფსიქიკას გავფრთხილებოდი. ახლა კი აუცილებლად უნდა მოვყვე და მოვყვები ისე, რომ იქ მყოფი ყველა ადამიანი გაიხსენებს ამ ისტორიას. მინდა, რომ მაშინდელი ამბავიც ისევე ინანოს ყველამ, როგორც ახლა ნანობენ ლუკას გარდაცვალებას, რადგან სავსებით შესაძლებელი იყო, რომ ლუკას ადგილას ჩვენი შვილებიც ყოფილიყვნენ:

მეშვიდე კლასში სწავლობდა ჩემი ვაჟი, როცა ერთ დღეს, მისმა უახლოესმა მეგობარმა, კარგმა მოსწავლემ, საკლასო ოთახში შესვენებაზე
თამაშის დროს ჩანთა გადაუგდო თუ ესროლა თანაკლასელს. ჩანთა კლასში შემოსულ მასწავლებელს მოხვდა და წარბი გაუხეთქა. ბავშვები, რა თქმა უნდა, შეშფოთდნენ ამ ფაქტის გამო, მაგრამ მათ ჯერ არც კი იცოდნენ, რა ელოდათ!

დაზარალებულმა მასწავლებელმა, რა თქმა უნდა, ისტერიკა მოაწყო. მაშინ სკოლაში მანდატურები მუშაობდნენ (ვინც ახლა ხელისუფლებას ადანაშაულებს ლუკას გარდაცვალებაში, მინდა ვუთხრა, რომ ეს წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა) და მათი მოვალეობა იყო, ისეთი ფაქტის დროს, რომელიც "დანაშაულის ნიშნებს" შეიცავდა, პოლიცია გამოეძახებინათ.

და თქვენ როგორ ფიქრობთ? განა არ შეიცავს მძიმე დანაშაულის ნიშნებს მეშვიდეკლასელი რომ ჩანთას გადაუგდებს თანაკლასელს დასვენებაზე? ჰოდა წაიყვანეს მთელი კლასი პოლიციაში - მეშვიდეკლასელი ბავშვები 5 საათის განმავლობაში აყურყუტეს დაკითხვაზე. საქმე ის გახლდათ, რომ მასწავლებელმა ვერ
დაინახა, ვინ ისროლა ჩანთა და არცერთი ბავშვი არ ამბობდა, ვინ იყო დამნაშავე. ზეწოლა უნდა გენახათ იქ! 5 საათის განმავლობაში, საღამოს 7 საათამდე, ჰყავდათ მშიერ-მწყურვალი ბავშვები პოლიციის განყოფილებაში და აიძულებდნენ ეთქვათ, ვინ იყო დამნაშავე. დიახ, არ "ჩაუშვეს" ბიჭებმა მეგობარი, რომელმაც თამაშის დროს შემთხვევით მოახვედრა ჩანთა მასწავლებელს.

ბოლოს ისევ იმ ბიჭმა ვერ გაუძლო პოლიციის ზეწოლას, ისევ მას შეეცოდა თანაკლასელები და "აღიარა ჩადენილი დანაშაული".

ბავშვი სასტიკი საყვედურით სკოლიდან გარიცხეს. სხვა სასჯელი ალბათ არ ეკუთვნოდა მეშვიდეკლასელს, თორემ არც იმას დააკლებდნენ. მე არ დამავიწყდება დაზაფრული ბავშვების სახეები. ნაწამებ ადამიანებს ჰგავდნენ ყველანი.

და როცა ჩემი შვილი დაბრუნდა პოლიციიდან, უცბად დავინახე, რომ მან იმ დღეს ბავშვობა დაასრულა! გინახავთ ერთ დღეში დაბერებული ადამიანი? აი, ასე შეიცვალა ბავშვი ერთ დღეში! ისეთი სტრესი მივიღე ამ ფაქტის გამო, რომ ახლაც ვერ ვიოკებ ემოციას. იმ დღის მერე ჩემი შვილი იმ სკოლაში აღარ წასულა. სოლიდარობის ნიშნად იმ მეგობარ ბიჭთან ერთად გადავიდა სხვა სკოლაში. თუმცა აღარც იქ მიუწევდა გული, რადგან ერთი სისტემა დაინახა ყველგან, აგრესიული და დაუნდობელი სისტემა, რომელსაც ბავშვის სიყვარულით აღზრდა არ შეუძლია. მას შემდეგ ძალიან დიდი ხანი დამჭირდა იმისათვის, რომ ჩემი შვილის ფსიქიკა დამემშვიდებინა.

მე დღეს არ დავასახელებ არც სკოლას და არც ბავშვების ვინაობას გავამხელ, რადგან დარწმუნებული ვარ, მათაც გაათმაგებული ემოციები ექნებათ ლუკას გარდაცვალების გამო და არ მინდა განვუახლო ყველაფერი ამ პუბლიკაციით. განაგრძეთ კითხვა
26320
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (10)
1
მეგონა რომ საქართველოში პოლიციის გამოძახება არ იყო მიღებული.ზოგჯერ საუკეთესო ვარიანტია ხან უკუჩვენება აქვს და ადამიანობის უუნარობაზე მიუთითბს რომ არ შეუძლიათ ერთმანეთტან ლაპარაკი.პოლიცია ვერ შეგარიგებთ პირიქით!
00:10 / 11-01-2020
ნატა
2
რამდენჯერმე დავუპოსტე აღშფოთებულ ნათელაშვილს,ელისაშვილს და მსგავს ოპოზიციას,ასევე ტელევიზიებს,წამყვანებს-გამოითხოვონ სტატისტიკა თუნდაც 2019 წლის.რამდენჯერაა გამოძახებული თითოეულ სკოლაში პატრული.ყველამ გაატარა,არ აინტერესებთ,ჯობია ფაქტი მოხდეს და მერე ვიტიროთ და ვიყვიროთ,ასე უფრო გამოჩნდება ამ მთავრობის უნიათობა.
09:02 / 26-12-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?