"როცა მოხუცდები, აღარც ახალი წელი უნდათ შენთან ერთად და აღარც ძველი" - ერთი ბებოს ამბავი
"როცა მოხუცდები, აღარც ახალი წელი უნდათ შენთან ერთად და აღარც ძველი" - ერთი ბებოს ამბავი
ახალი წელი ტრადიციებისა და ოჯახური შეკრებების დღესასწაულია, თუმცა ხანდახან არის გამონაკლისებიც. ჩვენი ერთგული მკითხველი ერთ ამბავს გვწერს, რომელსაც თქვენც გიზიარებთ.

- ტრადიციად გვაქვს, დედმამიშვილები ოჯახებით ვიკრიბებით და სოფელში ერთად ვხვდებით ახალ წელს, ჩვენთვის ეს დღესასწაული წარმოუდგენელია - ბუხარში შეშის ტკაცუნის, ხრაშუნა თოვლისა და პაპას სახელდახელოდ, ახალი წლისათვის დამზადებული სასმლის, „საშობაოს“ გარეშე.
დღესასწაული ერთად შეკრების წამებიდან იწყება, ამიტომ ტრადიციას არასდროს ვარღვევთ.
წელსაც ერთი კვირით ადრე ავიბარგეთ წვრილშვილით. გზად, ჩვენს სოფლამდე, ერთ-ერთი რაიონის გავლა გვიწევს, სადაც მანქანა გაგვიჩერდა, საბედნიეროდ, ვულკანიზაციამდე არც ისე
ბევრი იყო დარჩენილი. ძალიან ციოდა და ბავშვებით გზას ვეღარ გავაგრძელებდით, მანქანის მწყობრში მოყვანამდე თავი სურსათის პატარა ჯიხურს შევაფარეთ.
- წაიღეთ, მარიამ დეიდა, ამას ვალების რვეულში არ ჩაგიწერთ საახალწლო საჩუქარი იქნება. - გამყიდველის ხმა მომესმა და ფანჯარასთან შევნიშნე ორი პურით ხელში თეთრთმიანი, კაფანდარა მოხუცი.
- გაიხარე, შვილო, ღმერთმა დალოცოს შენისთანა ადამიანები, ხომ იცი, ქალაქიდან გამომიგზავნიან ჩემები.
- აპირებენ ჩამოსვლას?
- უნდა ჩამოვიდნენ, აბა, ამხელა სახლსა და ეზოს მიხედვა არ უნდა? ჩემს თავს არ ვჩივი, 89 წლის გავხდი, აღარც ცოცხლებში ვწერივარ და აღარც მკვდრებში. როცა მოხუცდები, შენთან ერთად აღარც ახალი წელი უნდა ვინმეს და აღარც ძველი...
- საწყალი მოხუცი, - გვითხრა მარიამ ბებოს წასვლის მერე გამყიდველმა, -
3 შვილი ჰყავს, 7 შვილიშვილი. ქმარი ადრე დაეღუპა. ობლები დაზარდა. სულ მარტოა, ბედის ანაბარა, წელიწადში ერთხელ თუ ჩამოვლენ ზაფხულში, ისიც 2-3 დღით. ასეა, აღარც სოფელი უნდათ და აღარც მოხუცი...

დავსევდიანდი, მას შემდეგ სულ მეფიქრება კაფანდარა, თეთრთმიან მოხუცზე, რომელიც ყოველ ახალ წელს შვილებსა და შვილიშვილებს ელოდება... და რამდენია ალბათ ასეთი. 


alt"რა გვჭირს? ტვირთია მოხუცი მშობლები? აღარ გვჭირდება?"


25711
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (9)
სტატუს ქუო
2
ეროპაში პატივს სცემენ მოხუცებს არა ტოროლა.ამის დამწერს არც უნახავს ევროპის ცხოვრება. სიტყვა სასმელი არ იკუმშება.
20:19 / 07-01-2020
nia
5
ამეტირა და რატომ..მარტო ეს ქალბატონი არ არის ამ დღეში...სოპლები შეგნებულად დააცარიელეს!, მოხუციც ტიტო ოროლაა დარჩენილი და ტავის დღეს ელოდებიან , მაგრამ საქმე უპლრო რტულად არის, ეს მოხუცებიც მალე (ღმერტმა დიდხანს აცოცხლოს) დასტოვებენ ამ წუტისოლპელს, საკარტველოც იცლება ქარტველებისგან, სამაგიეროდ ირანელი, ჩინელი, ტურკი, და ასე შემდგ სარეველასავიტ მომრავლებულა საქარტველოში რომელიც სიმბოლური სახელიღა დარჩება ამ ქვეყნისტვის სულ მალე, ეს დრო შორს არ არის...უდიდესი გულისტკივილი და პიქრი გამოსავალი სად არის , სად?? შეისყიდეს შინაურმა ტუ გარეშე პირებმა ეს ტერიტორია, ცა , მიწა , ტყე და ხალხს რა? პანღური...
22:15 / 06-01-2020
მსგავსი სიახლეები