"შვიდი თვის ორსული ახალ წელს ნამტირალევი თვალებით შევხვდი... უფროსმა ყურმილში მიკივლა: "თუ ტვინი აღარ გიმუშავებს, წადი!"
"შვიდი თვის ორსული ახალ წელს ნამტირალევი თვალებით შევხვდი... უფროსმა ყურმილში მიკივლა: "თუ ტვინი აღარ გიმუშავებს, წადი!"
მუშაობა ორსულობის დროს არც თუ იოალი საქმეა. ბუნებრივი მდგომარეობაა, გადაღლა, სტრესი მუდმივი ძილის სურვილი და ტოქსიკოზი, თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, ძალიან ბევრი ორსული სამსახურს ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

გთავაზობთ ჩვენი მკითხველის წერილს, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით თავის გამოცდილებას გვიზიარებს.

"იმას, რასაც ახლა მოვყვები, გთხოვთ, ნუ მიაწერეთ ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობას...

7 თვის ორსული ვარ, ვმუშაობდი ერთ-ერთ კერძო კომპანიაში რამდენიმე წელი. ანაზღაურება მაღალი არ იყო, მაგრამ სტაბილური შემოსავალი მაქონდა და ჩემთვის საკმარისი იყო.

ზოგადად არ მიყვარს ფაქტების გაბუქება და გაზვიადება, ამბობენ, ორსულებს ყველაფერი ადვილად ხვდებათ გულზეო, მაგრამ თქვენ თვითონ შეაფასეთ... საგრძნობლად შეიცვალა ჩემ მიმართ დამოკიდებულება უფროსების მხრიდან მას მერე, რაც ჩემი ორსულობის შესახებ გაიგეს.

ჰორმონალური ცვლილებები, რომელიც ორსულობას ახლავს თან, რა თქმა უნდა, ქალს უფრო ემოციურს და მგძნობიარეს ხდის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ დროს ის სულელი და შრომისუუნაროა.

პირველივე დღიდან ირონია, "ამას მხოლოდ ვაშლი აჭამე, საქმის კეთება აღარ უნდა" და მსგავსი უამრავი ფრაზა. ის, რომ მოვდუნდი, საქმის კეთება აღარ მინდა, ისე აღარ ვინდომებ, როგორც ადრე... ყოველდღე სტრესი, მოურიდებლად ხმამაღალი ტონი და შენიშვნები...

31 დეკემბერს ჩვეულებრივ ვიმუშავეთ 8 საათს +უსასრულობა (სანამ სამუშაოს არ დაასრულებ),
რაღა თქმა უნდა, ტრადიციულად აუარებელი საქმით.

კოლექტივზე საბედნიეროდ, კარგის მეტი არაფერი მეთქმის, ყოველთვის ვცდილობდით ერთმანეთის დახმარებას, იმ დღეს ჩემი თანამშრომლის საქმეც შევითავსე, რომელიც რაიონიდანაა და დიდი ხვეწნისა და მუდარის შემდეგ ადრე წასვლაზე უფროსი დაითანხმა.

...როგორც იქნა, მოვრჩი ბოლო ბლანკის შევსებასაც. რვის ნახევარი იყო, საათს დავხედე, ცხრაზე უკვე სახლში ვიყავი.
ნათესავებს ველოდებით, ახალი წელი მოდის, დიდი ფუსფუსი და ამბებია სამზარეულოში, ამ დროს ჩემი ტელეფონი რეკავს.

უფროსის ნომერი რომ დავინახე, ტანში გამცრა, ვპასუხობ და მესმის ისტერიკული კივილი, ისე დავიბენი, აღარაფერი მესმოდა, ყურებს არ ვუჯერებდი, რომ მცირე პროგრამული შეცდომის გამო მსგავს შეურაცხყოფებს ვისმენდი: "თუ ტვინი აღარ გიმუშავებს, წადი!".

ახალ წელს, შვიდი თვის ორსული, დასიებული, ნამტირალევი თვალებით, ლეპტოპით ხელში შევხვდი.

ბოლო ბლანკი შუაღამით შევავსე, დავწერე განცხადება და წამოვედი...

სადღაც ამოვიკითხე, რომ ორსულობის დროს ბევრი ქალი საკუთარ თავში ახალ ნიჭს პოულობს. ზოგს ხატვა გამოსდის შესანიშნავად, ზოგი წიგნების წერას იწყებს, ან ბიზნესიდეები უჩნდება. ბევრი მსახიობი ფეხმძიმობის დროსაც არ წყვეტს სამსახურებრივ საქმიანობას და სწორედ ამ პერიოდში შესრულებული როლები აღმოჩნდება ხოლმე მათ კარიერაში საუკეთესო, ახლა მეც უამრავი დრო მაქვს სიმშვიდისა და საკუთარი თავის ძიებისთვის...

რაც არ უნდა იყოს, ყველაფერი ცუდი და ნეგატიური წინა წელს დავუტოვე.

ველოდები ყველაზე მთავარს ჩემს ცხოვრებაში - შვილს, დანარჩენი ყველაფერი კი მეორეხარისხოვანია".

ლიკა, 26 წლის


5905
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
ნანა
0
დაწერეთ ორგანიზაციის დასახელება და ასეთი უნამუსო დირექტორის სახელი და გვარი დიდი ასოებით.
16:01 / 12-01-2020
0
მუშის უფლება არსებობს ამ ქვეყანაში?საათობრივად არ უხდიან ხელფასს,ისედაც მათხოვრულია ხელფასი ავსდ არ გახდე ბავშვი თუ გაგიხდა ავად გემუქრებიან გაგდებით, ორსულებს ჩაგრავენ ..ესაა ჩალით დახურული ქვეყანა.ბიზნესმენებზე მორგებული.კიდე გამოდის პატრიარქი და არ წახვიდეთო უცხოეთშიო.ძალიან მტკივა გული რომ ადამიანის უფლებები ყველა სფეროში ფეხით ითელება!
00:02 / 11-01-2020
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი