"უნდა გქონდეს იმდენი შეგნება, როცა ავად ხარ, დარჩე სახლში და არ მიხვიდე სტუმრად იქ, სადაც ბავშვები არიან" - შეწუხებული დედის წერილი
"უნდა გქონდეს იმდენი შეგნება, როცა ავად ხარ, დარჩე სახლში და არ მიხვიდე სტუმრად იქ, სადაც ბავშვები არიან" - შეწუხებული დედის წერილი
ქვეყანაში ვირუსების გავრცელების დონე მაღალია, ამ თემასთან დაკავშირებით მივიღეთ ახალგაზრდა დედის წერილი, რომელიც თავის გულისტკივილს გვიზიარებს, მისი თხოვნაა, რომ ეს შეტყობინება თქვენამდე მოგვეტანა, რათა მოვუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას.

"ძალიან შეშფოთებული ვარ, ყველაფერში ხომ უკიდურეს მხარეს ვიჭერთ  ქართველები, პირველი იანვრიდან თვის ბოლომდე სუფრები და მოლხენა მარტო ჩვენთან იციან, არ იფიქროთ, რომ სტუმარი არ მიყვარს, მაგრამ აღარ დამთავრდა ვირუსიანი ნათესავ-მოყვარეების სტუმრობა.

გული გამისკდა, ისე აცემინებდა ნათესავის ბავშვი ჩემს შვილს  სახეში. იტყვი რამეს და
შენ ხარ ცუდი, ადამიანს ხომ უნდა გქონდეს იმდენი შეგნება, როცა ავად ხარ, დარჩე სახლში, და მითუმეტეს, არ მიხვიდე სტუმრად იქ, სადაც ბავშვები არიან.

ძალიან მეშინია, ისეა გავრცელებული ეს ვირუსები, წინა წელსაც ინფექციურში მოვხვდით ასე "მოტანილი" ვირუსის გამო, ერთი კვირა კოშმარი გადავიტანე, თუ ფიზიკურად, თუ მორალურად, ახალი წელი ვისღა ახსოვდა.

ამ წამლებსაც ხომ ცეცხლის ფასი აქვს, ფასს ვინ ჩივის, ეფექტური რომ იყოს…

ყველას უმორჩილესად გთხოვთ, შვილის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერია მშობლისთვის, გამოიჩინეთ გულისხმიერება
და მოუფრთხილდით სხვას. 

გამოჯანმრთელდით და მერე იარეთ სტუმრად ბავშვებთან, ორსულებთან, მოხუცებთან, მოკეთეებთან და მოყვარეებთან".
ირინა, 26 წლის .

alt"რამდენიმე თვეა ბაღში დაგვყავს და ვატყობ, რომ ჩაკეტილი და დათრგუნული გახდა" - დედის წერილი და ფსიქოლოგის პასუხი

altწერილი, რომელიც სამი ვაჟის დედამ მომავალ რძლებს დაუწერა - მისი წაკითხვის შემდეგ ცრემლებს ვერ შეიკავებთ

alt"ამ წერილმა მომკლა და ხელახლა დამბადა... ეს რომ დაწერე, მეორე კლასში იყავი, დე"


25198
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
0
სტუმარი თორემ ეხლა წინასწარ დარეკავს რა
23:56 / 10-01-2020
jm
2
ჭკუა თუ გაქვს გამოუცხადე სტუმრებს სანამ მოვლენ Bავსვებს გრიპი აქვტ და ნუ მოხვალტ არ გადაგედოტო, ტუ ტავად იმდენს ვერ ბედავ რომ უხტრა არ მოვიდნენ
17:56 / 10-01-2020
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?