15 იანვარს სასწავლო პროცესი განახლდა საქართველოს მასშტაბით, თუმცა როგორც გავარკვიეთ, მშობლების დიდმა ნაწილმა ბავშვები სკოლაში არ გაუშვა - ვირუსების შიშით ან უბრალოდ გაიხანგრძლივა არდადეგები. რეალურად სწავლა მაინც ორშაბათს, 20 იანვარს განახლდება და სწორედ ამასთან დაკავშირებით დავინტერესდით, რამდენად აქვთ ხარჯები სწავლის განახლებისას მშობლებს, დასჭირდათ თუ არა საკანცელარიო ნივთების, ჩანთების, წიგნების, ტანსაცმლის ხელახლა შეძენა და და რამდენად არიან მზად სასწავლო პროცესის გაახლებისთვის. გთავაზობთ რამდენიმე მშობლის კომენტარს:
"საკმაოდ ძვირი დამიჯდა სასწავლო პროცესის განახლებისთვის მომზადება, ალბათ სულ ცოტათი ნაკლები, ვიდრე სასექტემბრო მზადებაა - ჩემმა შვილმა მოასწრო და ყველაფერი გაანადგურა, მესამედ ვუყიდე ჩანთაც და პენალიც. განადგურებული რომც არ იყოს, მაინც ბეზრდება მალე და ითხოვს ხოლმე გაახლებას ნივთების. ასევე დაგვჭირდა კალმების, ფანქრების, რვეულების ხელახლა შეძენა. ტანსაცმლის გარკვეული ნაწილიც დაუპატარავდა ამასობაში და ესეც რომ მივამატეთ, სერიოზული ხარჯი გავწიეთ ოჯახმა. კიდევ კარგი, ცოტა გვიან ვუშვებ სკოლაში და ნელ-ნელა შევიძინე ყველაფერი..." "ჩვენ მხოლოდ რვეულების ყიდვა მოგვიწია და რამდენიმე დამხმარე წიგნის, რომელიც მასწავლებლებმა მოითხოვეს". "მე ჩემს შვილებს სულ ვეუბნები, გაუფრთხილდნენ ნივთებს, რადგან მეორედ ყიდვის შანსი აღარაა. ამიტომ ჩანთებს, პენლებს ხანდახან ორ წელში ერთხელაც კი ვყიდულობთ. რაც შეეხება რვეულებს და სხვა საკანცელარიო ნივთებს, შიგადაშიგ ისედაც ვიძენთ, როცა გვიმთავრდება". "ჩვენ, კიდევ კარგი, ჩანთა არ გაგვიხდა საყიდელი, შარშან ისეთი ცუდი ჩანთები აღმოჩნდა, რაც ვიყიდეთ ბაზრობაზე, მეორე სემესტრამდეც კი არ გაჰყვათ ჩემს შვილებს და ხელახლა საყიდელი გამიხდა. წელს მხოლოდ საკანცელარიო ნივთები განვაახლეთ - კალმები, ფანქრები, რვეულები. ამაშიც გაგვიმართლა, "ბიბლუსს" აქვს კარგი ფასდაკლებები, 40%-იანი ფასდაკლება აქვთ ყველანაირ საკანცელარიო ნივთზე - ჩანთა იქნება, პენალი, რვეულები თუ სხვა რამ. ბავშვებიც წავიყვანე, მშვიდად ავარჩევინე და ნორმალურ ფასებში ვიყიდე ყველაფერი". "კიდევ კარგი, ორი სემესტრია და არა სამი ან ოთხი, თორემ გამყიდიდნენ ჩემი შვილები... სულ რაღაცას ითხოვენ, სულ ახალი ნივთები უნდათ და განსაკუთრებულად, არდადეგების შემდეგ. წელსაც დავყევი მათ სურვილს და გავაახლეთ თითქმის ყველაფერი. ზოგიერთი რამ "ბიბლუსში" ვიყიდეთ, კარგი ფასდაკლებებია და ვისარგებლეთ, ზოგიერთი კი - ბაზრობებზე.