"აგრძნობინეთ თქვენს ცოლს, რომ ის არა მხოლოდ ჭურჭლის მრეცხავი და სამზარეულოში მოფუსფუსე დიასახლისია..." - ახალგაზრდა ქალის წერილი
"აგრძნობინეთ თქვენს ცოლს,  რომ ის არა მხოლოდ ჭურჭლის მრეცხავი და სამზარეულოში მოფუსფუსე დიასახლისია..." - ახალგაზრდა ქალის წერილი
წყვილს შორის, თანაცხოვრების მანძილზე, კრიზისული პერიოდები კანონზომიერი და მოსალოდნელია. მასთან დაკავშირებული გამოწვევები ყველასთვის სხვადასხვაგვარია, ზოგისთვის - ფინანსები, ზოგისთვის - პიროვნული კრიზისი ან რუტინული ყოველდღიურობა, ჩვენი მკითხველი გურანდა სწორედ ამ პრობლემაზე გვწერს, წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"ხუმრობები და ფრაზები, რომ რა დროს ვალენტინობაა და ყოველი დღე სიყვარულისაა, ალბათ, ჩემნაირმა ქალებმა მოიგონეს, მათ, ვინც ყოველ ვალენტინობას უყურადღებოდ რჩებიან.

უკვე ათი წელია მე და ჩემი მეუღლე ერთად ვართ. ვერ ვიტყვი, რომ ერთმანეთი აღარ გვიყვარს, ყოველ
შემთხვევაში, მე ასე მგონია, მაგრამ რამდენიმე წელია ჩვენი ურთიერთობა უინტერესო და რუტინული გახდა.
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ სახლიდან ისე გავიდოდით, ერთმანეთს არ დავემშვიდობებოდით, ან დივანზე უფრო ხშირად გავიღვიძებდით ცალ-ცალკე, ვიდრე ერთად - საძინებელში.
გავუვუცხოვდით ერთმანეთს და ეს ყველაფერში თვალსაჩინო გახდა.

არავისთვის არაა საიდუმლო, რომ ქალებს ყველაზე მეტად ყურადღება გვსიამოვნებს, თუმცა გულწრფელად, რომ გითხრათ ახლა სუნამოზე და ყვავილებზე მეტად იმის ცოდნა უფრო მჭირდება, რომ ისეთივე პატივსაცემი და ღირებული ვარ მისთვის, როგორც ადრე, წლების წინ, შეყვარებულობის პერიოდში.
ვისურვებდი, რომ მეტი კომუნიკაცია გვქონდეს ერთმანეთთან, თუმცა ეს ფაქტობრივად შეუძლებელია მრავალრიცხოვანი ოჯახის გამო. ხანდახან მესამე პირის თანდასწრებით წამოწყებული კამათი მარტო იმიტომ გადაზრდილა ჩხუბში, რომ ამას სხვა შეესწრო...
მესმის, რომ
ოჯახურ ურთიერთობებში კრიზისული პერიოდები არსებობს, თუმცა ამას ცალმხრივად გააზრება არ შველის, სამწუხაროდ.

ჩემი გადმოსახედიდან, წყვილებს მინდა ვურჩიო, რომ გაიაზრონ: ყოველი პრობლემის დასაბამი არასაკმარისი კომუნიკაციაა. ისწავლონ ერთმანეთის მოსმენა და რაც მთავარია - გულწრფელობა!

მივმართავ მამაკაცებს:
იყავით უფრო მეტად ყურადღებიანი, დაუმტკიცეთ თქვენს მეორე ნახევარს, რომ ის არა მხოლოდ ჭურჭლის მრეცხავი და სამზარეულოში მოფუსფუსე დიასახლისია, არამედ თქვენი საყვარელი ადამიანი, რომლის გამოც ახალგაზრდობაში უამრავ სიგიჟეზე იყავით წამსვლელი და რომელსაც თქვენი ცხოვრების ყველაზე ლამაზ დღეს დაჰპირდით, რომ ერთად იქნებოდით, სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ".


alt"ცოლს საოჯახო საქმეებში არ ვეხმარები და ამის გაკეთებას არც არასდროს ვაპირებ" - ერთი მამაკაცის განცხადება, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა


1404
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
თაკო
1
ჭირსაც წაუღია კაცები ,ჯანდაბამდე გზა ქონიათ ,ქალების მკვლელები
20:49 / 13-03-2020
----------------------
2
ყველა კაცი სარეველაა ,კარგს ამათგან არ უნდა ელოდო ,ქალისგან კი უსაზღვრო პატივისცემას ითხოვენ
10:08 / 13-03-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?