"რომელი პირბადე დაგვიცავს, როცა შენი წინმდგომის ფეხებში ინერწყვები... ელემენტარული არ ვიცით" - ახალგაზრდა ქალის წერილი
"რომელი პირბადე დაგვიცავს, როცა შენი წინმდგომის ფეხებში ინერწყვები... ელემენტარული არ ვიცით" - ახალგაზრდა ქალის წერილი
ალბათ, თითოეული ჩვენგანი, ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც მექანიკურად აკეთებენ რაღაც მოქმედებებს.
მაგალითად, ქუჩაში აგდებენ ქაღალდებს, იფურთხებიან, ეწევიან და ისვრიან ნამწვებს... სამწუხაროდ, უმეტესწილად, ეს ყველაფერი მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
ამ ადამიანებს თავში აზრადაც არ მოსდით, რომ სხვანაირადაც შეიძლება ცხოვრება, არადა, შეიძლება… გთავაზობთ ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი მკითხველის წერილს:

„ცოტა ხნის წინ ბავშვები გავასეირნე ეზოში, სათამაშო მოედანზე, სადაც თავს იყრიან როგორც პატარები, ასევე სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლები.
ბავშვები სრიალებენ, ქანაობენ, ბურთს თამაშობენ და იქვე მოედანზე ვხედავ ახალგაზრდა გოგო-ბიჭების ჯგუფს, მზეზე გამოსულებს... განიხილავენ
კორონავირუსის შესახებ ამბებს გაცხარებით.
განსაკუთრებით ორმა ახალგაზრდამ მიიქცია ჩემი ყურადღება, რადგან საუბრის დროს წამდაუწუმ იფურთხებოდნენ აქეთ-იქით.
ეს არის საშინელება, ყველაზე ამაზრზენი საქციელი, რომელ ჰიგიენას და პირბადეზეა საუბარი, ელემენტარული არ ვიცით!

ჰიგიენას რომ თავი დავანებოთ და გავრცელებულ ვირუსებს, დგახარ გოგოსთან ერთად, დიდად მოგაქვს თავი და ამ დროს უტიფრად ინერწყვები.
მე ვფიქრობ, რომ ეს არის საკუთარი თავის უპატივცემულობა და გარშემო მყოფების შეურაცხყოფა.

რატომ უნდა ირბინოს ბავშვმა შენს გადაფურთხებულში, რომელი პირბადე დაგვიცავს, როცა შენი წინმდგომის ფეხებში ინერწყვები?! ელემენტარული ზრდილობის ნორმები არ ვიცით! ეს არის სირცხვილი!

ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა, მივუთითოთ, დავწეროთ, ვისაუბროთ ხმამაღლა, რომ ეს არის,
არც მეტი არც ნაკლები, უზნეობა!
აღმზრდელობითი შეგონებით მათთან ურთიერთობა უკვე დაგვიანებულია, იქნებ სირცხვილმა და ნამუსზე აგდებამ გამოიღოს შედეგი.
ათი კაციდან ერთის ყურამდე და შეგნებამდე თუ მივა ჩავთვალოთ, რომ მისია შესრულებულია".
ნინო, 35 წლის
6914
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (19)
ირმა
2
მარტო ჯარიმა ვერ გამოასწორებს სიტუაციას.თანუნდა დაალაგებინო და გაარეცხინო დაბინძურებული ტერიტორია.მაშინ მიხვდებიან,რომ ეს არ არის სოფლის შარაგზა და წესები უნდა დაიცვა.
14:00 / 17-03-2020
ლალი
1
ეს გადაფურთხება გინდ ფეხით მოსიარულე იყოს,და ან მანქანიდან რომ იფურთებიან,დიდი ჯარიმა უნდა იყოს.ან ძაღლებს რომ ბაღში ,ან ქუჩაში მოასაქმებებნ,მერე იქ ბავშვი როგორ უნდა გაასეირნო?ასეთ ქალბათონთან და ერთ მამაკაცთან კამათი მომივიდა,ძაღლები ყავთ და მეზობლის სადარბაზოებთან ასაქმებინებენ.აი ამას რა ქვია მითხარით?
18:40 / 16-03-2020
ლალი
1
აუცილებლად უნდა დაწესდეს ქუჩაში - ასალტზე ან მიწაზე ამოხველებასა ან ამოფურთხებაზე სერიოზული ჯარიმა! სხვა ზომა ამას არ უშველის. პირველივე შემთხვევაზე უნდა იყოს ჯარიმა.
14:21 / 16-03-2020
დედა
1
ნინო!ნამუსზე აგდებით არაფერი გამოვა. ასეთ საქციელზე უნდა იყოს ჯარიმა და მორჩა!!!
14:05 / 16-03-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?