"რომელი პირბადე დაგვიცავს, როცა შენი წინმდგომის ფეხებში ინერწყვები... ელემენტარული არ ვიცით" - ახალგაზრდა ქალის წერილი
"რომელი პირბადე დაგვიცავს, როცა შენი წინმდგომის ფეხებში ინერწყვები... ელემენტარული არ ვიცით" - ახალგაზრდა ქალის წერილი
ალბათ, თითოეული ჩვენგანი, ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც მექანიკურად აკეთებენ რაღაც მოქმედებებს.
მაგალითად, ქუჩაში აგდებენ ქაღალდებს, იფურთხებიან, ეწევიან და ისვრიან ნამწვებს... სამწუხაროდ, უმეტესწილად, ეს ყველაფერი მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
ამ ადამიანებს თავში აზრადაც არ მოსდით, რომ სხვანაირადაც შეიძლება ცხოვრება, არადა, შეიძლება… გთავაზობთ ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი მკითხველის წერილს:

„ცოტა ხნის წინ ბავშვები გავასეირნე ეზოში, სათამაშო მოედანზე, სადაც თავს იყრიან როგორც პატარები, ასევე სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლები.
ბავშვები სრიალებენ, ქანაობენ, ბურთს თამაშობენ და იქვე მოედანზე ვხედავ ახალგაზრდა გოგო-ბიჭების ჯგუფს, მზეზე გამოსულებს... განიხილავენ
კორონავირუსის შესახებ ამბებს გაცხარებით.
განსაკუთრებით ორმა ახალგაზრდამ მიიქცია ჩემი ყურადღება, რადგან საუბრის დროს წამდაუწუმ იფურთხებოდნენ აქეთ-იქით.
ეს არის საშინელება, ყველაზე ამაზრზენი საქციელი, რომელ ჰიგიენას და პირბადეზეა საუბარი, ელემენტარული არ ვიცით!

ჰიგიენას რომ თავი დავანებოთ და გავრცელებულ ვირუსებს, დგახარ გოგოსთან ერთად, დიდად მოგაქვს თავი და ამ დროს უტიფრად ინერწყვები.
მე ვფიქრობ, რომ ეს არის საკუთარი თავის უპატივცემულობა და გარშემო მყოფების შეურაცხყოფა.

რატომ უნდა ირბინოს ბავშვმა შენს გადაფურთხებულში, რომელი პირბადე დაგვიცავს, როცა შენი წინმდგომის ფეხებში ინერწყვები?! ელემენტარული ზრდილობის ნორმები არ ვიცით! ეს არის სირცხვილი!

ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა, მივუთითოთ, დავწეროთ, ვისაუბროთ ხმამაღლა, რომ ეს არის,
არც მეტი არც ნაკლები, უზნეობა!
აღმზრდელობითი შეგონებით მათთან ურთიერთობა უკვე დაგვიანებულია, იქნებ სირცხვილმა და ნამუსზე აგდებამ გამოიღოს შედეგი.
ათი კაციდან ერთის ყურამდე და შეგნებამდე თუ მივა ჩავთვალოთ, რომ მისია შესრულებულია".
ნინო, 35 წლის
6913
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (19)
ლელო
0
ცხვირს რომ მოიხოცავენ ხელით, დაბლა დააგდებენ და ხელს გაისვამენ ტანსაცმელზე ან მერე იწმენდენ ცხვირსახოცზე არ დაგინახავთ? ამ ხელს რომ მოკიდებენ მერე კიბის სახელურსან ტრანსპორტში?
01:39 / 25-03-2020
jango - janguli-s!
1
ეხლა მოდაშია, რუსების გინება, რატომ გამოგრჩა? მე კიდევ მოწმე ვარ, ევროპის ქვეყნების ფეხბურთელების ფურთხების მოედნებზე. ალბათ შენი ტელევიზორი სხვაგვარად აჩვენებს. ჩემს ტელევიზორში, ამერიკელები და ევროპელები ტუფლე-ბით გორაობენ საწოლში და სასადილო მაგიდაზე ფეხები უწყვიათ.
18:56 / 23-03-2020
ირმა-ს
0
სოფლის შარაგზაზე ხალხი არ დადის??? რა მნიშვნელობა აქვს სოფლის შარაგზა იქნება თუ რუსთაველის გამზირი?!
15:56 / 22-03-2020
ირმა-ს
0
სოფლის შარაგზაზე ხალხი არ დადის??? რა მნიშვნელობა აქვს სოფლის შარაგზა იქნება თუ რუსთაველის გამზირი?!
15:55 / 22-03-2020
მაია
1
ეს თემა ძალიან მტკივნეულია ჩემთვის და ყველა იმ ადამიანისთვის ვისთვისაც ჰიგიენა, ესთეთიკა და ცხოვრების მაღალი ხარისხი მნიშვნელოვანია. საშინელი ზიზღის გრძნობა მაქვს,, ვცილობ ფეხი არ დამედგას ქუჩაში ,,ნაფურთხებზე", რომელიც ყოველ ნაბიჯზე მხვდება. იქნებ მოხდეს მოწოდება ამის თაობაზე ინტერნეტით, მედიით, გაიცეს რეკომენდაცია, ან ადმინისტრაციული ჯარიმა, როგორც ნაგვის დაყრისთვის.
12:26 / 22-03-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი