"ათი წლისამ გავიგე, რომ ნაშვილები ვიყავი... დედა ხელებში ჩამაკვდა" - ამ ოჯახის ამბავი გულგრილს არავის დატოვებს
"ათი წლისამ გავიგე, რომ ნაშვილები ვიყავი... დედა ხელებში ჩამაკვდა" - ამ ოჯახის ამბავი გულგრილს არავის დატოვებს
25 წლის ახალგაზრდა დედამ დახმარებისთვის მოგვმართა. ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა - არ უნდა, რომ როცა მისი შვილები წამოიზრდებიან, ვინმემ მათი გაჭირვების გასაჯაროებული ამბავი მათ დასაბულინგებლად გამოიყენოს. მის ამბავთან ერთად ვაქვეყნებთ იმ სახლის ფოტოებს, სადაც ის ქმართან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. მას სურს, საზოგადოება დაეხმაროს თუნდაც იმაში, რომ ელემენტარული სამსახური იშოვოს ბავშვების გამოსაკვებად. მისი ისტორია ასეთია:

- ათი წლისამ გავიგე პირველად, რომ ნაშვილები ვიყავი. დედა და მამა განქორწინდნენ და მას მერე მამა თვალით აღარ მინახავს, არა
და სიგიჟემდე მიყვარდა... დედას სმენის პრობლემები ჰქონდა და არ ესმოდა. აპარატი არასდროს კეთებია, რადგან ამის ფული არ გვქონდა. პირველი კლასიდან დამოუკიდებელი ვიყავი. 16 წლის ასაკში პირველი სამსახური დავიწყე და საკუთარი შემოსავალი მქონდა.
ოცი წლის გავთხოვდი და ორი ანგელოზი შემეძინა... დედა ხელებში ჩამაკვდა, ჯერ წელიწადიც არაა გასული და სასაფლაოზე გასვლის მეშინია - მკვდარი დედის ნახვა არ მინდა... დედა რაც გარდაიცვალა, მას მერე დაიწყო ჩემი გაჭირვებაც...
მეუღლეზე კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი, მასში ძალიან გამიმართლა, დღეს და ღამეს ასწორებს, რომ შვილებს არ შიოდეთ. წლებია ჩვენთვის არაფერი გვიყიდია. არც დამხმარე გვყავს ვინმე და თვიდან თვემდე მისი მცირე შემოსავალი არ გვყოფნის... არ მინდა ჩემს შვილებს ჩემნაირი ბავშვობა ჰქონდეთ და თქვან, ნეტავ სულ არ გავჩენილიყავითო... რადგან მე ბევრჯერ მითქვამს ასე.
ვიდრე დედა ცოცხალი მყავდა, ბავშვებს მას ვუტოვებდი და მეც ვმუშაობდი,
მაგრამ ახლა ვეღარ ვახერხებ. შვილები სამი და ოთხი წლისები არიან და ბაღს ვერც ერთი სამსახური ვერ შევუწყვე. ჩემი მეუღლე ერთ-ერთ სახინკლეში მუშაობს და მისი ხელფასი ნავაჭრზეა დამოკიდებული. თუ დამიჯერებთ, დღეს 5 ლარი მოიტანა სახლში. ძალიან მიჭირს საკვების შეძენა და კომუნალურების გადახდა. ქუთაისში ვცხოვრობთ და სახლში რაც მაქვს, ყველაფერი ჩემი შრომით შევიძინე და დედაც მეხმარებოდა. ძალიან მინდა, რომ ჩემს შვილებს კარგი გარემო შევუქმნა და არ დავამშიო.
mshoblebi
რთულია, უცხო ადამიანებს დახმარება სთხოვო, როცა ირგვლივ ამდენ ადამიანს უყურებ, ვინც ხელგაწვდილია, მაგრამ ხანდახან სხვა გზა არაა და შენც იძულებული ხდები შენს საზღვრებს გადააბიჯო... ყველას გთხოვთ, ძალიან მიჭირს. ხანდახან ძალიან ძნელია საკუთარ სულში სხვა ჩაახედო, როცა ერთი ციცქნა ცრემლიც კი სიცოცხლის ფასად გიღირს. მაპატიეთ, თუ ვინმეს ჩემზე მეტად გიჭირთ და მე ასე ვითხოვ დახმარებას, მაგრამ ახლა ჩემთვის ერთი ლარიც კი ბევრს ნიშნავს. თუ ვინმეს შეგიძლიათ, ეს ჩემ გამო გააკეთოთ, ადრე თუ გვიან მე თუ ვერა, ჩემი შვილები გადაიხდიან ამ სიკეთეს. გთხოვთ დამეხმარეთ და ნუ გამკიცხავთ. მინდა ვიპოვო სამსახური, ყველანაირ სამუშაოს დავეთანხმები, რაც ნორმის ფარგლებში ჯდება. მინდა ორი კვერცხის მდებელი ქათამი მაინც ვიყიდო, რომ ჩემს პატარებს მუდმივი საკვები ქონდეთ და არ ვთხოვდე მუდამ სხვას დახმარებას... მე თქვენი იმედი მაქვს. ცოტა დამეხმარეთ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შევცვალო.

დახმარების მსურველებს ვთავაზობთ ანგარიშის ნომერს:
GE13BG0000000813791000

ტელეფონის ნომერი:
599090391 - თიკა
8073
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
ლუკა
0
ქუთაისში მცხოვრები ყოფილა... ამჟამად გაჩერებული ვართ და რომ განვაახლებ მუშაობას დაგირეკავ,თუ არ იქნები დასაქმებული დაგეხმარები. ცუდად ვარ, გული დამეწვა, ვიცი რაა გაჭირვება .........
01:02 / 11-04-2020
ელენე
1
სად ცხოვრობს თიკა იქნებ მითხრათ
00:32 / 09-04-2020
მსგავსი სიახლეები