- ათი წლისამ გავიგე პირველად, რომ ნაშვილები ვიყავი. დედა და მამა განქორწინდნენ და მას მერე მამა თვალით აღარ მინახავს, არადა სიგიჟემდე მიყვარდა... დედას სმენის პრობლემები ჰქონდა და არ ესმოდა. აპარატი არასდროს კეთებია, რადგან ამის ფული არ გვქონდა. პირველი კლასიდან დამოუკიდებელი ვიყავი. 16 წლის ასაკში პირველი სამსახური დავიწყე და საკუთარი შემოსავალი მქონდა.
ოცი წლის გავთხოვდი და ორი ანგელოზი შემეძინა... დედა ხელებში ჩამაკვდა, ჯერ წელიწადიც არაა გასული და სასაფლაოზე გასვლის მეშინია - მკვდარი დედის ნახვა არ მინდა... დედა რაც გარდაიცვალა, მას მერე დაიწყო ჩემი გაჭირვებაც...
მეუღლეზე კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი, მასში ძალიან გამიმართლა, დღეს და ღამეს ასწორებს, რომ შვილებს არ შიოდეთ. წლებია ჩვენთვის არაფერი გვიყიდია. არც დამხმარე გვყავს ვინმე და თვიდან თვემდე მისი მცირე შემოსავალი არ გვყოფნის... არ მინდა ჩემს შვილებს ჩემნაირი ბავშვობა ჰქონდეთ და თქვან, ნეტავ სულ არ გავჩენილიყავითო... რადგან მე ბევრჯერ მითქვამს ასე.
ვიდრე დედა ცოცხალი მყავდა, ბავშვებს მას ვუტოვებდი და მეც ვმუშაობდი, მაგრამ ახლა ვეღარ ვახერხებ. შვილები სამი და ოთხი წლისები არიან და ბაღს ვერც ერთი სამსახური ვერ შევუწყვე. ჩემი მეუღლე ერთ-ერთ სახინკლეში მუშაობს და მისი ხელფასი ნავაჭრზეა დამოკიდებული. თუ დამიჯერებთ, დღეს 5 ლარი მოიტანა სახლში. ძალიან მიჭირს საკვების შეძენა და კომუნალურების გადახდა. ქუთაისში ვცხოვრობთ და სახლში რაც მაქვს, ყველაფერი ჩემი შრომით შევიძინე და დედაც მეხმარებოდა. ძალიან მინდა, რომ ჩემს შვილებს კარგი გარემო შევუქმნა და არ დავამშიო.
რთულია, უცხო ადამიანებს დახმარება სთხოვო, როცა ირგვლივ ამდენ ადამიანს უყურებ, ვინც ხელგაწვდილია, მაგრამ ხანდახან სხვა გზა არაა და შენც იძულებული ხდები შენს საზღვრებს გადააბიჯო... ყველას გთხოვთ, ძალიან მიჭირს. ხანდახან ძალიან ძნელია საკუთარ სულში სხვა ჩაახედო, როცა ერთი ციცქნა ცრემლიც კი სიცოცხლის ფასად გიღირს. მაპატიეთ, თუ ვინმეს ჩემზე მეტად გიჭირთ და მე ასე ვითხოვ დახმარებას, მაგრამ ახლა ჩემთვის ერთი ლარიც კი ბევრს ნიშნავს. თუ ვინმეს შეგიძლიათ, ეს ჩემ გამო გააკეთოთ, ადრე თუ გვიან მე თუ ვერა, ჩემი შვილები გადაიხდიან ამ სიკეთეს. გთხოვთ დამეხმარეთ და ნუ გამკიცხავთ. მინდა ვიპოვო სამსახური, ყველანაირ სამუშაოს დავეთანხმები, რაც ნორმის ფარგლებში ჯდება. მინდა ორი კვერცხის მდებელი ქათამი მაინც ვიყიდო, რომ ჩემს პატარებს მუდმივი საკვები ქონდეთ და არ ვთხოვდე მუდამ სხვას დახმარებას... მე თქვენი იმედი მაქვს. ცოტა დამეხმარეთ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შევცვალო.
დახმარების მსურველებს ვთავაზობთ ანგარიშის ნომერს:
GE13BG0000000813791000
ტელეფონის ნომერი:
599090391 - თიკა