"ცოლი დედაჩემის გამო ვერ მომყავს, ზუსტად ვიცი, სისხლს გაუშრობს..." - ახალგაზრდა კაცის წერილი
"ცოლი დედაჩემის გამო ვერ მომყავს, ზუსტად ვიცი, სისხლს გაუშრობს..." - ახალგაზრდა კაცის წერილი
ხშირად ჩვენს რეალობაში მშობლები ვერ აცნობიერებენ, რომ მათი შვილი გაიზარდა, ვერ ეგუებიან აზრს, რომ ის ჩამოყალიბებული და ზრდასრული ადამიანია. ასეთ დროს, უმეტესად დედები იჩენენ ზედმეტ ყურადღებას მაშინაც კი, როდესაც ამის საჭიროება არაა.
ამ თემასთან დაკავშირებით გთავაზობთ ახალგაზრდა კაცის წერილს გთავაზობთ:

„ყოველთვის მინდოდა, დედასთან სხვებივით მემეგობრა. მომეყოლა ჩემი ამბები: სკოლაზე, ბანაკზე, გოგოებზე, ისე, როგორც ამას ჩვეულებრივ დედები და შვილები აკეთებენ.
არ მახსოვს, რამე მეთქვას დედაჩემისთვის და ის სერიოზულად აღექვას. აუცილებლად მოყვებოდა ამ ამბის თავის, გაზვიადებულ ვარიანტს ისე, რომ თავს ყოველთვის უხერხულად და
სულელად ვგრძნობდი.
რომ წამოვიზარდე, სკოლა დავამთავრე, კიდევ უფრო იმატა დისტანციამ ჩვენ შორის. ყოველთვის განსხვავდებოდა ჩვენი ინტერესები ერთმანეთისგან და ამის გამო ხშირად ვკამათობდით. ასევე მისი ჰიპერმზრუნველობის და გამუდმებული კონტროლის მცდელობის გამო.

დღემდე ძმაკაცებთან ერთად თუ სადმე წავალ, მილონჯერ უნდა დარეკოს იმის გასარკვევად, როდის მივალ სახლში. მე თუ არ ვპასუხობ, ჩემს მეგობრებს ურეკავს, ბევრი არ დალიოს, ცუდად არ გახდესო.

მეგობარ გოგოსთან ერთად თუ ვარ, ტელეფონს ვთიშავ - უკვე კომპლექსი მაქვს.

პატარა ბავშვივით მაკონტროლებს - რა ვჭამო, რა დავლიო, როდის დავიძინო.
29 წლის ვარ და ცოლი დედაჩემის გამო ვერ მომყავს, ზუსტად ვიცი, სისხლს გაუშრობს. ბევრჯერ მიფიქრია მარტო გადასვლაზე,
მაგრამ ალბათ დარდით მოკვდება ან ყოველდღე იქ დამიჯდება.

სტუმრად მოსულ ჩემს ძმაკაცებთან ჩამოჯდება და ჩემი ბავშვობიდან ყვება სულელურ ამბებს, ამათაც მეტი რა უნდათ საღლიცინოდ.
ახლა თვითიზოლაციაში კომენტარებით დაიწყო გართობა, ფოტოებზე ისეთ კომენტარებს მიწერს, მთელი სამეგობრო დამცინის.

ხანდახან მგონია, რომ ჩემს ნერვებზე თამაში დედაჩემის ჰობია...

ვერ ხვდება, რომ გავიზარდე, ვერ შეეგუა იმ აზრს,რომ ჩემი ცხოვრება მაქვს, მისგან დამოუკიდებლად“.
გიორგი, 29 წლის
2297
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
ზაირა
1
ზრდასრული, ჩამოყალიბებული ახალგაზრდა კაცი სახლიდან უნდა წავიდეს და დამოუკიდებლად იცხოვროს, არავინ არ
13:51 / 28-04-2020
nato
2
კველაფერი სჰენი სიკვარულიტ მოსდის ნუ გესჰინია დაკორცინდი სჰვილისჰვილებზე გადაერტება მერე.
00:19 / 09-04-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?