"ახლა გაახსენდათ სოფლები, მერამდენე შემთხვევაა, რომ სოფელში ქალაქიდან ჩამოიტანეს ვირუსი და გადასდეს აქაურებს..." - წერილი სოფლიდან
"ახლა გაახსენდათ სოფლები, მერამდენე შემთხვევაა, რომ სოფელში ქალაქიდან ჩამოიტანეს ვირუსი და გადასდეს აქაურებს..." - წერილი სოფლიდან
მინდა, თქვენი მეშვეობით გავაგონო ხმა მათ, ვინც არც საკუთარ თავს უფრთხილდება და არც სხვებს. განსაკუთრებით, ქალაქელებს. მე სოფელში დავიბადე, გავიზარდე, შემდეგ განათლება თბილისში მივიღე და ისევ აქ დავბრუნდი, გავთხოვდი, ოჯახი შევქმენი და აქვე ვცხოვრობ. მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ სოფელი ქვეყნის ძალაა ბევრი გაგებით და ყველანაირად ვცდილობ, ჩემი შვილებიც ისე გავზარდო, არ გაიქცნენ ქალაქში მხოლოდ იოლი ფულისა და იოლი ცხოვრებისთვის. თუ იშრომებ და გეყვარება სოფელი, ბუნება, მიწა, ისიც აუცილებლად დაგიფასებს და სულაც არ არის სამარცხვინო სოფლელობა, როგორც ბევრს გონია...

ახლა
იმიტომ ვწერ, როგორც ზაფხულობით აღმოაჩენენ ხოლმე ქალაქელები, რომ სოფელი არსებობს და სოფელში ყოფნა ბავშვებისთვის კარგია, ახლაც, ამ გაჭირვების ჟამს, რატომღაც გადაწყვიტეს, რომ სოფლებს შეაფარონ თავი. ისეთი ხალხი დავინახე ამ დღეებში, წლები რომ არ ყოფილან მამაპაპისეულ სახლებში ან სოფლიდან რომ აიკრეს გუდანაბადი, თბილისური ცხოვრება გვინდაო და აქეთ აღარ იყურებოდნენ... მოდიან და მოდიან წყებად, აღებენ დახურულ ჭიშკრებს, ნახულობენ ნათესავებს, აწყობენ თავშეყრებს და... ავრცელებენ ინფექციას. უკვე მერამდენე შემთხვევაა, რომ სოფელში ქალაქიდან ჩამოიტანეს ვირუსი და გადასდეს აქაურებს. დროებითი თავშესაფრის ძიება კარგია და სოფლის ჰაერზე ყოფნა, მაგრამ აქაც დაიცავით მაშინ წესები და დაიცავით აქაურები. თავად არღვევთ წესებს და მერე ისევ სოფლელებზე ლაპარაკობთ, აქ ასეო და ისეო. აქ მისვლა-მოსვლა რომ გვაქვს,
სხვაგან არსად დავდივართ და სხვა ხალხთან არ გვაქვს კონტაქტები. მაგრამ თქვენი ჩამოსვლის მერე კი ნამდვილად ვკეტავ კარს და აღარ გავდივარ ეზოს იქით, რომ თქვენს ჩამოტანილ ვირუსს არ ვემსხვერპლო. დაეტიეთ თქვენს სახლებში. დარჩი სახლშიო თქვეს და არა იარე სოფლებშიო. 

ნინო, 37 წლის

4079
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (9)
სიფლელი
0
სოფელში დაიბადნენ და გაიზარდნენ ილია, აკაკი, ვაჟა, გალაქტიონი.... ყველას ვერ ჩამოვთვლი. ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყანაა. ოღონდ სოფელს უნდა განვითარება, გამართული ინფრასტრუქტურა, თანამედროვე ტექნოლოგიები, დღეს თოხით და ბარით ვერაფერს გახდები, ტექნიკაა საჭირო რაც ძვირი ჯდება, მერე პროდუქტის რეალიზაციაა პრობლემა. სახელმწ8ფომ უნდა შეუწყოს ხელი ამ ყველაფერს.
08:20 / 13-07-2020
მიყვარხართ ქართველებო! ლელა
0
მე ვარ თბილისელი ახალგაზრდა გოგო, ძალიან მიყვარს ჩემი თბილისი, ასევე ჩემი ქართული სოფლებიც და მშრომელი დაკოჟრილი ხელებიანი წესიერი გლეხიც, რომელიც სოფელსაც არგია და ქალაქსაც. ამიტომ ერთმანეთს ვცეთ პატივი! ნუ ვახარებთ მტრებს ჩვენი ურთიერთ გაუტანლობით. ჩემმა ქართველმა უნდა გაიხაროს ქალაქშიც და სოფელშიც, რას გაუყვია სოფელი და ქალაქი, ეს არის ერთი სხეული, უერთმანეთოდ არც სოფელი ვარგა და არც ქალაქი! ერტადერთი ჩემი სამწუხარი არის როცა უცხო ტომებს ვუყურებ თუ როგორ ჯიჯგნიან ჩვენს მადლიან მიწებს სათავისოდ, აი ამაზე უნდა დავფიქრდეთ, რომ ჩვენი ერთად დგომით და სიყვარულით უნდა ვაიძულოთ ეს შემოსული ტომები, რომ წავიდნენ თავიანთ ისტორიულ ქვეყნებში,, როგორც გააკეთეს სომხებმმა, მთელი ერი გაერთიანდა და განსაკუთრებით ჩინელებმა უკან დაიხიეს სამაგიეროდ აქ შემოვიდნენ და დაიმკვიდრეს თავი. აი ამაზე დავფიქრდეთ და არ გავახაროთ მტრები ჩვენი საქციელებით.
14:18 / 04-07-2020
მსგავსი სიახლეები