"აი, ასეთ სიბინძურეში შეუძლია იჯდეს მთელი დღე და ბავშვსაც ამ გარემოში ამყოფებს..." - დედამთილის წერილი
"აი, ასეთ სიბინძურეში შეუძლია იჯდეს მთელი დღე და ბავშვსაც ამ გარემოში ამყოფებს..." - დედამთილის წერილი
თქვენი ვებგვერდის აქტიური მკითხველი ვარ და ამ რუბრიკისაც, რომელშიც მკითხველების წერილებს აქვეყნებთ. ძალიან ხშირად მხვდება რძლების წერილები, რომლებიც დედამთილებზე არიან გულმოსულები. ხშირად ჩივიან იმაზე, რომ დედამთილები ერევიან მათ ცხოვრებაში, შენიშვნებსა და მითითებებს აძლევენ... თუმცა დავიჯერო, ყოველთვის დედამთილები ტყუიან?

გამიჩნდა სურვილი, მეც მოგწეროთ, სწორედ დედამთილის პოზიციიდან. 

ერთადერთი შვილი მყავს, სამწუხაროდ, ისე გამოვიდა, რომ რთული მშობიარობა მქონდა და პირველი მშობიარობისას დავკარგე შანსი, კიდევ ერთხელ გამეჩინა შვილი. ერთი იქნებოდა თუ ორი, თუ მეტი, ვფიქრობ, ზუსტად ისე გავზრდიდი და ისე მეყვარებოდა, როგორც ჩემი ერთი
ვაჟი გავზარდე. არ დამიკლია მისთვის არც განათლება, წრეებზეც დამყავდა, რაც უნდოდა, ყოველთვის ვუსრულებდი, ზომიერების ფარგლებში და ნაკლებად ვერეოდით მეც და მამამისიც მის ცხოვრებისეულ არჩევანში - იქნებოდა ეს პროფესიის არჩევა თუ მეორე ნახევრის. 

როცა წარგვიდგინა თავისი საცოლე, ერთი შეხედვით მოვიხიბლეთ. თანაც, ვიცოდით, რომ ძალიან უყვარდა და რომც არ მოგვწონებოდა, ალბათ ვერ შევეწინააღმდეგებოდით ვერაფერში. ქორწილიც გადავუხადეთ, თაფლობისთვეც მოვუწყვეთ და დიდი გაჭირვებით ახალაშენებულ კორპუსში ვალით ვუყიდეთ პატარა ბინა, რომ თავიანთ გემოზე ეცხოვრათ. 

თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მას მერე, რაც ჩემი რძალი დაორსულდა და მერე - შვილი გააჩინა, შევატყვე, რომ რაღაც შეიცვალა. ჩემი ვაჟი სულ უფრო ხშირად მოდიოდა ჩვენთან, სახლში, სადილად. მერე თანდათან ტანსაცმელსაც ჩემთან იცვლიდა -
დასვრილს მიტოვებდა და გარეცხილ-გაუთოებულს ვახვედრებდი, რომ ჩაეცვა. ვფიქრობდი, ალბათ უჭირს ჩემს რძალს ორსულობის გამო სადილის კეთება, ქმრისთვის ტანსაცმლის მოწესრიგება-თქო და ჩვეულებრივ ვღებულობდი ამ ამბავს. მათ სახლში არ მივდიოდი, აქეთ ვეპატიჟებოდი და რძალიც მოდიოდა ხოლმე სადილზე, ვახშამზე. 
ბავშვი რომ გააჩინა, მალევე გავიდა სამუშაოდ და პატარა დილას ჩემთან ტოვებდნენ, მერე კი ხან ჩემს შვილს მიჰყავდა, ხან - ჩემს რძალს, რომელიც ადრე ამთავრებდა სამუშაოს. თუმცა ჩემი შვილი ისევ თავის მშობლიურ სახლში ამჯობინებდა ჭამასაც და ტანსაცმლის გამოცვლასაც. რამდენჯემე ჩემს რძალსაც შევთავაზე, თუ გინდა სახლში რამე დახმარება, ამოგივლი და დაგეხმარები-თქო, მაგრამ შევატყვე, არ ესიამოვნა და დავანებე თავი... 

რამდენიმე თვის იყო ბავშვი, როცა პირველად მომიწია მათ სახლში ასვლა. ჩემი შვილი ვერ ახერხებდა გამოვლას ბავშვის წასაყვანად, რძალსაც დააგვიანდა - მეგობრებთან ერთად იყო სადღაც წასული და მთხოვა შვილმა, ბავშვი სახლში ამეყვანა და იქ დამეძინებინა. ვერც კი აღვწერ, რა დამხვდა მაშინ იქ. ეს იყო სრული ქაოსი - მივხვდი, რომ ჩემს შვილს, ჩვენი სუფთა და მოვლილი სახლის შემდეგ, იქ გაჩერებაც კი გაუჭირდებოდა. კარადებში ტანსაცმელი შეკუჭული, ყველაფერი ძირს დაყრილი, სამზარეულოში  გასარეცხი ჭურჭელი, გაზეთილი ტაფები, ქვაბები საშინელ მდგომარეობაში... გული გამისკდა კინაღამ. მაცივარი ისეთი იყო, ვერ გაეკარებოდი, პროდუქტებიც ისეთი ელაგა, მივხვდი, ნორმალური კერძი და შინაური სადილები იქ არ კეთდებოდა...

როგორც კი ბავშვი დავაძინე, მივადექი და სანამ მოვიდოდნენ, სახლიც დავალაგე და ჭურჭელსაც მივხედე. რომ დაბრუნდნენ, არც არაფერი მითქვამს, გამოვკეტე კარი და წამოვედი. მეორე დღეს ჩემი ვაჟი რომ მოვიდა და ბავშვი მოიყვანა, რძალზე არაფერი მითქვამს, მას ვუსაყვედურე, ალბათ უჭირს, ვერ ახერხებს, იღლება და შენ მაინც დაეხმარე, დაარეცხინე ჭურჭელი, დალაგებაშიც მიეხმარე, ბავშვსაც ასეთ გარემოში რომ ამყოფებთ, როგორ შეიძლება-თქო... ხმა არ ამოუღია, მომისმინა მხოლოდ. 

მას მერე დრო გავიდა. ბავშვი ბაღში მიიყვანეს, ჩემთან აღარ ტოვებდნენ ისე ხშირად, მაგრამ ბევრჯერ მომიწია ბაღიდან გამოყვანა და შინ წაყვანა. ყველა მისვლაზე იგივე ქაოსი მხვდებოდა, ვიწყებდი ლაგებას იმ იმედით, რომ ჩემი რძალი ნახავდა შინ მისული და გაუჩნდებოდა სურვილი, დაელაგებინა... მაგრამ არაფერი შეცვლილა. ახლა უკვე ბავშვი სასკოლეა. ჩემი ვაჟი სულ უფრო მეტ დროს ატარებს ჩვენს სახლში, ლამის დაძინების დრო რომ უწევს, მაშინ მიდის ცოლთან და ვგრძნობ, გული არ მიუწევს იქით. დავრწმუნდი ამ წლების განმავლობაში, რომ უბრალოდ არ უყვარს სისუფთავე, არ უყვარს კი არა, არც აქვს მოთხოვნილება, რომ ელემენტარული წესრიგი იყოს სახლში. ვერ რძნობს, რომ სახლში რაღაც ისე არაა, თორემ შეუძლებელია, იმდენი დრო არ ჰქონდეს ახალგაზრდა, ჯანმრთელ ქალს, რომ სულ მინიმუმი მაინც ჰქონდეს მოწესრიგებული. თავადაც ამ სიბინძურეში არის და ბავშვსაც ასე აცხოვრებს. გული მიკვდება, ვერაფერს ვეუბნები. როცა შემიძლია, ავალ და ვალაგებ, მაგრამ მერე ისევ ისე მხვდება ყველაფერი. იმდენი ფულიც არ აქვთ, რომ დამლაგებელი აიყვანონ, მეც მხოლოდ მაშინ ვახერხებ ასვლას, როცა თავად მცალია და როცა არავინაა სახლში, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაგდო. არც ვეჩხუბები, არც შენიშვნებს ვაძლევ, თუმცა ალბათ სხვა ჩემ ადგილას სხვანაირად მოიქცეოდა. იქნებ გქონიათ მსგავსი მდგომარეობა, მირჩიეთ, როგორ მოვიქცე. დედამთილი ვარ და ვტყუივარ ამიტომ? როცა ვხედავ, რომ ჩემს შვილს და ჩემს შვილიშვილს აუტანელი პირობები აქვთ სახლში, სიბინძურეში ცხოვრობენ, ამას შეიძლება მარტივად შევეგუო? ერთადერთი იმასღა ვფიქრობ, ვეცადო, დიდი დრო გაატარონ ჩემთან და მხოლოდ დასაძინებლად წავიდნენ სახლში. მაგრამ ეგ არის გამოსავალი?"
ნათელა, 50 წლის.


(ფოტო ზოგადია, თემატური, ინტერნეტიდან - რედ.)

alt"გოგო მიჰყვება ცოლად ბიჭს და არა მთელ მის ოჯახობას... მარაზმია ეს კოლექტიური ცხოვრება დედამთილ-მამამთილებიანად" - სხვადასხვა თაობის ერთად ცხოვრების პლუსები და მინუსები


105805
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (53)
სოფიო
0
ლუარსაბ სახელს აშკარად ამართლებ
22:33 / 19-09-2020
ნატალია
0
აუცილებელია და ვალდებულიც არის, რომ თავისი შვილი სუფთა გარემოში იზრდებოდეს. და თუ მუშაობს მთელი დღის მანძილზე და ვერ ახერხებს მაიდამაინც მაშინ დამლაგებელი უნდა აიყვანოს. მე არ ვამართლებ ქალს!! ქალზე ბევრია დამოკიდებული.
00:43 / 11-08-2020
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები