"ერთხელ კბილის ექიმთან თავში მუშტი ჩამარტყა, რადგან ბურღვისას კბილი მტკიოდა და ვტიროდი... მამაჩემმა მასწავლა, როგორი არ უნდა იყოს მშობელი" - მკითხველის ნაამბობი
"ერთხელ კბილის ექიმთან თავში მუშტი ჩამარტყა, რადგან ბურღვისას კბილი მტკიოდა და ვტიროდი... მამაჩემმა მასწავლა, როგორი არ უნდა იყოს მშობელი" - მკითხველის ნაამბობი
სამწუხაროდ, მშობლების მხრიდან შვილებზე ძალადობის ფაქტები არც წარსულში იყო იშვიათი და არც ახლა. შვილებს სამუდამო ფიზიკურ თუ მორალურ დაღად რჩებათ ხოლმე მშობლების მხრიდან გამოვლენილი აგრესია, სიძულვილი და სისასტიკეც კი. ჩვენს ვებგვერდზე გამოწვეყნებულ სტატიას, სადაც სწორედ ასეთი ადამიანების რეალური კომენტარები იყო შეკრებილი (იხილეთ სტატია - "მეზიზღებოდა დედა, რომელიც მცემდა..." - დედების მიერ გულნატკენი შვილების საშინელი ნაამბობი), კიდევ უამრავი კომენტარი მოჰყვა ადამიანების, რომლებიც თავიანთ ამბებს ყვებიან. ესეც ერთ-ერთი მათგანია - გოგონა, რომელიც არ ამხელს ვინაობას, მამის აგრესიაზე გვიყვება:

"დღე არ გავა, მამაჩემის ქცევები
რომ არ გამახსენდეს. ჯოხითაც ვუცემივარ,
ქამრითაც... ერთხელ კბილის ექიმთან თავში მუშტი ჩამარტყა, რადგან ბურღვისას კბილი მტკიოდა და ვტიროდი... სულ დამცირების რეჟიმში ვიყავი - შენ რისი გამკეთებელი ხარ, შენ რა უნდა გამოგივიდეს, ხშირად მესმოდა... უამრავი კომპლექსი ჩამომიყალიბდა, კარგა ხანს მჯეროდა, რომ ამას ვიმსახურებდი, მერე დიდ წყენაში გადამეზარდა და დღემდე ვფიქრობ, მიყვარდა თუ არა მამა?

ისევ ჩემს თავს მე "ვუმკურნალე", მე მამაჩემმა მასწავლა, თუ როგორი არ უნდა იყოს მშობელი... ახლა ძალიან დიდი გოგო ვარ, შვილები მყავს, მე და მეუღლე ვცდილობთ, კარგი მშობლები ვიყოთ და როგორც შვილები გვეუბნებიან, გამოგვდის...

ვგმობ ყოველგვარ ძალადობას, დამცირებას, შეურაცხყოფას... შვილების გვერდში დგომა და მათ მიერ ნათქვამი ფრაზა, "ყველაზე მაგრები ხართ" შეუფასებელი ჯილდოა!!! თუმცა გული დღემდე მტკივა..."

9265
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
ნიცა
0
50 იანები იყო ბაბუაჩემი რომ გაილეშებოდა და ახსენდენოდა რა გვქონდა ნამეცადინები ან სამეცადინო.ვითომ პროფესორობდა და გვაწყვიტავდა ნერვებს ჩხუბით გინებით და ყვირილით და რტყმევით
08:34 / 28-08-2020
დათიკო48
2
50-60-ში არ ყოფილა შვილებზე ძალადობა,მამა მუშაბდა და გვზრდიდნენ დედები,რომ მოდიოდა მამიკო სამსახურიდან სულ გვეკითხებოდა მე და ჩემს დაიკოს როგორ ვიყავით,რა ნიშნებს ვღებულოდით,შემდეგ დაგვიჯდებოდა გვერდით და გვეფერებოდა,დღეს სამწუხაროდ გადაშენების გზაზე ვართ,წინ დგას ფული და არა ორი ადამიანის მიერ შექმნილი-ოჯახირი=ოჯახი და ამ ოჯახის ნაგრამი,უნდა იზრუნო შენი ნაგრამის მომავალზე,მაგრამ მაგისთანა მოქცევა შვილზე როგორ შეიძლება?არ გაქვს ადამიანური სული.
08:02 / 24-08-2020
ბაბუ!
39
ბავშვობაში, თავში წამოთაქება, სამუდამოდ დაღის დასმა არ არის.
09:19 / 31-07-2020
ოჩამჩირე
15
მხოლოდ მაგას რატომ იხსენებ, სხვებიც გაიხსენე.
09:16 / 31-07-2020
Natia-s
0
მასეა ნამდვილად, ძახლი მიაკვდა სულში ისეთ მამას, შვილს რომ ცხოვრებას გაუნადგურებს. ცოტა განსხვავებული მდგომარეობა მქონდა, მაგრამ მამაჩემმა 3 წლის ასაკში მიმატოვა და არც კი ვამოუხედავს ჩემკენ. ესეც ძალადობაა და არანაკლები. მშობელი რომ შვილს გაწირავს, ის არაფრის ღირსი არ არის, არც ამ ქვეყანაზე და მითუმეტეს იმ ქვეყანაზე.
01:39 / 31-07-2020
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები