"თვეების ბავშვი დამინევროზეთ... ცას რომ სწვდება ბავშვის ტირილი, მაშინ მაინც გამოიჩინეთ ადამიანობა" - ახალგაზრდა დედა ბავშვთა საავადმყოფოებში არსებულ ვითარებაზე
"თვეების ბავშვი დამინევროზეთ... ცას რომ სწვდება ბავშვის ტირილი, მაშინ მაინც გამოიჩინეთ ადამიანობა" - ახალგაზრდა დედა ბავშვთა საავადმყოფოებში არსებულ ვითარებაზე
სოციალურ ქსელში დედები ბევრ საჭირბოროტო საკითხზე მსჯელობენ. ახალგაზრდა დედა, ლანა თხელიძე ბავშვთა საავადმყოფოებში არსებულ პრობლემაზე წერს:
"მაინტერესებს ანალოგიური სიტუაცია გაქვთ თუ არა, როდესაც რიგი მიზეზების გამო ხვდებით საავადმყოფოში. 3-4 დღის გატარება მომიწია ბავშვთან ერთად ერთ-ერთ კლინიკაში. აღნიშნული პოსტი ეხება სამედიცინო პერსონალს და მშობლებს. ჯერ მინდა მივმართო ექიმებს:
1. ურიგო არ იქნება, თუ პაციენტის პალატაში შესვლის წინ დააკაკუნებთ. (ჩვენ ასე ვიქცევით, როცა თქვენს კაბინეტში შემოვდივართ.. თუ დაკაკუნება არ გინდათ, მინიმუმ, ისე არ უნდა შეხვიდეთ ოთახში, თითქოს პაციენტს შტურმით იღებდეთ. თვეების ბავშვი დ
ამინევროზეთ კარების ამ არაადეკვატური შენგრევებით. დიახ, პატარა ბავშვებს ძინავთ იქ, სადაც კარების ჩამოღებით შედი-გამოდიხართ.
2. ვენაში კათეტერს თუ ვერ დგამთ, არაა სირცხვილი (არადა სირცხვილია.. შეგიძლიათ მას დაუძახოთ, ვინც ამას იხერხებს და ეს 7282839 წარუმატებელი ცდის მერე არ უნდა გააკეთოთ. ცას რომ სწვდება ბავშვის ტირილი, მაშინ მაინც გამოიჩინეთ ადამიანობა.
3. კონსილიუმი, როგორც წესი, დერეფნებში არ იმართება ღამის საათებში და ბოლო ხმაზე. შეხვდით კოლეგებს დერეფანში?! მიესალმეთ და გაიარეთ, რა საჭიროა პაციენტის კარებთან ჩამოდგომა და ამა ქვეყნის ამბების იქ განხილვა.
4. ეს ყველაფერი ეხებათ ასევე ექთნებს, დამლაგებლებს.
რაც შეეხებათ მშობლებს:
1. როცა დაღამდა და თქვენი ბავშვი შედარებით დიდია და ძილი არ უნდა, ან პატარაა და მაინც არ უნდა ძილი, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ
არც სხვის ბავშვებს ეძინებათ და ინდა იხტუნოთ, იმღეროთ და ირბინოთ დერეფნებში.
2. ტელეფონზე გაუთავებელი ლაპარაკი უბრალოდ ჭორაობის მიზნით და არა ბავშვის ჯანმრთელობაზე. იმხელა ხმაზე გაჰყვირით, რომ საერთოდ არაა დარეკვა საჭირო, დამიჯერეთ თქვენი წიოკის ხმა 9 მთას გადასცდება და ადრესატი მაინც გაიგებს. ტყუილად ნუ ხარჯავთ სალაპარაკოს.
ამ ყველაფერს იმიტომ ვწერ, რომ ეს ყველაფერი ხდება ღამის საათებში. აქვე ვიტყვი, რომ აქ იმ მშობლებზე არ მაქვს საუბარი, რომლის შვილებიც მართლა ძალიან ცუდად არიან და მათი პალატაში მშვიდად მოთავსება მათ ძალებს აღემატება. არ ვასახელებ კონკრეტულ სახელებს იმიტომ, რომ ანალოგიური მდგომარება დამხვდა ყველგან, რაც ნიშნავს რომ პრობლემა საზოგადოებაშია და არა მაინცდამაინც ერთ კონკრეტულ დაწესებულებაში. თუ ერთმანეთის მიმართ მეტ ურთიერთპატივისცემასა და კულტურას გამოვიჩენთ, ურიგო არ იქნება" - წერს ლანა თხელიძე.
11000
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
შალვა
0
ერთი-ერთში ჩემი ისტორიაცაა. დაკაკუნებას და კარების მიჯახუნებას ვერ გადავაჩვიე, ვერც დავამუნჯე. სხვა ბავშვებს რომ დაძინებოდათ კი 3-4 საათიანი სეირნობა მქონდა ყოველ ღამე. ბავშვს 9 წლის მერეც აჟრიალებს თეთრი ხალათის დანახვისას არადა მაშინ 2 წლისაც არ იყო. განევროზებული აუტიზმზეც კი შეგვამოწმებინეს (იქ მშვენიერი გარემო დაგვხდა)
16:09 / 16-09-2020
მარიამი
0
გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შეცდომით დიდი დოზით დაგვინიშნეს ანტიბიოტიკი, რამაც ალერგია მოგვცა და ალერგიის გამო 3 რამე გავათენეთ (პირდაპირი მნიშვნელობით) კლინიკაში, სადაც 5 სხვა ბავშვთან ერთად ვიყავით მოთავსებული (ცხადია ამ ბავშვების თავზემდომებითურთ), სულ 12 ადამიანი. ამათგან ყველაზე პატარა 2 თვის იყო, ყველაზე დიდი 16 წლის. ჩემს პატარას ცალკე ოთახში და სიჩუმეში ეძინა ხოლმე დაბადებიდან, მკრთალი ნათებით. აქ კი, გაჩახჩახებული იყო მთელი პალატა, ჩვილი ტიროდა გამუდმებით, რის გამოც ჩემი პატარა ვერ იძინებდა, ახალჩაძინებული ჩვილის ტირილზე ისტერიულად წამოხტებოდა და ესეც ატირდებოდა ხოლმე. გამყავდა პალატიდან და მთელი ღამე დერეფანში დავდიოდი, რომ დანარჩენებისთვის მაინც მიგვეცა ძილის საშუალება. როგორი ნერვიული ბავშვიაო, ატარაქსი მიმაცემნინეს, რომელმაც არ უშველა. არც მანამდე და არც მერე ჩემი პატარასთვის ღამე არ მითენებია, რადგან ძალიან მშვიდი და ღრმა ძილი ქონმდა სულ ჩვილობიდან. აქ კი ნერვიულის და აღგზნებულის დიაგნოზით ატარაქსს გვასმევდნენ. ბოლოს მოვეგე გონს და "უნებართვოდ" წამოვიყვანე სახლში, რადგან პროტოკოლით გათვალისწინებული 5 დღე თუ არ შესრულდა ისე არ გწერენ საავადმყოფოდან უკეთაც რომ იყო. წამოვიყვანე და იმავე საღამოს მშვიდად დიაძინა ბავშვმა. ალერგიასაც უფრო ადვილად მოვერიეთ სიმშვიდეში და "აღგზნებულობასაც". ახლაც მზარავს იმის გახსენება. ღმერთმა სერიოზული არაფერი დაგვამრთოს, რომ ისევ იქ მოვხვდეთ!
11:56 / 11-09-2020
მსგავსი სიახლეები