"ყველაზე მეტად რასაც ვნანობ ცხოვრებაში, ეს არის გადაწყვეტილება, რომ დედამთილს დედა დავუძახე" - მკითხველის გამოხმაურება
"ყველაზე მეტად რასაც ვნანობ ცხოვრებაში, ეს არის გადაწყვეტილება, რომ დედამთილს დედა დავუძახე" - მკითხველის გამოხმაურება
ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც ჩვენი მკითხველების ერთგვარი გამოკითხვის შედეგი იყო და ეხებოდა თემას, უნდა დავუძახოთ თუ არა დედამთილს დედა (იხილეთ სტატია: "თუ თავიდან ვერ დაუძახებ დედას, მერე გაგიჭირდება!" - უნდა დაუძახოთ თუ არა "დედა" დედამთილს), საკმაო გამოხმაურება მოჰყვა და რამდენიმე მკითხველმა საინტერესო კომენტარებიც გააკეთა სტატიის ბოლოში. გთავაზობთ ერთ-ერთი მკითხველის გამოხმაურებას:

"ყველაზე მეტად რასაც ვნანობ ცხოვრებაში, ეს არის გადაწყვეტილება, რომ დედამთილს დედა დავუძახე, დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, ამ შეცდომას არ დავუშვებდი. დედის დაძახებით მას ის ურთიერთობა შევთავაზე, როგორიც წარმომედგინა, რომ
მექნებოდა. იმაზე ახლო და თბილ ურთიერთობას მოველოდი, ვიდრე ჩვეულებრივ რძალ-დედამთილს აქვთ ხოლმე. მაგრამ ცხოვრებამ დამიმტკიცა, რომ დედა, ეს ტკბილი სახელი, მხოლოდ მას უნდა დაუძახო ვინც იმსახურებს,ვ ინც იმედებს არ გაგიცრუებს. პირადად მე არ გამიმართლა, არ შემხვდა ისეთი დედამთილი, რომელიც ჩემს სითბოს და სიყვარულს დაიმსახურებდა, ნაცვლად ამისა, ზურგს უკან მოჭორავე და პირში და სოციალურ ქსელებში პირფერი ადამიანი აღმოჩნდა, ყველასთან რომ თამაშობდა, ვითომ ძალიან ვუყვარდი და მაფასებდა, მაგრამ სიანამდვილეში ღვარძლით სავსე აღმოჩნდა. ამან დიდი იმედ გაცრუება გადამატანინა. მართლა გულწრფელად მსიამოვნებს, როცა კარგი დედამთილების შესახებ ვიგებ, დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი დაქალივით კარგ დედამთილთან, თუმცა აფერისტ და ფარისეველ ადამიანს შევხვდი და ღმერთმა იმის შესაძლებლობაც მომცა, რომ ვამხილე თვალთმაქცობაში, რამდენჯერმე მივეცი
გამოსწორების შანსი, ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყების შანსი, მაგრამ მწარედ შევცდი... ბოლოს კი, რადგან ყველამ გაიგო რა ფარისეველიც იყო და ჰოლივუდის "ოსკარს" ნამდვილად იმსახურებდა, გავთავისუფლდი ამ ტვირთისგან, რომ ყველაზე ტკბილი სახელი დედა მხოლოდ დედას ეკუთვნის... ოღონდ ყველა დედაც არ ყოფილა დედობის ღირსი. დედად რომ იწოდებოდეს, ზოგი მაგის ღირსიც არ არის, ამაშიც დამარწმუნა ჩემ მიერ განვლილმა ცხოვრებამ.
ანასტასია".
312
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ანასტასიას
0
ყველა დედამთილის ჭირი გეცეს შენ და შენს გვარს! მის გაზრდილ შვილს რომ (იქნებ ძალადაც შეეტენე) გაყევი ცოლად, დედამისი გძულს, ახლა იმ ქალს ვკითხოთ, იქნებ როგორ ატკინე გული, იქნებ ჯერ მან მოისმინა შენი "ჭორაობა"დედამთილებზე? იქნებ შენზე მეტად ის ნანობს, რომ ოჯახში მიგიღო რძლად?იქნებ წინასწარ იგორავე შენს ქმართან? შენ რომ კარგი დედის აღზრდილი იყო ასე არ დაწერდი."შანსი" მივეციო, ვაი შენს პატრონს, ვინ გდიხარ ასეთი? და ბოლოს, შენი ქმრის ბრალია ასე რომ წერ მის დედაზე, თუმცა "კაცსა ჯაბანსა ცოლი ფლობსო". რა აჭამე რომ ასე თავზე დაგისვა?
14:23 / 17-11-2020
მსგავსი სიახლეები