ბებიამ შვილიშვილებს გამოცდა მოუწყო, რათა დარწმუნებულიყო, რომ ისინი ყურადღებას მხოლოდ მისი ქონების გამო არ იჩენდნენ
ბებიამ შვილიშვილებს გამოცდა მოუწყო, რათა დარწმუნებულიყო, რომ ისინი ყურადღებას მხოლოდ მისი ქონების გამო არ იჩენდნენ
მოხუცები ბრძენები არიან თუნდაც იმიტომ, რომ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ. მაგრამ, ასაკის მატებასთან ერთად, შესაძლოა უნდობლობაც გაიზარდოს ადამიანების გულწრფელობის მიმართ. სულ უფრო რთულია ენდო ადამიანებს და მათი კეთილი განზრახვის დაიჯერო. ხანდახან ყველაზე დიდი საშიშროება ახლო ნათესავებისგან შეიძლება მოდიოდეს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბევრი ცუდი მაგალითი არსებობს ყოველდღიურობაში, როდესაც ნათესავებმა ან ოჯახის წევრებმა მოხუცის მოვლაზე აიღეს პასუხისმგებლობა, მისი ქონება გადაიფორმეს და ბოლოს კი ქუჩაში დატოვეს. ბევრ მოხუცს ეშინია ამის და სწორედ ერთ შემთხვევაზე წერენ ინტერნეტსივრცეში, თუ როგორ გამოსცადა ბებიამ შვილიშვილი.

mshoblebi

ანა ერთადერთი ადამიანი
იყო, ვინც ბებოს რეგულარულად სტუმრობდა. ისე გამოვიდა, რომ მისი მშობლები მუდმივად გადატვირთულები იყვნენ და ბავშვს ანასტასია ბებოსთან ტოვებდნენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სადღაც მიდიოდნენ.
ანას უფროსი ძმა უფრო პრივილეგირებული იყო ოჯახში, თუმცა გოგონა ამას დიდ ყურადღებას არ აქცევდა და პატარაობიდანვე დამოუკიდებლად წარმართავდა საკუთარ ცხოვრებას. გადაწყვიტა, ისე ეცხოვრა, რომ ნათესავების გავლენა არ ეგრძნო. თავად აირჩია სასურველი პროფესია, ცხოვრობდა საერთო საცხოვრებელში, შემდეგ სამსახური იშოვა და ოთახიც იქირავა. მისი ცხოვრება ნამდვილად არ ყოფილა მარტივი, მაგრამმოახერხა და არავისთვის უთხოვია დახმარება. ზოგჯერ მშობლებსაც სტუმრობდა, ძმასთან ურთიერთობა კარგად არ გამოსდიოდა, ხოლო ერთადერთი ადამიანი, ვინც მისთვის ყველაზე ახლობელი აღმოჩნდა, ბებია იყო. ცდილობდა, რომ ყოველი შაბათ-კვირა ბებიასთან ერთად გაეტარებინა. ხანდახან სამსახურის მერეც კი მიდიოდა
მასთან.

...იმ დღეს ანასტასია ბებო იმაზე უფრო მეტად გაღიზიანებული იყო, ვიდრე ჩვეულებრივ. გოგონა მიჩვეული იყო, რომ მოხუცს არც ისე მარტივი ხასიათი ჰქონდა. ბებიამ გამარჯობაც კი არ უთხრა და წუწუნებდა, რომ კოტლეტები გააკეთა. შემდეგ კი დაინტერესდა, თუ რატომ სტუმრობდა ანა მას ასე ხშირად. აინტერესებდა, გოგონამ მის ბინას თვალი ხომ არ დაადგა. "ბებო, რას ამბობს, რა ბინა? ეგ რამ გაფიქრებინა?" - გაუკვირდა ანას. ბებია უნდობლად აკვირდებოდა, როგორ ასუფთავებდა სახლს მისი შვილიშვილი. ანა კი გაოცებული იყო, როგორ ჰკითხა ბებომ ეს, თუმცა იმასაც ხედავდა, რომ მოხუცი დაბნეული იყო. არაფერი შეიმჩნია, შევიდა სამზარეულოში, რომ კოტლეტები გაზქურაზე დაედგა. "ბებო, ჩაის დალევ? შენი საყვარელი შოკოლადის კარაქიც მოვიტანე!" - გასძახა მან.

უანგარობის ტესტი

ანასტასია სამზარეულოში შევარდა და გოგონას უთხრა: "იცი, რომ ეს ბინა შენს ძმას გადავუფორმე? მაინც გააგრძელებ ახლა ჩემზე ზრუნვას? ჩემგან ვერაფერსაც ვერ მიიღებ!"
ანამ ჩაიდანი გადმოდგა და მოხუცს უთხრა: "ძალიან კარგი! რაში მჭირდება შენი ბინა? მე შენ მჭირდები, ბებია. ბავშვობაში შენ ზრუნავდი ჩემზე, ახლა ჩემი ჯერია. ბინას კი რაც გინდა, ის უქენი". შემდეგ კი პურზე შოკოლადის კარაქი წაუსვა.
"ეს სიმართლეა! შენ ისეთი ქმარი მოძებნე, რომელიც საცხოვრებელი ფართით იქნება უზრუნველყოფილი! შენმა ძმამ ცოლი სად უნდა მიიყვანოს?" - აგრძელებდა მოხუცი.
"ბებია, გეყოფა. მე აქ ბინის გამო კი არა, შენ გამო მოვდივარ. ეს უკვე არასასიამოვნოა! უმჯობესია, ჩაი დავლიოთ! მომიყევი, რა ხდება შენს საყვარელ სერიალში. სხვათა შორის, აცივდა. ხვალ, სამსახურის შემდეგ თბილ პლედს მოგიტან."
mshoblebi
მათ იმ დღეს ბინაზე აღარ უსაუბრიათ. რამდენიმე დღეში კი ანას ძმამ დაურეკა, ძალიან გაბრაზებული იყო იმაზე, რომ ბებიამ ანაზე გადააფორმა ბინა და ამას არ აპატიებდა. როგორც კი საუბარი დაასრულეს, ანას ახლა უკვე დედამ დაურეკა და ჰკითხა, მართალი იყო თუ არა ის ფაქტი, რომ ბებიამ ბინა გოგონას გადაუფორმა? ანამ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

"ბებია! - სერიოზულად მიმართა მეორე დღეს ბებიას, - რა ხდება შენს ბინასთან დაკავშირებით? ნაცნობი იურისტი მყავს და თუ გინდა, ყველაფერში დაგეხმარება. გუშინ ჩემმა ძმამ დამირეკა და მითხრა, რომ ბინა ჩემს სახელზე გადმოაფორმე. დედამაც იგივე გაიმეორა და არაფრის თქმა გინდა?"

ტესტი ბებიისგან
mshoblebi

აღმოჩნდა, რომ ანასტასია ბებოს მეზობლისგან ბევრი ისტორია მოუსმენია, რომ მოხუცებზე ოჯახის წევრები ან ნათესავები მხოლოდ იმ საბაბით ზრუნავდნენ, შემდეგ მათი ქონება დარჩენოდათ. ანასტასიამ კი ერთგვარი ტესტი მოუწყო მათ. ორივე შვილიშვილს მოატყუა, რომ სახლი მეორეს გადაუფორმა. უკვე ვიცით, როგორი რეაქცია ჰქონდა ანას ამ ამბავზე, თუმცა უფროსი შვილიშვილი სხვაგვარად მოიქცა. ბიჭმა ბებიას შეურაცხყოფა მიაყენა, ძალიან გაბრაზდა და უთხრა, რომ მეტის მოსმენა აღარ სურდა. ანამ კი ბებიასთან გადასვლაზე უარი თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ის ახლა მისი ბინა იყო. "იქნებ ცოტა მოგვიანებით გადმოვიდე, არ მინდა შენ რამის შეგრცხვეს და შეიზღუდო", - უთხრა ბებიას. ისიც კმაყოფილი იყო, ხოლო გოგონა კვლავ ძველებურად აგრძელებდა მასთან სტუმრობასა და ზრუნვას.
667
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები