ეს ერთი დედის პოსტია, რომელსაც დედების ჯგუფში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პოსტი იმაზეა, რაზეც დედები ხშირად ფიქრობენ, საუბრობენ - როგორ უნდა მოახდინონ რეალიზება იმის გარდა, რასაც ოჯახისთვის, შვილებისთვის აკეთებენ, არის თუ არა საჭირო და აუცილებელი სხვა სახის აქტივობები, სხვა ასპარეზი... ალბათ, მაინც ინდივიდუალურია ყველაფერი და ყველა ადამიანი თავად წყვეტს პრიორიტეტებს და თავად აკეთებს არჩევანს. ხოლო ვისაც ჯერ არ ჩამოუყალიბებია ეს პრიორიტეტები და კვლავაც ფიქრობს ამ თემებზე, ზოგიერთვისთვის ამგვარი პოზიცია და შეხედულება ალბათ ბიძგიც არის:
"მაკვირვებს დედების კატეგორია, ვინც ფიქრობს, რომ მთელი თავისი ცხოვრება მხოლოდ შვილებს უნდა შეალიოს, არ იმუშაოს, იჯდეს სახლში და ქმარ-შვილის მოვლა-პატრონობის მეტი არაფერი უნდა აკეთოს...
მეც მყავს შვილი, სიცოცხლეზე და ყველა ღირებულზე და შეუფასებელზე ძვირფასია ჩემთვის, მაგრამ მე არ ვარ "კოლბა" და ჭურჭელი, რომელშიც ბავშვი ჩაისახება, გაიზრდება და მერე ასე, ტრადიციულად ჩემი "კოლბა" შვილი გააგრძელებს შობადობას და სხვა დანარჩენ ღირებულებებზე უარის თქმას ჩემს მაგალითზე...
მაშინ არც ერთმა ქალმა ჩვენს ქალიშვილებს არ მივცეთ უფრო მეტი, ვიდრე საბაზო განათლებაა, რად უნდა, თუ წლების მერე მაინც შვილები უნდა ზარდოს სახლში მჯდარმა.
მე მაქვს სამსახური და დიახ, ძაალიან ძნელია გყავდეს ქმარ-შვილი და გქონდეს კარიერა, მაგრამ მე ვისწავლე ძალიან ბევრი, მივიღე უმაღლესი განათლება ზუსტად იმისთვის, რომ ვიმუშაო, მქონდეს ჩემი შემოსავალი და ვიყო ფინანსურად დამოუკიდებელი, თუნდაც ნაწილობრივ. ძალიან ძნელია, შენი ქმარი იყოს ყოველთვის ფორმაში, შენი შვილი ყოველთვის (თუნდაც გამორჩეულად) მოვლილი და მოწესრიგებული, ერუდირებული და ბევრ იმ დედაზე უკეთეს გარემო პირობებს ვუქმნი ჩემს შვილს, ვიდრე ის დედები, გმირულად რომ სახლში სხედან და ისე აკეთებენ ამ ყველაფერს...
რის ფასად? დიახ, ღამე საწოლიდან აპარვის და სახლის საქმეებისთვის ღამის თენების ფასად, სამსახურიდან რამდენიმე საათით გამოპარვის ფასად ან დაღლილზე სამსახურში დაუბანელი თავით წასვლის ფასად, დაღლილზე ტირილის ფასად, მაგრამ სამაგიეროდ მე ვარ დამოუკიდებელი, სახლიდან გასული, მაქვს ჩემი სოციალური სტატუსი საზოგადოების და ოჯახის თვალში და არ ვარ "კოლბა"...
P.S შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, უბრალოდ ძალიან ნაწყენ-გაბრაზებულზე დაწერილი პოსტია..."