"ინფიცირებულ მეუღლესთან ერთ ოთახში მეძინა, მეგონა, ვერ გადავურჩებოდი ვირუსს, მაგრამ მეც და ბავშვებიც თავს ჯანმრთელად ვგრძნობთ... ყველას დაწყებული გვქონდა ომეგას და D3 ვიტამინის მიღება"
"ინფიცირებულ მეუღლესთან ერთ ოთახში მეძინა, მეგონა, ვერ გადავურჩებოდი ვირუსს, მაგრამ მეც და ბავშვებიც თავს ჯანმრთელად ვგრძნობთ... ყველას დაწყებული გვქონდა ომეგას და D3 ვიტამინის მიღება"
დღეს ათასობით კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი სახლში, ოჯახის წევრებთან ერთ ჭერქვეშ მკურნალობს. რა თქმა უნდა, ეს ოჯახის წევრებზე დაავადების გადადების საფრთხეს ქმნის, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სავსებით რეალურია, რომ ადამიანმა ისე მოიხადოს კორონა სახლში, რომ არავის გადასდოს. ამის შესახებ ფეისბუქმომხმარებელი დალიკო ჯიქურაძე კოვიდდადებითთა სოციალურ ჯგუფში წერს:
"მინდა ჩემი გამოცდილებაც გაგიზიაროთ, რადგან ვფიქრობ, რომ ბევრისთვის იმედის მომცემი იქნება.
მეუღლე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაინფიცირდა (მასთან ერთად მომუშავე 25 ადამიანიც) და სახლში გამომიგზავნეს 38 გრადუსი სიცხით. არავის უფიქრია ოჯახის წევრების მდგომარეობაზე. მომენტალურად ავტეხე საახლობლოში განგაში, რომ
არავინ გაგვკარებოდა 2 კვირიანი იზოლაციის პერიოდში. ბუნებრივია, არ მინდოდა ვინმეს ჩვენგან რაიმე საფრთხე შექმნოდა. არავინ დაინტერესებულა არც ჩემი და არც ბავშვების მდგომარეობით, ტესტირებაზე საუბარიც ზედმეტია, ვიცავდით თუ არა თვითიზოლაციის წესებს, იყო თუ არა ბინაზე სათანადო პირობები და ა.შ. ვიცი, მარტო ჩვენ არ ვართ ბედის ანაბარად და ვერც ვერავის გაგაკვირვებთ ამ რეალობით. ისიც კარგად მესმის, რომ ურთულეს მდგომარეობაშია დღეს არა მარტო ჩვენი ქვეყანა, არამედ მსოფლიო... გავაცნობიერე, რომ მარტო ვიდექით ამ გამოწვევის წინაშე, არც პანიკის და არც დეპრესიის დრო არ მქონდა, რადგან მეუღლე უნდა გამომეჯანმრთელებინა და ორი შვილი დამეცვა ინფიცირებისგან. პირველივე ღამეს 39-ზე აუვიდა ტემპერატურა, ვერც ნუროფენით და ვერც პარაცეტამონით ვერ დავუწიე ტემპერატურა, სანამ ანალგინის და დიმედროლის
ნემსი არ გავუკეთე. (რის ფასად მოვიპოვეთ ამპულები ღამის 1 საათზე, რადგან უკვე კომენდანტის საათი დაწყებული იყო, ეგ კიდევ სხვა თემაა). დაზღვევის სასწრაფომ, კოვიდ პაციენტებთან არ მივდივართო. 112-ში რაც ხდება, ყველას მოგეხსენებათ. ერთი სიტყვით, საკმაოდ დიდხნიანი კონტაქტი მომიწია მეუღლესთან. ბუნებრივია პირბადით, მაგრამ მეგონა, მაინც ვერ გადავურჩებოდი ვირუსს. ერთადერთი, ბავშვები თავიდანვე იზოლირებულად მოვათავსე ცალ-ცალკე ოთახში და რაც კი შემეძლო, სველი წერტილებიდან მოყოლებული,ზედაპირებით და სახელურებით დამთავრებული, ყველაფერს დღეში 2-3 -ჯერ დეზინფექციას ვუტარებდი. ხშირად ვანიავებდი ოთახებს და ა.შ. რადგან ბინაში ჩემთვის ცალკე ოთახი აღარ მოიძებნებოდა, ვერც ბავშვებს გავეკარე, რადგან შეხება მქონდა მეუღლესთან და მომიწია იმავე ოთახში, 1 მეტრის დისტანციით დაძინება... ყოველ დილით ვიღვიძებდი და ვფიქრობდი, მგონი, დღესაც გადავრჩი-მეთქი, მიკვირდა, თავს რომ ჯანმრთელად ვგრძნობდი.
მოკლედ, ამ ცუდი სცენარის მოლოდინში, აგერ უკვე მე-10 დღე დაღამდა, მეუღლეც გამოჯანმრთელდა. ტემპერატურა მეოთხე დღიდან აღარ აქვს, ყნოსვა და გემო ოდნავ დაუქვეითდა, 2 დღის განმავლობაში და მეშვიდე დღიდან დაუბრუნდა. ხველა, ყელის ტკივილი და სხვა დამახასიათებელი სიმპტომები არ ქონდა... მოკლედ, მეც და ბავშვებიც თავს ჯანმრთელად ვგრძნობთ, არანაირი კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არ გვაქვს. ორ დღეში ჩვენი კარანტინის ვადაც იწურება. არ ვიცი, რა იმუნიტეტმა გაუძლო ერთ ჭერქვეშ მყოფებს, რომ არ გადაგვედო. ოჯახში ყველას დაწყებული გვქონდა ომეგას და D3 ვიტამინის მიღება 1 თვით ადრე. დილას ვიწყებთ თაფლიანი და ლიმონიანი წყლით, ზოგადად, წყალს ისედაც დღიურ ნორმას ვიღებდით და ამ დღეებში განსაკუთრებით მივეძალეთ ლიმონით და ფორთოხლით. ბევრი ხილი მივირთვით და ცხელ-ცხელი სითხეები ნაკლები შაქრით. ფაქტია, ეს ყველაფერი დაგვეხმარა იმუნიტეტის გაძლიერებაში. კეთილსინდისიერად გავიარეთ ეს კარანტინი, ჩემი მშობლების, მეგობრების და მეზობლების წყალობით, გარეთ გასასვლელი მიზეზიც არ მოგვცემია, ყველა საჭირო პროდუქტი მონაცვლეობით კართან მოჰქონდათ... მადლობა უფალს რომ ასე მშვიდად გადაგვატანინა "კოვიდთან ბრძოლა", იმედია ბოლო 2 დღეში არ გამოგვივლინდება რაიმე სიმპტომი. მინდა, ვინც ამ ვირუსს ებრძვით, მსუბუქი ფორმებით გადატანა, მალე გამოჯანმრთელება და რაც ყველაზე მთავარია, სულიერი სიმშვიდე გისურვოთ".
2973
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები