რასაკვირველია, პირველად რომ გავიგე, დიდი სკანდალი გვქონდა, სახლიდანაც წავედი ბავშვით და მთელი ორი კვირა დედაჩემთან გავატარე. მაგრამ იქ ვიყავი კარგად-თქო, ამასაც
მერე დედამთილ-მამამთილი მოვიდნენ, ბოდიშები მიხადეს და მეხვეწნენ, ამ ერთხელ აპატიეო. ადრე ყველა ქალი ასე ცხოვრობდა და ყველა კაცს ოფიციალურად ჰყავდა საყვარელი, მაგრამ ოჯახები კი არ ინგრეოდაო. კაცია და უნდა გაიარ-გამოიაროსო... ნუ და ა.შ. რაც თქვენც გაგიგონიათ.
ბევრი ფიქრის მერე დავბრუნდი. ქმარიც მელაპარაკა, იგონებ და გეჩვენებაო, არასდროს არ მიღალატიაო, მეგობარია და ვეხმარებიო.
მოკლედ, ცოტა ხანს არაფერი და მერე ისევ ვიპოვე "კვალი". თანდათან დავიწყე მოთმენა, გადაყლაპვა, ჩუმად გამოტირება ღალატის. რა თქმა უნდა, უკვე აღარც მიყვარდა და ერთად ცხოვრება
თუმცა წერილი უფრო იმიტომ დავწერე, რომ კოვიდმა ვითარება საკმაოდ შეცვალა. ჯერ კიდევ შარშანდელი ჩაკეტვის დროს მოგვიწია გადაბმით ერთად ცხოვრება. ჩემი ქმრის საყვარელს კოვიდი დაემართა და მას მერე იმისკენ აღარც გაუხედავს, ისე შეეშინდა.
მთელი კარანტინის დღეები ერთად გავატარეთ, სახლში იყო სულ და სხვა თვალით დაუწყო ოჯახურ გარემოს ყურება. დილიდან უყურებდა ჩემს შრომას, ბავშვებისადმი დამოკიდებულებას, მერე ცოტა ხანს შვილები ბებიასთან გავუშვით და ორი კვირა სულ მარტო ვიყავით. ასე მეგონა, თაფლობისთვე გვქონდა, სრულიად შეიცვალა ჩვენი ურთიერთობაც, დამოკიდებულებაც, რაღაც სხვა ეტაპზე გადავედით და მივხვდი, რომ მას სულ სხვა განცდები გაუჩნდა თუ დაუბრუნდა, არ ვიცი.
რომ დამთავრდა კარანტინი, მეგონა, ისევ დაიწყებოდა ჩემი ტანჯვა, მაგრამ ისევ ჩვეულად დროულად ბრუნდებოდა სახლში და ისევ ისეთი იყო, თბილი და ყურადღებიანი. მერე ძმაკაცთან ისიც თქვა ხუმრობით, ვერავის ვეღარ ვეკარები, კოვიდის აკიდების მეშინიაო.
მოკლედ, ამ ამბების მერე ჩვენი ოჯახი თითქოს შეიკრა, განახლდა და ახლებურად დაიწყო ცხოვრება. აღარ ვნანობ, რომ მასთან დავრჩი და ოჯახი არ დავანგრიე.
მინდოდა ეს სხვებისთვისაც გამეზიარებინა და თან გამეგო, კიდევ ხომ არ არის ვინმე ჩემსავით...
შორენა, 40 წლის
"წლებია, ქმრისა და მისი საყვარლის მიმოწერას ვკითხულობ..."