გამოცდილებამკითხველების ამბები
"საშინელი სუნი იყო, ზღურბლსაც ვერ გადავაბიჯე..." - როგორ დაადგა თავზე დედამთილი შვილს და რძალს
"საშინელი სუნი იყო, ზღურბლსაც ვერ გადავაბიჯე..." - როგორ დაადგა თავზე დედამთილი შვილს და რძალს
ახალგაზრდები, რომლებსაც სიყვარული შეიპყრობთ, თავიდან საერთოდ არ ფიქრობენ, როგორი იქნება ერთობლივი თანაცხოვრება. ქორწინების შემდეგ კი აღმოაჩენენ, რომ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება არც ისე მარტივია. არ არის გასაკვირი, როდესაც მშობლები შვილებს ურჩევენ, რომ დამოუკიდებლად დადგნენ ფეხზე, შეიძინონ საცხოვრებელი და მერე გადაწყვიტონ ერთად ცხოვრება. მსგავსი რამ დაემართა ამ ისტორიის მოხუც ქალს, რომელიც არასასიამოვნო ოჯახური პრობლემის გამომწვევი გახდა, თუმცა უნებურად მისმა ხასიათმა სიტუაციიდან გამოსვლასაც შეუწყო ხელი. ქალბატონი ნათელა გვიამბობს თავის ამბავს:

"მე და ჩემი მეუღლე მთელი ცხოვრება ოროთახიან ბინაში ვცხოვრობდით. იქ გაიზარდა ჩვენი ვაჟიც.
ბიჭი ძალიან ჭკვიანი, თუმცა წარმოუდგენლად ზარმაცი იყო. ნაწილობრივ, ამაში მეც დამნაშავე ვარ, რადგან ყველაფერს მე ვუკეთებდი. მინდოდა, მას ბავშვობა ზედმეტი საზრუნავისა და პრობლემების გარეშე გაეტარებინა. გაიზარდა, მიიღო განათლება და საკუთარი თავი IT-სფეროში იპოვნა. თუმცა, 6 თვის შემდეგ ჩემი ქმარი მძიმე დაავადებას ემსხვერპლა. დაავადებამ ბრძოლის არც ერთი შანსი არ დაგვიტოვა. ასე დავრჩი ჩემს შვილთან ერთად მარტო.
კომპანიაში მან ერთი გოგონა გაიცნო, ანი. როგორც ჩემმა შვილმა მითხრა, ის იქ HR-ის პოზიციაზე მუშაობდა. დაიწყეს ურთიერთობა და ორი თვის შემდეგ ცოლობაც სთხოვა. უნდა გამოგიტყდეთ, წინააღმდეგი ვიყავი. ვუთხარი ჩემს შვილს, რომ ჯერ მყარად დამდგარიყო ფეხზე და მერე ეფიქრა მომავალზე. თუმცა, დაქორწინება გადაწყვიტა. რას გავაწყობდი? ერთადერთი შვილი ცოლს ირთავდა. რა თქმა
უნდა, დავეხმარე ქორწილის ორგანიზებასა და ტანსაცმლის შერჩევაში. მე და ჩემს მეუღლეს დიდი ხნის წინ გვქონდა მისთვის ძვირფასეულობა შემონახული, მაგრამ ბინის საკითხი გადაუწყვეტელი იყო.

ანი მრავალშვილიან ოჯახში, ერთოთახიან ბინაში გაიზარდა. ჩვენ შვილთან ერთად ვცხოვრობდით. გარდა ამისა, ერთოთახიანი ბინა, მეორე ქალაქის ბოლოს, გაქირავებული მქონდა. ეს ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის ფულის შენახვის შესაძლებლობა იყო. მაგრამ, ახლა არჩევანი უნდა გამეკეთებინა, ჩემი შვილი და რძალი თავისუფლად უნდა დამეტოვებინა ამ სახლში ან ერთოთახიან ბინაში გამეშვა. მეორე ვარიანტი გადავწყვიტე. მარტო დაიწყეს ცხოვრება, თუმცა გავაფრთხილე, რომ წესრიგი დაეცვათ. მიუხედავად იმისა, რომ ბინა პატარაა, მყუდრო და კარგად გარემონტებულია. მე და ჩემმა მეუღლემ ყველაფრი ერთად, დიდი სიყვარულით გავაკეთეთ.

ხშირად ვურეკავდით ერთმანეთს და სტუმრადაც მოდიოდნენ ხოლმე. სულ ჰქონდათ მიზეზი, რომ მე არ მივსულიყავი მათთან. არ მინდოდა ურთიერთობის გაფუჭება, ამიტომ არ დამიძალებია. ნელ-ნელა სატელეფონო ზარები შემცირა. ვცადე, პენსიით მეცხოვრა. ერთხელ გადავწყვიტე, რომ გაუფრთხილებლად მივსულიყავი მათთან. ნებისმიერ შემთხვევაში, ის ხომ ჩემი ბინა იყო და მინდოდა, მცოდნოდა, რა ხდებოდა სინამდვილეში. კარი ანიმ გამიღო, ისე გამოიყურებოდა, თითქოს იმ წუთში გაიღვიძა. როცა დამინახა, ვერაფერი მითხრა.
სრულ შოკში ვიყავი. ბინაში საშინელი სუნი იყო, ისეთი, რომ ზღურბლსაც ვერ გადავაბიჯე, მისაღებში ნაგავი ეყარა. როცა მივედი, ანიმ დაიყვირა: "გიო, მოდი, დედაშენი მოვიდა". ის ჭუჭყიანი შორტითა და ფეხსაცმლით გამოვიდა. აღმოჩნდა, რომ კომპიუტერთან იჯდა და ვიდეოთამაშებს თამაშობდა.

სიმართლე გითხრათ, იმდენად ბინძური იყო ყველაფერი, ფეხსაცმლის გახდაც არ მინდოდა. საკუთარი ბინა ვერ ვიცანი. სამზარეულოში სრული ქაოსი, გასარეცხი ჭურჭლის მთა იდგა, გასარეცხი ფარდები, მაგიდაზე აულაგებელი საუზმე, აბაზანაში გატეხილი საშხაპე და საშინლად ჭუჭყიანი ონკანი, თითქოს არასდროს გაუსუფთავებია არავის. მისაღებში იატაკის დაფხაჭვნაც მოუხერხებიათ. ისეთი გაბრაზებული ვიყავი, მინდოდა, მეყვირა და ორივე გამეგდო, თუმცა ღრმად ჩავისუნთქე და ვთქვი:

"ზეგ მოვალ და თუ აქ ყველაფერი ისევ ასე იქნება, ორივეს გაგაგდებთ. არ გრცხვენიათ?! ამისთვის ვიშრომეთ მე და მამაშენმა? მე ბოლო თეთრებით ვცხოვრობ, შენგან არასდროს არაფერს ვითხოვ და რის უფლებას აძლევ საკუთარ თავს! შეხედე შენს თავს, როგორ შეგიძლია ასე ცხოვრება? შენ, ანი? შენი იმედი მქონდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ორივემ იპოვნეთ ერთმანეთი. სირცხვილია!"

ჩუმად მიყურებდნენ და ვერაფერს მეუბნებოდნენ. წავედი და დაპირებისამებრ, მესამე დღეს ჩავედი. ორივე სახლში დამხვდა, ლამაზად და სუფთად ჩაცმული, სახლში ყველაფერი წესრიგში იყო. სიმართლე გითხრათ, არც ველოდი ასეთ სწრაფ და დრამატულ ცვლილებებს. ყველა ოთახი შევამოწმე და წარმოუდგენელი სისუფთავე იყო. საჭმელი მოუმზადებიათ, ანის ტორტიც კი გამოუცხვია. დავსხედით სუფრაზე და ვისაუბრეთ. მერე მათ პატიება მთხოვეს, შემპირდნენ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდებოდა და მთხოვეს, არ გამეგდო სახლიდან.
ვაპატიე, რა თქმა უნდა, ვაპატიე! ყველას აქვს შეცდომის დაშვების უფლება. ვიმედოვნებ, რომ ეს მათთვის კარგი გაკვეთილი იქნება. ახლა უფრო ხშირად მიწვევენ სტუმრად. ასევე, ყოველ თვე მაძლევენ ფულს. მრცხვენია, მაგრამ უარს ვერ ვამბობ..."
ნათელა, 70 წლის

alt"აი, ასეთ სიბინძურეში შეუძლია იჯდეს მთელი დღე და ბავშვსაც ამ გარემოში ამყოფებს..." - დედამთილის წერილი


ბეჭდვა