გამოცდილებამკითხველების ამბები
"არ დაიჯეროთ, რომ გათხოვდებით და ქმარი გარჩენთ... არ არსებობს ჩემთვის დღესასწაულები, ყველა წვრილმანზე მიწევს ხვეწნა-მუდარა, რომ კაპიკები გაიმეტოს"
"არ დაიჯეროთ, რომ გათხოვდებით და ქმარი გარჩენთ... არ არსებობს ჩემთვის დღესასწაულები, ყველა წვრილმანზე მიწევს ხვეწნა-მუდარა, რომ კაპიკები გაიმეტოს"

გარშემომყოფთაგან ხშირად გვსმენია, რომ მამაკაცების უმრავლესობა ვერ ხვდება, რას ითხოვენ ქალები... რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ და რა აკმაყოფილებთ.

იშვიათია მამაკაცი, რომელსაც ესმის, რა სურს იმ ქალს, მის გვერდით რომ ცხოვრობს.

ამ თემასთან დაკავშირებით გთავაზობთ ჩვენი მკითხველის ანონიმურ წერილს:

„16 წლიდან ვმუშაობ. ბავშვობიდან მიჩვეული ვარ ყველაფერში დამოუკიდებლობას, მათ შორის ფინანსურ საკითხებში.

არ მახსოვს ჩემი მშობლებისთვის სკოლის შემდეგ ფული გამომერთმია.

მას შემდეგ, რაც მუშაობა დავიწყე ყოველთვის თავად ვეხმარებოდი.

დღეს უკვე 30 წლის ვარ, 2 წელია, რაც გავთხოვდი, საკმაოდ მძიმე ორსულობა მქონ
და და იძულებული გავხდი, პირველივე თვეებიდან უარი მეთქვა სამსახურზე.

დავრჩი ჩემი ქმრის ხელფასის იმედზე.
mshoblebi
წამლები, ექიმთან ვიზიტები, ბავშვისთვის და ჩემთვის საჭირო ნივთები... მოკლედ,  ეს ყველაფერი არც ისე იაფი ჯდებოდა და ვატყობდი, რომ თითოეული დახარჯული თეთრი ჩემი ქმრის ნერვებზე განსაკუთრებით აისახებოდა.

თავიდან ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, დიდად ხელგაშლილი არც არასდროს ყოფილა, მათ შორის არც შეყვარებულობის პერიოდში, სიძუნწე ხასიათში აქვს.

რაც ბავშვი დაიბადა, მეტი საჭიროება გაჩნდა და შესაბამისად, ფინანსებიც მეტი გვჭირდება.

ჩემს თავზე ხომ აღარაფერს ვამბობ, ადრე საყიდლებზე სიარული ჩემთვის თერაპია იყო, ახლა ამაზე ოცნებასაც ვერ ვბედავ.

მეგობრები ქმრების მიერ მირთმეულ საჩუქრებს "სთორებზე" რომ ააფრიალებენ, გული მტკივა, არ გეგონოთ, რომ ბოროტი ვარ და მშურს, უბრალოდ, ჩემს ადგილას
წარმოიდგინეთ თავი.

2 დღის წინ ონლაინმაღაზიიდან ბავშვისთვის კომბინიზონი გამოვიწერე.

კურიერმა დააგვიანა. ჯერ ხომ ამაზე ვინერვიულე, მერე ბავშვს ზომა არ მოერგო და აღარ გადამიცვალეს. ჩემს ქმარსაც მეტი მიზეზი რად უნდოდა?! აჯუჯღუნდა: რაში ყრის ფულს, შენ ოღონდ დახარჯო, გაანიავო... ვიჯექი და სიმწრისგან და სიბრაზისგან ვტიროდი, რომ ამ დღეში ჩემი ნებით ჩავიგდე თავი.

ყველა თეთრი დათვლილი აქვს თვიდან თვემდე და გამოზოგილი.

არ არსებობს ჩემთვის დაბადების დღე და დღესასწაულები, განა საჩუქრები მჭირდება?! ყველა ქალს სიამოვნებს ყურადღება და სიყვარულის გამოხატვა სიმბოლურად, თუნდაც მცირედით.

მაგრამ რომელ საჩუქრებზეა ლაპარაკი, როდესაც ყველა წვრილმანზე მიწევს ხვეწნა და მუდარა, რომ კაპიკები გაიმეტოს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ნამდვილად არ გვიჭირს ფინანსურად, ხასიათში რაც აქვს, მაინც ვერ იშლის.

ერთ დასკვნამდე მივედი და თქვენც მერწმუნეთ, რომ ერთადერთი გამოსავალი ქალის ცხოვრებაში ფინანსური დამოუკიდებლობაა.

დაიმახსოვრეთ! არავითარი -"გავთხოვდები და ქმარი მომხედავს"!

იყავით მხოლოდ საკუთარი თავის იმედად, დაუყვედრებლად მაინც არავინ "მოგხედავთ".


ბეჭდვა