"მამამთილი ვერ იტანს, რომ აწუხებს ბავშვი... მეც ვეღარ ვითმენ და ბავშვს ვცემ მამამთილზე გამწარებული" - რას გრძნობენ გადაღლილი დედები
"მამამთილი ვერ იტანს, რომ აწუხებს ბავშვი... მეც ვეღარ ვითმენ და ბავშვს ვცემ მამამთილზე გამწარებული" - რას გრძნობენ გადაღლილი დედები


სანამ ბავშვები პატარები არიან, დედისთვის საოჯახო საქმეები არასოდეს თავდება. პატარები გამუდმებით ურევენ სახლს, გარდა ამისა, დიასახლისის ყურადღება ოჯახის ყველა წევრს სჭირდება და საბოლოოდ, დედების უმრავლესობა უკმაყოფილო და დათრგუნილია. ასეთი დედების გასამხნევებლად ერთ-ერთი დედის გამოცდილება გაგიზიარეთ (იხილეთ ეს სტატია), რასაც ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. რას ფიქრობენ და რას ურჩევენ დიასახლისები ამ საკითხზე ერთმანეთს, მათ კომენტარებად მოგვწერეს:
  • "ორი ვაჟი გავზარდე, ახლა უკვე დიდები არიან, ერთი საზღვარგარეთ სწავლობს, მკაცრი და ბუზღუნა მეც ვიყავი, ვნანობ, რომ უფრო მეტად არ ვტკბებოდი მათთან გატარებული დღეებით. გადადეთ ყველა
    საქმე, დაივიწყეთ ის ადამიანები, ვის გამოც ზოგჯერ ბავშვებზე გადაგვაქვს ბრაზი, დატკბით სიცოცხლით, შვილებით და იმ ადამიანებით, ვინც გიყვართ და ვისაც უყვარხართ, თორემ ყველაფერი მალე ჩაივლის"
  • "მარტო რომ ვიყოთ სახლში მე, ჩემი შვილი და მეუღლე, ბავშვს, ალბათ, სულ არ ვცემდი. მივეჩვიე არევას და წარამარა დალაგებას, მაგაზე აღარ ვჯავრობ, მამამთილი ვერ იტანს, რომ აწუხებს ბავშვი. ხუმრობით რომ ეჩხუბება და დაარტყავს ბავშვი, სულ უყვირის, ახლა მაგარი საცემი ხარო, ძალიან გატუტუცდიო და რა ვიცი, კიდევ რამდენი რამ... მეც ვეღარ ვითმენ და ბავშვს ვურტყამ მამამთილზე გამწარებული. მერე სულ ვნანობ, ვიტყვი, თავშიც რო ჩაარტყას, აღარ ვცემ-თქო და ისე წამაქეზებს, მაინც ვცემ. მე მჭირდება მგონი ნერვოპათოლოგი უკვე."
  • "საკუთარი თავის შემრცხვა... 3 შვილი მყავს, ერთს
    სამსახურში, მეორეს სკოლაში, მესამეს ბაღში წასასვლელად ვამზადებ დილიდან და ღამის 2 საათამდე ვერ ვისვენებ, ვბუზღუნებ, მარტივი ნათქვამია... ისინი ხომ ჩემი ახდენილი ოცნებები არიან... მორჩა, ჯანდაბას არეული სახლი, მიყვარხართ შვილებოო..."
  • "სამი შვილი მყავს და ყველას ჩემი შვილების სიცელქე უკვირს. არადა, ამათზე მეტად ცელქები და გადარეულებიც მინახავს. მათ ხომ სულ თამაში და მოძრაობა უნდათ. კედლების დაჩხაპნის გამო ბავშვს ხომ არ ვცემ. ჰოდა, იმის თქმა მინდოდა, ვისაც არ მოსწონს ჩვენი შვილების ქცევა, სულ ნუ მოვლენ. აი ასე"
  • "რა ბედნიერებაა, როდესაც სახლში ბავშვი ცელქობს და ურევს. აბა რა გინდათ, ვერ ინძრეოდეს? ღმერთმა დაგიფაროთ ყველა ასეთი შვილებისგან. დაიკიდეთ სახლიც, წესრიგიც, დედამთილის ჯუჯღუნიც, ჯანდაბაშიც წასულა ბებიას, რომელსაც შვილიშვილები ჰყავს სახლში და არეულ სახლს ამჩნევს. იხტუნაონ, იცელქონ, იბედნიერონ და თქვენც იხარეთ იმით, რომ გყავთ ეგენი. თუ არა და ნუ გააჩენდით, ისხდებოდით ჩემსავით ინტერნეტთან და უყურებდით იუთუბზე ბავშვებზე ჩანაწერებს. მე ჯერ შვილიშვილები არ მყავს. აი, რომ მეყოლებააააა... დავიმხობ მათთან ერთად თავზე ყველაფერს. ერთი ვინმემ გაბედოს და წესრიგი მომთხოვოს... დედაც ასეთი ვიყავი და დამიჯერეთ, იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, ბავშვი რომ ცელქობს. ჩემი ბიჭი რომ მოიზარდა და აღარ ცელქობდა, შეშინებული ვეკითხებოდი, რა გჭირს, ავად ხომ არ ხარ მეთქი"
  • "ჩემი უცელქესი შვილიკო 3 წლის არის და ნელ–ნელა ეჩვევა წესრიგს, ერთბაშად ეს ყველაფერი არ იქნება და ტყუილად ნერვებს დავიზიანებ. პირველ რიგში ჩემი ოჯახის წევრები არიან თვითონ მოუწესრიგებლები და არ იცავენ სისუფთავეს და ბავშვს როგორ მოვთხოვო მკაცრად წესრიგის დაცვა. მათი ქცევები უფრო მაღიზიანებს, ვიდრე ჩემი შვილის."
  • "დედიკო ენაცვალოთ ჩემს ანგელოზებს. ბავშვი და სიმშვიდე ვის გინახავთ? სახლში ხშირად მე ვარ ინიციატორი ამ ანგრეულობის. იმიტომ, რომ ვიცი, თამაშში ვითარდებიან. არც დალაგება მეზარება და არც მათთან ერთად "ტინგიცი". სამსახურიდან დაღლილი მაინც ბევრს ვეფერები და ვეუბნები, რომ ძალიან მიყვარს ისინი და რომ ყველაზე კარგები არიან ჩემთვის მთელს მსოფლიოში. ძალიან მიყვარხართ დეე"
11467
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (9)
ლია
0
ამიტომ ყველამ ცალკე უნდა იცხოვროს.უფროს თაობას მოსვენება ჭირდება და პატარა ბავშვების ალიაქოთი არაა ადვილი ასატანი. რისი ატანის უნარიც აქვთ ახალგაზრდებს,ძველგაზრდებს უკვე გავლილი აქვთ და ნუ ვაიძულებთ თქვენი ცხოვრებით იცხოვრონ.
20:13 / 27-04-2021
ლილი
1
ვაი რა მწარედ მომხვდა გულზე, ახლა ჩემები წამოიზარდნენ, მაგრამ სანამ პატარები იყვნენ შეჭმული მვავდი ოჯახის წვრებს მათი სიცელქის გამო, ხშირად ვიცავდი , ვუხსნიდი დედამთილ- მამამთილს და მთელს ოჯახს რომ პატარა ერთ ადგის ვერ დაეწებებოდა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა, ზოგჯერ კონფლიქტშიც გადაგვდიოდა, მაგრამ უშედეგოდ. ბევრჯერ მათ გამო მიცემია კისეც შვილები, განსაკუთრებით უფროსი ბიჭი ( მას უფრო ერჩოდნენ, არადა სხვაობა სულ 2 წელი არის) ახლა ვნანობ და ისე ვნანობ რომ მეტი არ შეიძლება, მაგრამ რას შევცვლი?მარტო შვილებზე იფიქრეთ დედებო თორემ ჩემსავით ინანებთ.
19:11 / 11-01-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი