კბილის ტკივილი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვისაც გამოუცდია, იცის, რომ ექიმთან ვიზიტის გარეშე ამ პრობლემას არაფერი ეშველება. ვიზიტის გადადება კი მხოლოდ ძლიერი ტკივილდამაყუჩებელი საშუალებებით არის შესაძლებელი. ამაში ახალი არაფერია, მაგრამ როცა საქმე ორსულ ქალს ეხება, ვისთვისაც არასასურველია ძლიერი საანესთეზიო საშუალებები და არც პანდემიის პერიოდშია სტომატოლოგთან ვიზიტი კომფორტული, ეს რჩევა აუცილებლად გამოგადგებათ. გთავაზობთ, ჩვენი მკითხველის მიერ მოწოდებულ რეკომენდაციას, რომელიც მას ფეხმძიმობის პერიოდში გინეკოლოგმა მიაწოდა:
"მოგესალმებით. ბოლო დროს სამედიცინო ჯგუფებში შემხვდა პოსტები, სადაც ფეხმძიმეები სტომატოლოგთან ვიზიტზე ჩიოდნენ. მოგეხსენებათ, ორსულობისას განსაკუთრებულად ზიანდება კბილები. არადა

ყოველთვის ცუდი კბილები მქონდა, ბავშვობიდან მტანჯავს, ამიტომ დაფეხმძიმებისას სულ მქონდა შიში, რომ სტომატოლოგთან ვიზიტების გარეშე ვერ ჩაივლიდა ჩემი ორსულობა. ეს შიში ჩემს გინეკოლოგსაც გავუზიარე. აღმოჩნდა, რომ მასაც ჰქონდა კბილების პრობლემა და ორსულობისას ასეთი წესი შეიმუშავა. ყოველ დღე მიირთმევდა 200 გრამ ხაჭოს. მთელი ორსულობა ერთი კბილიც არ გამფუჭებიაო, მითხრა. ცოტა ეჭვის თვალით კი შევხედე, მაგრამ ადამიანი საკუთარ თავზე გამოცდილს რომ
იმედია, ვინმეს მაინც გამოგადგებათ ჩემი გამოცდილება. ნამდვილი ხაჭო მართლაც ძვირია, თუმცა საღი რძისგან შეგიძლიათ თავადაც დაამზადოთ. ნახევარ ლიტრ ცხელ რძეში, რომელიც თითქმის ადუღებამდეა მიყვანილი, 3-4 ჩაის კოვზი მაწონი ჩაამატეთ, აურიეთ და დაელოდეთ, სანამ აიჭრება და ხაჭოდ იქცევა. შემდეგ კი გადაწურეთ."
მოუმზადეთ ბავშვებს ხაჭო სახლის პირობებში - 5 მარტივი რეცეპტი