"ძვირფასი სერვიზი ვაჩუქე და მეორე დღესვე გააჩუქა... ჩემი რძლისთვის ცუდი არასდროს არაფერი გამიკეთებია, მაგრამ ერთადერთი ვაჟი ჩემს წინააღმდეგ განაწყო" - 64 წლის ქალბატონის წერილი
"ძვირფასი სერვიზი ვაჩუქე და მეორე დღესვე გააჩუქა... ჩემი რძლისთვის ცუდი არასდროს არაფერი გამიკეთებია, მაგრამ ერთადერთი ვაჟი ჩემს წინააღმდეგ განაწყო" - 64 წლის ქალბატონის წერილი
როგორ ფიქრობთ, თქვენი ქმრის დედა ავტომატურად ხდება თქვენთვისაც ახლობელი ადამიანი და შეუძლია პატივისცემის დამსახურება? რა მოხდება, თუ დედამთილის მიერ მთელი გულით ნაჩუქარი საჩუქარი არ მოგეწონებათ? ეტყვით მას ამის შესახებ?

ერთ-ერთი მკითხველის წერილს გიზიარებთ. ის ამბობს, რომ ერთადერთ ვაჟს აღარ უყვარს. თუ რატომ, ქალი თავად გვიყვება:

"ჩემი შვილი ცოტა ხნის წინ დაქორწინდა. მისი რჩეული კი ჩემზე არ გიჟდება. სწორედ აქედან იწყება პრობლემა. ანა მქვია, 64 წლის ქვრივი ვარ, სოფელში ვცხოვრობ, თბილისთან ახლოს, და გულწრფელად მგონია, რომ როგორი ნათესავებიც არ უნდა ვიყოთ
ერთმანეთის, აუცილებლად მეგობრულად უნდა ვიცხოვროთ. ასეთია ჩემი დამოკიდებულება, ჩემი რძალი ყოველთვის მართალი არ არის, მაგრამ არ ვეწინააღმდეგები.
ქორწილის შემდეგ ცალკე გადავიდნენ საცხოვრებლად. რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს რთული იყო, მაგრამ შევძელი და მორალურად ყველაფერს გავუმკლავდი. ჩემს შვილს ავეჯი და სხვა ბევრი საჭირო ნივთი მივეცი. ყველაფერი გავატანე, რაც სოფელში გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში გადავიდნენ, იქ მაინც დასჭირდებოდათ და გამოადგებოდათ.
გარკვეული დროის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ჩემს შვილთან ხანდახან ჩავსულიყავი, რაკი ახლოს ვარ მაინც ქალაქთან, დავხმარებოდი სახლის საქმეებში, მომემზადებინა საჭმელი, რადგან ორივე მუშაობს და ვიფიქრე, საქმეს შევუმსუბუქებდი.
ორი კვირის შემდეგ ჩემმა რძალმა შეიტყო, რომ შვილმა გასაღები მომცა და შემეძლო შესვლა მაშინაც კი, როდესაც ისინი სახლში არ იყვნენ.
ამაზე საშნელი სკანდალი მოაწყო.... ძალიან განვიცადე. ბევრი ვიტირე და საკუთარ თავს ავუკრძალე იმ სახლში მისვლა, რადგან ახლა ეს მათი ცხოვრება იყო. ვფიქრობ, არ მოიქცა სწორად, მე ხომ მის პირად ნივთებს არ ვეხებოდი. უბრალოდ სახლის დასუფთავებაში მინდოდა დახმარება, მეტი არაფერი.

ჩემს შვილთან ურთიერთობა გამიფუჭდა. სტუმრად აღარ მპატიჟებდა და ტელეფონითაც მხოლოდ რამდენიმე წუთი მირეკავდა, ისიც საქმის გამო. ეს, რა თქმა უნდა, დამთრგუნველი იყო.

ისევ მე გადავდგი პირველი ნაბიჯი და მათთან მისვლა გადავწყვიტე. ჩემს შვილს წინასწარ შევუთანხმდი, რომ მისვლას ვაპირებდი. საგულდაგულოდ შენახული იშვიათი და ძალიან ძვირფასი "სერვიზი" მოვძებნე, გაუხსნელი, არავის რომ არ ვაკარებდი წლები. 
მივედი მათთან, საღამომ კარგად ჩაიარა. შვილიშვილებიც კარგად შემხვდნენ. მართალია, ყველა საკუთარი თავით და ერთმანეთით უფრო იყო გართული, ვიდრე ჩემით, მაგრამ გავიგე და არ მწყენია. როდესაც ჭურჭელი გადავეცი, ჩემი რძალიც კი აღტაცებული დარჩა. კმაყოფილი ვიყავი და სახლში კარგ ხასიათზე წამოვედი.
mshoblebi
თქვენ ახლა წარმოიდგინეთ, რა ცუდად გავხდებოდი, როდესაც გავიგე, რომ ჩემმა რძალმა ჩემი ნაჩუქარი ჭურჭელი, რომელიც ძალიან მიყვარდა, ჩათვალა, რომ ძველმოდური იყო და მეორე დღესვე საკუთარ მშობლებს წაუღო, იმავე სოფელში, სადაც მეც ვცხოვრობ... არც კი იცის, რა დაკარგა. 

მითხარით, რატომ მოხდა ასე? კარგი შვილი გავზარდე, მაგრამ აღარ ვუყვარვარ. ჩემი რძლისთვის ცუდი არასდროს არაფერი გამიკეთებია, მაგრამ ერთადერთი ვაჟი ჩემს წინააღმდეგ განაწყო. საჩუქარიც კი არ მიიღო. ალბათ, რაღაც კარგად ვერ გავიგე... დიდი მადლობა ჩემო საყვარელო ადამიანებო რჩევებისთვის, რომელსაც მომცემთ". 
წაიკითხეთ ასევე:
"მადონას" სერვიზის საიდუმლო - რატომ გიჟდებოდნენ მასზე დიასახლისები?
23517
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (26)
ეჰ
0
ჯერ ერთი შვილმა ჩუმად გასაღები რატომ მისცა და ცოლს რატომ უმალავდნენ? მეორეც იქნებ არ უნდა რძალს რომ დედამთილი ულაგებდეს? ვფიქრობ ზედმეტად ბევრს ითხოვს ეს ქალი და ამიტომაა შვილთან გაუფუჭდა საქმე! თუმცა ოჯახის ამბავს რას გაიგებ!
15:23 / 22-03-2021
Khatuna
0
Rdzali mec myavs da aseti ram arasdros gauketebia dzaan tkbilad vcxovrobt. Martla ar gameveba axlandeli wamochitulebis almacerad ro uyureben dedamtilebs. Rac sheexeba colkmrul urtiertobas mati saqmea magram shvilis dedis mimart amxedrebisa kide ra moaxsenot sashinelebaa. Umaduri da dainaxavi arc rdzali arc shvili da arc dedamtili gindodet. Dzalit ver sheayvareb tavs tu es arunda an erts an meores. Mixedet pirad cxovrebas da nu gadayvebit nuravis
08:33 / 21-03-2021
დედამთილებს
1
რა გვჭირს ხალხო,მართლა არ მესმის რა,რატო ჰგონიათ ეს რძალი ყოველთ ის ბუა და რაღაც არსება რომელიც სათუთად გაზრდილ შვილს დედას ართმევს. ლოგინში ერთად უნდა იწვნენ და ძალიან პირადი გაუზიარონ ცცოლ ქმარმა ერთმანეთს და სახლის დალაგება და საჭმლის გაკეთებასაც კარგად მოახერხებენ რაა, ვითომ დახმარებაო,მიხმარებაო დამერე ისე გამოდის ეს დედამთილი გაყვედრის გეხნარებიო და აქეთ მუზმუზელობთ....ქაკი რომ თხოვდება და დედამისს სუულ ვერ ნახულობს ეგრე ხშირად და ტელეფონზე რომ ზედმეტად დაელაპარაკოს გაღიზიანებთ,ბიჭის დედაზე რამე სხვა ხდება? ქალმა თუ უნდა იცხოვროს დედიკოს გარეშე ბიჭი მოკვდება და დედამისი ხელში ცააკვდება? ყველამ თავის ოჯახს მიხედოს არ ჯიბია? ეს რაღაც სერვიზებზე და ჭურჭლებზე ჩხუბი კიდე. გქონდეს და შენ გამოიყენე კაცო რას აძალებ ის მოსწო დეს სხვაც რაც შენ გინდა. ესეიგი დედამთილს მოეფერები და კარგად ექცევი თავზე დაგაჯდება და მთელჯმისი სანათესაოს მოახლე გახდები.არ გააკეთებ და ვირი რძალი ხარ. ანუ რძლობა მაგარი შარია რაა
15:29 / 11-01-2021
მარინა
0
რძალი არაფერ შუაშია ყველაფერითქვენი ვაჟის ბრალია.ჩვეულებრივი ჩმორია.ყველას ტავისი ადგილი უნდა ქონდეს.არაფერიც არ აჩუქოთ უმადურებს. პრობლემა შვილშია და არა რძალში.ჩათვალე რომ არ გყვანან.ტავს მიხედეთ.....
11:24 / 28-12-2020
თაკო
1
ჩვეულებრივი ხვედრია ადამიანისა, რომელიც ძირითადად სხვისი, თუნდაც შვილების ცხოვრებით ცხოვრობს. დალაგებაც და მიხმარებაც სხვის პირად სვრცეში შეჭრაა და ეს არ არის სასიამოვნო. როდესაც თქვენ თვითონ იღებთ გადაწყვეტილებას, რომ ვინმეს საქმე უნდა გაუკეთოთ, ესაც პირად სივრცეში შეჭრა და სხვისი ნების უგელებელყოფაა და დროა ჩვენს ქვეყანაში გავაცნობიეროთ, რომ ნებისმიერი ადამიანი, შვილი იქნება თუ სხვა, ცალკე პიროვნებაა და არავინ უნდა გადაუწვიტოს რა სჭირდება და რა ჯობია მისთვის. ჯობია საკუთარ თავზე იზრუნოთ, რამე ინტერესები გაიჩინოთ, საკუთარი ცხოვრება გაასაინტერესოოთ. ასეთ შემთხვევაში თქვენს ახლობლებს თვითონ მოუდებათ თქვენთან ყოფნა.
19:37 / 25-12-2020
მსგავსი სიახლეები