გამოცდილებამკითხველების ამბები
"ძვირფასი სერვიზი ვაჩუქე და მეორე დღესვე გააჩუქა... ჩემი რძლისთვის ცუდი არასდროს არაფერი გამიკეთებია, მაგრამ ერთადერთი ვაჟი ჩემს წინააღმდეგ განაწყო" - 64 წლის ქალბატონის წერილი
"ძვირფასი სერვიზი ვაჩუქე და მეორე დღესვე გააჩუქა... ჩემი რძლისთვის ცუდი არასდროს არაფერი გამიკეთებია, მაგრამ ერთადერთი ვაჟი ჩემს წინააღმდეგ განაწყო" - 64 წლის ქალბატონის წერილი
როგორ ფიქრობთ, თქვენი ქმრის დედა ავტომატურად ხდება თქვენთვისაც ახლობელი ადამიანი და შეუძლია პატივისცემის დამსახურება? რა მოხდება, თუ დედამთილის მიერ მთელი გულით ნაჩუქარი საჩუქარი არ მოგეწონებათ? ეტყვით მას ამის შესახებ?

ერთ-ერთი მკითხველის წერილს გიზიარებთ. ის ამბობს, რომ ერთადერთ ვაჟს აღარ უყვარს. თუ რატომ, ქალი თავად გვიყვება:

"ჩემი შვილი ცოტა ხნის წინ დაქორწინდა. მისი რჩეული კი ჩემზე არ გიჟდება. სწორედ აქედან იწყება პრობლემა. ანა მქვია, 64 წლის ქვრივი ვარ, სოფელში ვცხოვრობ, თბილისთან ახლოს, და გულწრფელად მგონია, რომ როგორი ნათესავებიც არ უნდა ვიყოთ
ერთმანეთის, აუცილებლად მეგობრულად უნდა ვიცხოვროთ. ასეთია ჩემი დამოკიდებულება, ჩემი რძალი ყოველთვის მართალი არ არის, მაგრამ არ ვეწინააღმდეგები.
ქორწილის შემდეგ ცალკე გადავიდნენ საცხოვრებლად. რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს რთული იყო, მაგრამ შევძელი და მორალურად ყველაფერს გავუმკლავდი. ჩემს შვილს ავეჯი და სხვა ბევრი საჭირო ნივთი მივეცი. ყველაფერი გავატანე, რაც სოფელში გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში გადავიდნენ, იქ მაინც დასჭირდებოდათ და გამოადგებოდათ.
გარკვეული დროის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ჩემს შვილთან ხანდახან ჩავსულიყავი, რაკი ახლოს ვარ მაინც ქალაქთან, დავხმარებოდი სახლის საქმეებში, მომემზადებინა საჭმელი, რადგან ორივე მუშაობს და ვიფიქრე, საქმეს შევუმსუბუქებდი.
ორი კვირის შემდეგ ჩემმა რძალმა შეიტყო, რომ შვილმა გასაღები მომცა და შემეძლო შესვლა მაშინაც კი, როდესაც ისინი სახლში არ იყვნენ.
ამაზე საშნელი სკანდალი მოაწყო.... ძალიან განვიცადე. ბევრი ვიტირე და საკუთარ თავს ავუკრძალე იმ სახლში მისვლა, რადგან ახლა ეს მათი ცხოვრება იყო. ვფიქრობ, არ მოიქცა სწორად, მე ხომ მის პირად ნივთებს არ ვეხებოდი. უბრალოდ სახლის დასუფთავებაში მინდოდა დახმარება, მეტი არაფერი.

ჩემს შვილთან ურთიერთობა გამიფუჭდა. სტუმრად აღარ მპატიჟებდა და ტელეფონითაც მხოლოდ რამდენიმე წუთი მირეკავდა, ისიც საქმის გამო. ეს, რა თქმა უნდა, დამთრგუნველი იყო.

ისევ მე გადავდგი პირველი ნაბიჯი და მათთან მისვლა გადავწყვიტე. ჩემს შვილს წინასწარ შევუთანხმდი, რომ მისვლას ვაპირებდი. საგულდაგულოდ შენახული იშვიათი და ძალიან ძვირფასი "სერვიზი" მოვძებნე, გაუხსნელი, არავის რომ არ ვაკარებდი წლები. 
მივედი მათთან, საღამომ კარგად ჩაიარა. შვილიშვილებიც კარგად შემხვდნენ. მართალია, ყველა საკუთარი თავით და ერთმანეთით უფრო იყო გართული, ვიდრე ჩემით, მაგრამ გავიგე და არ მწყენია. როდესაც ჭურჭელი გადავეცი, ჩემი რძალიც კი აღტაცებული დარჩა. კმაყოფილი ვიყავი და სახლში კარგ ხასიათზე წამოვედი.
mshoblebi
თქვენ ახლა წარმოიდგინეთ, რა ცუდად გავხდებოდი, როდესაც გავიგე, რომ ჩემმა რძალმა ჩემი ნაჩუქარი ჭურჭელი, რომელიც ძალიან მიყვარდა, ჩათვალა, რომ ძველმოდური იყო და მეორე დღესვე საკუთარ მშობლებს წაუღო, იმავე სოფელში, სადაც მეც ვცხოვრობ... არც კი იცის, რა დაკარგა. 

მითხარით, რატომ მოხდა ასე? კარგი შვილი გავზარდე, მაგრამ აღარ ვუყვარვარ. ჩემი რძლისთვის ცუდი არასდროს არაფერი გამიკეთებია, მაგრამ ერთადერთი ვაჟი ჩემს წინააღმდეგ განაწყო. საჩუქარიც კი არ მიიღო. ალბათ, რაღაც კარგად ვერ გავიგე... დიდი მადლობა ჩემო საყვარელო ადამიანებო რჩევებისთვის, რომელსაც მომცემთ". 
წაიკითხეთ ასევე:
"მადონას" სერვიზის საიდუმლო - რატომ გიჟდებოდნენ მასზე დიასახლისები?
ბეჭდვა