"კომპლექსური დავალება ლუკასთვის - ძალიან ბევრი კომპონენტია აქ გაერთიანებული:
- ყოველდღე აღარ მეკითხება რამდენი დღე დარჩა ახალ წლამდე.
- სწავლობს რიცხვებს 10-ის შემდეგ.
- გამოიმუშავებს ნებისყოფას.
- ყოველდღე თითოეული რიცხვის უკან არის დავალება, რომელიც უნდა შეასრულოს. ამას მოჰყვება ჩვენი სახლის რუკა, რომელიც მიანიშნებს სად არის განთავსებული იმ დღის საჩუქარი.
- დავალებები რთულდება ყოველდღე.
- დავალებები დაკავშირებულია ერთ მიზანთან და ყოველდღიური რეჟიმის ჩამოყალიბებასთან - საუზმე, ლოგინის ალაგება, კბილების გახეხვა, სათამაშოების დალაგება. მშობლების დახმარება. ლექსის სწავლა. ვარჯიში და ა.შ.
- მოტივაცია არის საჩუქარი.
- სახალისოა და ერთობა.
- იცის, რომ თუ რაღაცას კარგად გააკეთებს, ჯილდოსაც მიიღებს.
- რამდენჯერმე სცადა დავალების შესრულებამდე ეპოვნა საჩუქარი, თუმცა არ შევდრკი" - წერს თამთა ჯიჯავაძე.