რატომ ყოფენ ცხვირს სხვა ადამიანები ჩვენს ლოგინებსა და სამზარეულოებში?!
რატომ ყოფენ ცხვირს სხვა ადამიანები ჩვენს ლოგინებსა და სამზარეულოებში?!
საქართველოში უშვილობის პრობლემა ქორწინების 10-20%-ში გვხვდება და წარმოადგენს მნიშვნელოვან სამედიცინო და სოციალური პრობლემას. დღესდღეობით ძალიან ბევრი უშვილო წყვილი ელოდება დღეს, როდესაც ისინი მშობლები გახდებიან. საქართველოში, სადაც გათხოვების შემდეგ ყოველი მეორე იმას გეკითხება, ორსულად ხარ თუ არა, თუ არ ხარ, რატომ არ ხარ? არ აპირებ ბავშვს? რამე პრობლემა გაქვთ თუ არ გინდათ ბავშვი? უკვე დროა! გააჩინეთ! გააჩინეთ! გააჩინეთ! სადღეგრძელოებშიც - გამრავლდით, გამრავლდით, გამრავლდით! და თუ ვ ე რ მრავლდებით, მაშინ ჩავარდნილხართ იტალიური ეზოების, კორპუსის მეზობლების, მაღაზიის გამყიდველების და არამკითხე მოამბეების დაღლილ
ყბებში. მერე ნახეთ თქვენ ინჭორბიუროს ცხელ-ცხელი ნიუსები, მიმიქარავს ნებისმიერი საინფორმაციო გამოშვება: “გაიგე, თურმე ავადმყოფი მოუყვანია ცოლად... არა, თვითონ ბიჭის ბრალი ყოფილა, ბიჭის კი არა, გვარში ჰყოლიათ უშვილოები, რაღაცა სხეულის ნაკლებობა აქვსო თუ რავიცი მე, ექიმებში დადიან სულ, მაგათი ბრალია ყველაფერი. ჩვენ დროს სად იყო ამდენი ექიმებში სიარული, რაში უნდოდა, უშვილო რომ მოიყვანა და დაუსვა დედამისს"... სამწუხაროდ, დღეს მრავლად არიან მსგავსი აზროვნების ადამიანები, რომლებიც უნებართვოდ ყოფენ თავიანთ გრძელ ცხვირებს ჩვენს საწოლში, აბაზანაში, სამზარეულოში და ტვინამდეც კი აღწევენ. მათი შიშით ვერც ბავშვს აიყვან, ვერ ინ
ვიტრო განაყოფიერებას გაიკეთებ და ბოლოს, ალბათ, ვერც ექიმთან მიხვალ. ცნობისათვის, ინ ვიტრო განაყოფიერებით საქართველოში 11 წლის განმავლობაში 3 000-ზე მეტი ბავშვი დაიბადა. მინდა მივმართო მათ, ვინც ანალოგიურ მდგომარეობაშია. არ შემოუშვათ ეს ადამიანები თქვენს პირად ცხოვრებაში, რომელიც მხოლოდ თქვენ და თქვენს მეუღლეს გეკუთვნით. არ მოუსმინოთ ადამიანებს, რომლებსაც სერიალების ყურების და ყავის სმის მეტი ცხოვრებაში არაფერი უკეთებიათ, რომელთა სოციუმს ისევ მათნაირი ადამიანები ქმნიან, არ გაიტანოთ თქვენი ცხოვრება ვიღაცის საჭორაო თემად. არ დაიხიოთ უკან! იფიქრეთ მომავალზე და არა დღევანდელ დღეზე. დიახაც, გამრავლდით, აიყვანეთ ბავშვი, მიმართეთ ყველანაირ სამედიცინო ჩარევას, არასდროს დაკარგოთ ბრძოლისუნარიანობა, ნუ მოუსმენთ მათ, ვინც საკუთარ ცხოვრებას ყავაში, სერიალებში და სხვის საწოლში ეძებს.

ავტორი: დელია რანუნი
10709
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (16)
qeti
0
სტატიას და კომენტარებს ვკითხულობ და ასე მგონია მე სხვა სამყაროში ვცხოვრობ :) 6 თვეში დავფეხმძიმდი გათხოვებიდან და არასდროს არც მეუღლის ოჯახის წევრებს, არც თანამშრომლებს, არც მეგობრებს და არც საკუთარ ოჯახს ზედმეტი კითხვებით არ შევუწუხებივარ. არც მიფიქრია რომ რამე სანერვიულო მქონდა. როგორც ჩანს მე გამიმართლა?
14:08 / 25-05-2016
nano
0
ასე მეგონა რომ ჩემს სათქმელს ამბობდა, სულმოუთქმელად ჩავიკითხე, ყველაზე ცუდია, რომ მეუღლე ამ დროს გვერდით არ დაგიდგება და იმათ ენას აყვება, მე ძალიან მიჭირს....
13:53 / 25-05-2016
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```