"ბავშვს კი არა, დედამთლ-მამამთილს ვერ გავაგებინე, რომ ამდენი ტკბილეული არ იყიდონ და ყოველდღე ბავშვს არ აჭამონ"
"ბავშვს კი არა, დედამთლ-მამამთილს ვერ გავაგებინე, რომ ამდენი ტკბილეული არ იყიდონ და ყოველდღე ბავშვს არ აჭამონ"

ყველა მშობლის სურვილია, რომ ჩვენი შვილები სრულფასოვნად იკვებებოდნენ საუზმეზე, სადილსა თუ ვახშამზე და კვლავ ითხოვდნენ საჭმლის დამატებას, თუმცა ეს ასე იშვიათად ხდება, რაც ხშირად მშობლების ნერვიულობის საგნად იქცევა ხოლმე.
ხშირად, კვებითი ჩვევის დარღვევას ბვშვებში უფროსები უწყობენ ხელს ბევრი ტკბილეულით, გაზიანი სასმელებით და ასე შემდეგ.
ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი ერთგული მკითხველი, ახალგაზრდა დედა, ნატალი გვწერს, რომლის წერილსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ალბათ დამეთანხმებით, რომ მშობლისთვის ერთი დიდი ბედნიერება, როცა ბავშვი კარგად და ჯანსაღად იკვებება.
იმ ულუფას ბოლომდე იღებს, რასაც მას მშობელი სთავაზობს.
თუმცა
4 წლის განმავლობაში შევეგუე იმ აზრს, რომ ეს ჩემი და ჩემი შვილის შემთხვევაში წარმუდგენელი რეალობაა და ხელს ვუწყობ იკვებოს იმით, რაც უყვარს. აღარ ვაძალებ საკვებს, ვუფრთხილდები მის ნერვებსაც და ჩემსასაც.
მაგრამ ჩემი შვილის „პატარა პრტენზიებთან“ გამკლავება წარმოიდგინეთ უფრო ადვილია, ვიდრე ოჯახის დანარჩენ წევრებთან იმის ჩიჩინი და ხვეწნა-მუდარა, რომ ყველამ სათითაოდ თავისი შეხედულებისამებრ არ მიაჩეჩოს ხელში საკვებად ათასი რამ, განსაკუთრებით კი -ტკბილეული.
ჩემს დედამთილთან კამათი მომივიდა იმის გამო, რომ სადილის წინ ჩუმად შოკოლადი აჭამა - „კარგი ბებიაა“ „ბავშვმა სთხოვა“, მერე წუწუნებს, რომ თურმე სულ მშრალ კვებაზეა ბავშვი და წვნიანს არ ჭამს.
გაზიანი სასმელი წლინახევრისას გაასინჯა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე გავუმეორე ხაზგასმით, რომ არ შეიძლება.
ისეთი ჯიუტი
ქალია, მაინც თავისი უნდა გაიტანოს ყოველთვის, არ მოეწონებაო, დამამშვიდა, იმის შემდეგ ბავშვი გაზიან სასმელს, სადაც ხედავს ტირის და ითხოვს რომ მივცეთ. რომელ ბავშვს არ უყვარს ლიმონათი?!
ცოტა ხნის წინ მუცლის ტკივილით პედიატრთან მივიყვანეთ, მეტეორიზმი აღმოჩნდა.
პედიატრს სპეციალურად ჩემი დედამთილის თანდასწრებით გავამეორებინე, რომ ჭარბი ტკბილელი და მითუმეტეს გაზიანი სასმელი ამ ასაკში კატეგორიულად დაუშვებელია, მხოლოდ 2 დღე გასტანა ამ შეგონებამ.
ჩემი თანდასწრებით ერიდება, მაგრამ საკმარისია ეზოში გაასეირნოს, რომ იმ დღეს ლაშიკოს უმადობის მიზეზი უკვე ადვილად ამოსაცნობია.
იმდენად გამაღიზიანებელია, რომ არაფრად გაგდებენ და შენს აზრს არ ითვალისწინებენ, მითუმეტეს როდესაც საქმე ჩემი შვილის ჯანმრთელობას ეხება, ამას ჭკუიდან გადავყავარ.
მესმის ათასში ერთხელ ბავშვი წაახალისო, მაგრამ ამას არ უნდა ჰქონდეს ყოველდღიური ხასიათი, როგორ შეიძლება ეს ზრდასრულ ადამიანს არ გესმოდეს?!
ვის როგორ და მე ნამდვილად არ მაქვს სურვილი, ჩემი შვილი საჭმლის ნაცვლად შაქრით იტენებოდეს.
ჩამოდგება და დაიწყებს მერე, რომ მისი თანამშრომლის შვილიშვილი თურე ისე კარგად ჭამს წვნიანებს, ბოსტნეულს, ხორცს...
საოცარი თმენის უნარი გამაჩნია, ზოგადად არ ვარ კონფლიქტური, მითუმეტეს, რძალ-დედამთილის გარჩევები ჩემთვის ყბადაღებული თემაა და საერთოდ არ მსიამოვნებს ამის სააშკარაოზე გამოტანა, მაგრამ, რომ გინდოდეს შენთვის წყნარად იყო და შენს გემოზე წარმართო შენი ცხოვრეება, ამის საშუალებას არ მოგცემენ.
ჩემთვის ყველაზე სენსიტიური თემა, ისევე როგორც ყველა დედისათვის, ჩემი შვილის ჯანმრთელობაა, და მაინცდამაინც, აქ უკირკიტებს და ეჩრება ყველა ნებსით თუ უნებლიედ.
მარტივია, მოდი მიეცი ბავშვს საშუალება, რომ იკვებოს იმით, რაც საჭიროა და არა შაქრით და გაზიანი სასმელებით, არ უყიდო და არ მოგთხოვს.
ბავშვი თავისი ნებით უარს ვერ იტყვის ტკბილზე და ვერ გააკეთებს სასარგებლო არჩევანს. შოკოლადსა და ბროკოლს შორის რთული მისახვედრი არ არის, რომელს აირჩევს, რაც თურმე ჩემი დედამთილის განცვიფრებას იწვევს.
რა არის აქ გასაკვირი?! ნუთუ არსებობს ბავშვი, რომელსაც ტკბილეული არ უყვარს?!

ნატალი 30 წლის

814
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
ლელა
4
დედამთილი ცუდია, დედამისი წმინდანი, თვითონ ანგელოზი, ქმარი ქალაჩუნა.
19:07 / 25-04-2021
აბა რა
2
დედამთილი ყოველთვის მართალია! და დედამთილოს სანათესაო როგორც ზრდიან ბავშვებს ისეა სწორი!
17:48 / 24-04-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი