"პარკში ყეფა-ღრენით დაეტაკა უალიკაპო ძაღლი ჩემს ერთი წლის შვილს... რატომ უნდა გამოვიკეტო ერთი წლის ბავშვით მათ გამო" - ახალგაზრდა დედის წერილი
"პარკში ყეფა-ღრენით დაეტაკა უალიკაპო ძაღლი ჩემს ერთი წლის შვილს... რატომ უნდა გამოვიკეტო ერთი წლის ბავშვით მათ გამო" - ახალგაზრდა დედის წერილი
ალბათ, ხშირად შეგინიშნავთ, რომ ბავშვთა გასართობ მოედნებსა და სკვერებში ხშირად ასეირნებენ შინაურ ცხოველებს. კანომდებლობით შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი დადგენილია, თუმცა ყველა არ ასრულებს წესებს. ჩვენი მკითხველი სწორედ ასეთ შემთხვევაზე გვწერს. 
"ვიდრე ვინმე ცხოველთა მოძულეობას დამაბრალებდეს დავიწყებ, იმით რომ
კატებიც მიყვარს ძაღლებიც და ზოგადად ცხოველები.

შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ერთ-ერთი პირველი დამცველი ვარ მათი, მაგრამ რაც ჩვენს ქალაქში, სკვერებში პარკებში ხდება, ყოველგვარ ზღვარს სცდება.

ჩვენს უბანში, ერთადერთი მწვანე ზონაა ბეტონისა და ხელოვნური საფარის გარეშე, სადაც ჩემს ერთი წლის შვილს ვასეირნებ ხოლმე, გირჩების შეგროვებით
ერთობა და ძალიან უყვარს ეს პარკი, მაგრამ... რა დროსაც არ უნდა გავიყვანო ბავშვი სასეირნოდ, პარკში მხვდება ჯგუფი უალიკაპო, უსაბელო, დიდი ტანის ძაღლებისა და მათი ურეაქციო პატრონების.

ძაღლები მთელს ტერიტორიაზე ყეფა-ღრენით დარბიან, გუშინ ერთ-ერთი ასეთი ძაღლი ჩემს შვილს დაეტაკა ხელიდან გამოსტაცა პური, გულგახეთქილი ბავშვი ძლივს დავაწყნარე.

გაათრიეთ ეს ძაღლები-თქო, რომ დავიყვირე გამწარებულმა, "ცხოველზე ეს როგორ თქვი" მასა წამოვიდა ჩემს წინააღმდეგ ყაყანით.

ჩემი ისედაც შეშინებული შვილის წინ კივილ-წივილს მოვერიდე და იძულებული გავხდი გავცლოდი იქაურობას, თორემ დიდი სურვილი მქონდა ძაღლებსა და მათ პატრონებზე მეყარა ჯავრი.

რატომ უნდა გავეცალო, რატომ უნდა მოვერიდო მე ერთი წლის ბავშვით და რატომ უნდა გამოვიკეტო ოთხ კედელში მათ გამო.

ყველა სკვერი, ყველა მწვანე ზონა
დაბინძურებულია მსგავსი ძაღლების ფეკალიებით. ნუ გამოხვალთ და ნუ დაიწყებთ ახლა იმის მტკიცებას, რომ ამ ფეკალიებს ვინმე იღებს და უყურადღებოდ არ ტოვებს, ფაქტი სახეზეა!

რატომ უნდა ვიყო იძულებული, იმის გამო, რომ ჩემმა შვილმა ფეხი არ ჩაადგას ან სილაში თამაშის დროს ხელი არ ჩაყოს ძაღლის მოსაქმებულში, ვწმინდო და ვასუფთავო თქვენი ოთხფეხა მეგობრების ფეკალიები.

ფაქტზე თუ წაასწრებ და შენიშვნას მისცემ, აქეთ შემოგიტევენ, ეს როგორ აკადრე.

უსაბელო და უალიკაპო ძაღლი ყეფით რომ მოგახტება, და უფრო უარესი, შენს ერთი წლის შვილს რომ აშინებს, რა ჭკუაზე უნდა იყო, ძალიან მაინტერესებს, რა უნდა გაიგოს ერთი წლის ბავშვმა "არ გიკბენს, გეთამაშება"?! პროტესტი თუ გამოთქვი, ცხოველთმოძულე ხდები ამ "საზოგადოების" თვალში.

ვის მოვთხოვო პასუხი? ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი?!

მოვითხოვოთ, აიკრძალოს იმ ადგილას ძაღლების შეყვანა, სადაც ბავშვების სასრიალოები, ქვიშა და მსგავსი გასართობი მოედნებია მოწყობილი."
ანანო, 29 წლის

1972
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
შენი ძაღლით სხვა არ უნდა დაასახიჩრო!
0
თუ რამეა ძაღლის პატრონმა უნდა აგოს პასუხი !
17:42 / 22-06-2021
ანა
0
ძაღლი და ადამიანი რომ გააიგივეთ იმიტომ ვართ კაი დღეში.ორი ძაღლი მყავს და ძალიანაც მიყარს ოღონდ სოფელში ეზოში თავის პატარა სახლში და არა ჩემ საწოლში და ბავშვების ოთახში როგორ გავაჩერებ სადაც ბავშვები სუნთქავენ
11:20 / 15-06-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი