ახალგაზრდა დედებს კეთილისმსურველთა რჩევა-დარიგებები არც არასდროს აკლდათ, არც დღეს აკლიათ და სავარაუდოდ, არც მომავალში მოაკლებთ ვინმე. ყველას გამოგვიცდია, რომ ემოციურად რთულია ამდენ რჩევას და საყვედურს გაუძლო, რომ რაღაცას სწორად არ აკეთებ. სწორედ ამის შესახებ გთავაზობთ ახალგაზრდა დედის პოსტს, რომელიც სოაციალურ ქსელში გამოქვეყნდა:
"აქ წუწუნი შეიძლება?
ადრე, სხვები რომ წერდნენ გაბრაზებულები, აღშფოთებულები, სულ მეგონა დრამაქვინობდნენ და შეეძლოთ გაეტარებინათ. მეც ვუტარებ, მაგრამ რაც ერთი წლის შეიქმნა ჩემი შვილი, უკვე ჩემი მოთმინების (არც ისე დაბალ) ზღვარს გადააბიჯეს.
-ბავშვს სცივა! -ბავშვს ტკბილეული უნდა! -ბავშვს ბრტყელი ტერფი აქვს, სპეციალური ფეხსაცმელი მიახმარე! -ბავშვს 37.5 აქვს სიცხე, ექიმი გამოიძახე! -ჩქარა, წამალი დაალევინე! -თბილად ჩააცვი, არ გაცივდეს! -ბავშვი გამხდარია! -ფერი არ აქვს! -ახლა, მარტოს რომ მიგყავს ზღვაზე, არაფერი დაემართოს! და ა.შ. და ა.შ. და ა.შ. და ა.შ. და ა.შ. ვიცი და ვხვდები, რომ ნერვიულობენ ჩემს შვილზე, უყვართ და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, მაგრამ ნერვი აღარ არის. ძაან შემაწუხეს, უკვე. არც ის მგონია, რომ ვინმეს ჩემზე მეტად უყვარდეს ჩემი შვილი და რავი, 10 თვის რომ გახდა, ძიძა გავუშვით (სხვათაშორის, ზუსტად იმიტომ გავუშვით, რომ რასაც თვითონ თვლიდა სწორად, იმას აკეთებდა და არა იმას, რასაც მე ვთვლიდი) და ფაქტობრივად, მარტო ვუმკლავდები ყველაფერს (ნუ, მამამისი და ბებიებიც იღებენ მონაწილეობას, მაგრამ 80% მაინც ჩემზეა) და ერთი ვირუსის გარდა არაფერს შეუწუხებია ჯერ. ამ ვირუსის მერე გამონაყარი რომ დარჩა, ყველა მოვატყუე, წამლებს ვასმევ-მეთქი და არ დავალევინე. რომ გაეგოთ, გადაფსიხდებოდნენ.
ნერვი მყარი მაქვს, ჯერჯერობით, მაგრამ არ ვიცი, როდემდე მეყოფა. რბილად ვცდილობ მივანიშნო, რომ პატივს ვცემ, მადლობელი ვარ ზრუნვისთვის, მაგრამ მე ასე ვთვლი სწორად.
ამის წინ ახლობელს ვეუბნები, შაქრიან ფუნთუშებს არ ვაჭმევ-მეთქი და არ არის შაქრიანი, მურაბიანიაო, რბილძირიანი ფეხსაცმელი მინდა ვუყიდო-მეთქი და მაგას ბრტყელი ტერფი აქვს, სუპინატორიანი უყიდეო.
რაც კი რამ სანდო და სწორია, ყველაფერს "ვტენი" ამის პედიატრს, იმან გვითხრა და მჯერა-მეთქი, მაგრამ მეუბნებიან, პედიატრი შეცვალეო.
ცალკე კიდე, “შენ გოგო ხომ არ ხარ, ჭურჭლის სარეცხი ღრუბლით რატომ თამაშობ?”. რავი, ბიჭია მამამისიც და ბავშვს უფრო ხშირად მისი გარეცხილი ჭურჭელი უნახავს, ვიდრე ჩემი. გოგო ხომ არ ხარ არა ისა. ბიჭი სიბინძურეში უნდა ცხოვრობდეს?
რა ასაკამდე ხდება ეს უტაქტობა, ხომ არ იცით?
ჯერ ძალიან ვიკავებ თავს, რომ უხეშად არ ვუთხრა ვინმეს რამე." - ნათქვამია პოსტში.