"რატომ არ ღელავთ, რომ თქვენი შვილები გამუდმებით მავნე პროდუქტებს მიირთმევენ შინ თუ გარეთ?" - დედის წერილი
"რატომ არ ღელავთ, რომ თქვენი შვილები გამუდმებით მავნე პროდუქტებს მიირთმევენ შინ თუ გარეთ?" - დედის წერილი
თქვენი აქტიური მკითხველი ვარ და მინდა, ერთი სადარდებელი გაგიზიაროთ. იქნებ მირჩიონ სხვა დედებმა, როგორ მოვიქცე.

5 წლის ბიჭი მყავს და 12 წლის გოგონა. რაც დედა გავხდი, ძალიან ვცდილობ, რომ ბავშვები სწორად გავზარდო, ფიზიკურად, სულიერად, ფსიქოლოგიურად, გონებრივად. არ ვაკლებ ცდას. ვმეგობრობ ბავშვებთან, წიგნებს ვუკითხავ, არ ვაკარებ ჩიფსებს, სოსისებს, გაზიან სასმელებს და ა.შ. მხოლოდ იმ დღეებში, როცა სადმე დაბადების დღეზე მოვხვდებით ან თვეში ერთხელ რომელიმე სწრაფი კვების ობიექტში. სახლში სულ ჯანსაღად იკვებებიან, ბევრს ვზრუნავ ამაზე და ჩემი თანხების დიდი ნაწილიც ამაზე იხარჯება.

მაგრამ საქმე ის არის, რომ ეზოში თუ სკოლა-ბაღში სულ სხვა რეალობას ეჯახებიან და არ ვიცი, როგორ მოვიქცე.

შინ ცუდ სიტყვებს არ ვიყენებთ და ნორმალურად ვსაუბრობთ, თუმცა ბაღიდან უმცროსმა ძალიან სწრაფად მოიტანა ცუდი სიტყვები. ვიბრძოლეთ ბევრი, გადაეჩვია და ახლა ეზოდან ამოიტანა. ეზოშიც რამდენჯერმე შევესწარი, რომ სხვა ბავშვებთან ერთად საოცარ სიტყვებს ამბობდნენ და კინაღამ მოვკვდი. მერე გავიგე, რომ ვისგანაც ისწავლა, იმ ბავშვის ოჯახში ეს ჩვეულებრივი ნორმაა და დედაც და მამაც საკმაო ბილწსიტყვაობით გამოირჩევიან.

ფულს ეზოში არ ვატან, არც სკოლაში, განსაკუთრებით ახლა, ამ პანდემიის დროს, არ მინ
და, ჭუჭყიანი ხელებით ჭამონ რამე. მაგრამ რად გინდა? ბავშვებს - მათ სკოლის ამხანაგებს თუ ეზოში, სულ აქვთ ხურდები და სულ ყიდულობენ ჩიფსებს და ათას საზიზღრობას - კუბეტებს, გაზიან სასმელებს, მზესუმზირას... ერთი სიტყვით, ისეთ რამეებს, რაც არაა ჯანსაღი და რასაც მე ვებრძვი. ეს ჩემი შვილებიც ბედნიერად ჭამენ სხვებთან ერთად... გამოდის, რომ სახლში კი ვიცავ, მაგრამ გარეთ მაინც იღებენ ამ მავნე პროდუქტებს...

რამდენიმესთან სტუმრადაც აღმოჩნდა რამდენჯერმე ჩემი უფროსი შვილი და გაოგნებული ყვებოდა მერე, მათ სულ აქვთ მაცივარში სოსისები, ძეხვეული და გაზიანი სასმელი და ჩვენ რატომ გვიშლიო?

მინდა ვიკითხო სხვა მშობლებთან, თქვენ როგორ აგვარებთ ასეთ საკითხებს, თუ ჩემნაირები ხართ და ჩემსავით ფიქრობთ? ან თუ არ ფიქრობთ ჩემსავით, თქვენ რატომ არ ღელავთ, რომ თქვენი შვილები გამუდმებით მავნე პროდუქტებს მიირთმევენ შინ თუ გარეთ? 

მარიკა, 40 წლის
562
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი