"თავს აღარ უვლი, რას დაემსგავსე... ძროხასავით ფშვინავ..." - ნამდვილი ამბები იმ ქმრებზე, რომლებიც მშობიარობის შემდეგ ქალებს "შხამავენ"
"თავს აღარ უვლი, რას დაემსგავსე... ძროხასავით ფშვინავ..." - ნამდვილი ამბები იმ ქმრებზე, რომლებიც მშობიარობის შემდეგ ქალებს "შხამავენ"
იდეალურ შემთხვევაში, მამაკაცი ფეხმძიმე ცოლს ხელის გულზე ატარებს, ახალნამშობიარევს კი ყველანაირად ეხმარება, რომ ბავშვისა და ოჯახის მოვლის შრომა შეუმსუბუქოს.
თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება და ჩვენს ირგვლივ უამრავი კაცია, რომელიც სწორედ ამ რთულ პერიოდში მარტოს ტოვებს ცოლს ყველა პრობლემის წინაშე. ეს ინტერნეტმომხმარებლების რეალური ისტორიებია, რომლებსაც თავად გვიზიარებენ.


„ჩემთვის ბავშვის გაჩენა არ შეიძლებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ამ აზრს შეგუებული ვიყავი, ამიტომ არც გათხოვებას ვჩქარობდი და ვტკბებოდი ჩემი მარტოხელა, ლაღი და უზრუნველყოფილი ცხოვრებით. თუმცა ერთ დღესაც შევხვდი ჩემს მომავალ ქმარს და სულ
სხვანაირად დავიწყე ფიქრი. ძალიან მომინდა, მისგან ბავშვი მყოლოდა. თვითონაც იცოდა, რომ პრობლემები მქონდა ბავშვის გაჩენასთან დაკავშირებით და განსაკუთრებული მოლოდინი არც გამოუხატავს, როცა ფეხმძიმობის შესახებ ვუთხარი. „რაც იქნება, იქნებაო“ - მითხრა და გაგრძელდა ჩვენი ცხოვრება ჰარმონიაში. თუმცა დაახლოებით 7 თვის ფეხმძიმე ვიყავი, ეს ჩემი მოსიყვარულე ქმარი თანდათან ისე შეიცვალა ჩემს მიმართ, ვეღარ ვცნობდი. თანდათან დაიწყო შენიშვნები ჩემი გარეგნობის მიმართ. „მოეშვი, რას დაემსგავსე, ძუძუები რას გიგავს... კუპატივით თითები გაქვს... ძროხასავით ფშვინავ... ისევ არწყიე?“ - ესენი ყველაზე კეთილი კომენტარებია, რაც მას ჩემი მიმასამართით გამოუთქვამს. შემდეგ გამოაცხადა, რომ ცალკე წოლა სურს, რომ აღარ შეუძლია ჩემი ოფლიანობის ატანა, რომ თურმე რაღაცნაირი სუნი მიდის და რომ ამხელა მუცელმაც ძალიან შეაწუხა. გგონიათ, მშობიარობის შემდეგ
დასრულდა ეს კოშმარი? სულაც არა. სამშობიაროდან ისევ წამოზრდილი მუცლით რომ გამოვედი, მომაძახა, ახლა ეგ ღიპი სამუდამოდ დაგრჩებაო? რომელ ბავშვის მოვლაზე და საოჯახო საქმეებში ხელის შეშველებაზეა საუბარი? საერთოდ ვეღარ მიტანდა: თურმე მალე ვიღლები, საკმარისზე სწრაფად ვერ მივბივარ ბავშვთან, როცა ტირის, რომ მახინჯი ვარ. მართლაც საოცრებაა, როგორ გარდაიქმნა მინსტრად ეს ნაზი და მოსიყვარულე ბიჭი? მოკლედ, დეპრესიაში ჩამაგდო. სულ ვტიროდი, განუწყვეტლივ. არც დედობა მახარებდა. ისე დამიქვეითა თვითშეფასება, რომ მე თვითონ ვეღარ ვიტანდი საკუთარ თავს.
mshoblebi
დედაჩემმა იეჭვა, რაღაც რომ ვერ იყო რიგზე, თავისთან წაგვიყვანა მე და ბავშვი. მიხვდა, რომ მკურნალობა მჭირდებოდა და ამაშიც დამეხმარა. ცოტა აზრზე რომ მოვედი, განქორწინება მოვითხოვე. უკვე სამი წელი გავიდა, მაგამ გათხოვებაზე ფიქრიც კი მზარავს. თურმე ვერც ერთ ასაკში მიხვდები, სინამდვილეში როგორ ადამიანთან გაქვს საქმე, სანამ მის გვერდით არ იცხოვრებ და ყველაზე რთულ მომენტში არ გამოცდი.
ეკა, 36 წლის


17 წელია, გათხოვილი ვარ. სამი შვილი გვყავს და მეტს არც ვგეგმავდით. ამიტომ მეოთხე ფეხმძიმობა ნამდვილად მოულოდნელი იყო. ქმარს რომ გავუმხილე, მითხრა, რომ არც ჩვენი ასაკი იყო ბავშვის გაჩენისთვის შესაფერისი, და არც ჩვენი იპოთეკური სესხი და პანდემიისგან დახურვის პირას მყოფი ოჯახური ბიზნესი გაუძლებდა კიდევ ერთი შვილის აღზრდას. ბავშვებიც უკვე დიდები არიან, ათასი რამ სჭირდება მათ სწავლა-განათლებას და ახლა კიდევ ერთი ახალშობილი ნამდვილად არ გვჭირდებაო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ლოგიკურად ჟღერდა და აბორტიც დავგეგმე, მაგრამ წინა ღამით მესიზმრა, პატარა გოგონა წყლიდან მეძახდა, დედა, ვიძირები, მიშველეო. ვეღარ შევძელი აბორტზე წასვლა და გამოვაცხადე, ბავშვს ვაჩენ-მეთქი. ქმარს სიტყვა აღარ დაუძრავს აბორტზე, თუმცა ჩაიბურტყუნა, ეტყობა, მოგენატრა საფენების სუნი, სულ ბავშვის ჭიჭყინი როგორ უნდა ისმოდეს ამ სახლშიო...

სხვათა შორის, როგორც სიზმარში ვნახე, მართლაც გოგონა დაიბადა, თუმცა დაბადებისას პრობლემები ჰქონდა და მაშინვე რეანიმაციაში მოხვდა. მალევე დაგვჭირდა ოპერაცია, სპეციალური მასაჟები, სპეციალური საწოლი და პროფესიონალი მედდის დახმარება. ბავშვს ფულიც ბევრი სჭირდებოდა და მოვლაც. მართლაც მთელი ჩემი დრო უკვე მარიკოს ეთმობოდა. ჩემი ქმარი ხმის ამოუღებლად იღებდა ყველა ხარჯს, რაც საჭირო იყო, მაგრამ რომ გვითხრეს, ოპერაციამ ცუდად ჩაიარა და ბავშვი ისევ რეანიმაციაში გადაიყვანეს, თავი ვეღარ შეიკავა და პირში მომახალა, რომ მართალი იყო, როცა ბავშვის დაბადება არ უნდოდა, რომ „გავუჩალიჩეთ“ საკუთარ თავს და მთელი ცხოვრება ავირიეთ „ჩემი ახირების“ გამო. დიახ, ჩემს „ახირებად“ მოიხსენია ამ ბავშვის გაჩენა. ჩემთვის ეს უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა. პირდაპირ იატაკზე დავემხე და მოთქმით ავტირდი. მთელი ცხოვრება ოჯახს მივუძღვენი და ნუთუ კიდევ ერთი შვილის გაჩენა ოჯახის წინაშე დანაშაული იყო... ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ვიღაც ჭკუის კოლოფმა კლინიკაში უთხრა ჩემს ქმარს, 38 წლის ასაკში მშობიარობაც ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც თქვენს შვილს პრობლემები აქვსო. ამან ხომ სულ გადარია ჩემი ქმარი. ბებერ დედას მეძახდა და წარამარა მახსენებდა, რომ ოჯახს ავადმყოფი ბავშვი "ავკიდე". მხოლოდ მაშინ მოკეტა, როცა უფროსმა ბიჭმა უთხრა, რომ არაკაცივით იქცეოდა და განქორწინების შემთხვევაში, დედასთან ცხოვრებას აირჩევდა. მას მერე საყვედურებს მოუკლო, სხვათა შორის, მოგვიანებით განქორწინების კატეგორიული წინააღმდეგიც აღმოჩნდა... მარიკო ახლა უკეთაა და როგორც ექიმები ამბობენ, კიდევ უკეთესად იქნება. ძმებს ძალიან უყვარს და თქვენ წარმოიდგინეთ, მამას უყვარს განსაკუთრებით.
მარინა, 41 წლის.

25723
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (14)
სოფო
0
ამაზრზენია ასეთი მამაკაცი, რომელიც ასეთი შეურაცხყოფებით ამკობს ქალს. განსაკუთრებულად იმოქმედა პირველი გოგონას ისტორიამ. ასეთი ვერაგები არასდროს იცვლებიან სამწუხაროდ, რადგან არც აქვთ შეცვლის სურვილი, სინანულზე ხომ ზედმეტია საუბარი
23:58 / 19-08-2021
ქეთინო
0
ნუ მისცემთ უფლებას დაგამცირონ , თავმოყვარეობას ნუ შეილახავთ, სული როცა ავადდება სხეული მაშინ უძლურება და მერე მთელი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცევა.
21:26 / 15-08-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი