"სანამ ორსულობის შესანარჩუნებლად კლინიკაში ვიწექი, ქმარს თავის პირველ სიყვარულთან გაუბამს ურთიერთობა... ტყუპის გაჩენის შემდეგ ჯოჯოხეთი დაიწყო"
"სანამ ორსულობის შესანარჩუნებლად კლინიკაში ვიწექი, ქმარს თავის პირველ სიყვარულთან გაუბამს ურთიერთობა... ტყუპის გაჩენის შემდეგ ჯოჯოხეთი დაიწყო"


ჩვენს საიტზე გამოქვეყნებულ რეალურ ისტორიებს, თუ როგორ გაუხეშდნენ ქმრები მეუღლეების მიმართ ბავშვების გაჩენის შემდეგ, კიდევ ერთი ისტორია მოჰყვა, რომელიც ერთ-ერთმა მკითხველმა მოგვწერა.  

მეგობრები ხუმრობით ადამიან-გეგმას მეძახიან. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერს წინასწარგააზრებულად და გეგმის მიხედვით ვალაგებ. 16 წლისამ უკვე ვიცოდი, როგორი ქმარი მეყოლებოდა, როგორ ქორწილს გადავიხდიდი და როდის გავაჩენდი შვილებს. გარკვეულ დრომდე ყველაფერი მართლაც გეგმის მიხედვით მიდიოდა, მაგრამ ბავშვის გაჩენის ვადაზე „გავიჭედე“. ბუნებრივად ვერ დავფეხმძიმდი და შვილი ხელოვნური განაყოფირებით გავაჩინე. გყუპი მეყოლა.
ქმარი ხელის გულზე მატარებდა, როცა ბავშვების შესანარჩუნებლად საავადმყოფოში დამაწვინეს, ყოველდღე
მოდიოდა სანახავად. ახლაც არ ვიცი, როდის შეიცვალა ყველაფერი, უცებ გაცივდა ჩემს მიმართ. ერთხელ მოულოდნელად გამომიცხადა, სპილოსავით გაგიხდა ფეხებიო. საყიდლების სია რომ გავატანე, მომახალა, ამომივიდა ყელში შენი გეგმები და სიებიო. მაშინ ეს შემთხვევები დაღლილობას და გაღიზიანებას მივაწერე, მაგრამ ბავშვების დაბადების შემდეგ ჯოჯოხეთი დაიწყო. უკვე უმიზეზოდ ჩხუბობდა, მეუხეშებოდა. სამსახურიდან გვიან ბრუნდებოდა და კატეგორიულ უარს ამბობს, ღამით სანამ ერთ ატირებულს ვაჭმევდი, მეორე აეყვანა ხელშ. სექსი საერთოდ გაქრა ჩვენი ურთიერთობიდან - ძუძუები რძით გაქვს სავსე და ასე არ შემიძლიაო - ეს დამისახელა მიზეზად. მეთქი, დავიცდი... 5 თვის შემდეგ კი გამომიცხადა, სხვა მყავს და მასთან მივდივარო...
აღმოჩნდა, რომ სანამ მე კლინიკებში დავრბოდი, ბავშვების შესანარჩუნებლად ვიბრძოდი, თავის პირველ სიყვარულთან გაუახლებია ურთიერთობა,
მხიარულ და ცანცარა გოგოსთან, რომელიც დღევანდელი დღით ცხოვრობს და საერთოდ არ იცის, დარდი რა არის. მიაფურთხა ჩემს გეგმების მიხედვით დალაგებულ ცხოვრებას და მის გვერდით ყოფნა არჩია. ვერ ვიჯერებდი, რომ ეს დამემართა. წარმოიდგინეთ, დავრჩი ორი ჩვილით ხელში, მკურნალობებში ამდენი თანხა გადავიხადე და დანაზოგი საერთოდ აღარ გამაჩნდა... ისტერიკა მოვუწყვე, არც ის ჩამომრჩა, ბოლო ხმაზე ღრიალებდა და მლანძღავდა. მეუბნებოდა, რომ ყელში ამოვუყვანე ცხოვრება, რომ იხრჩობა ჩემი წესებით, ჩემი გათვლილი და გაწერილი ცხოვრებით, რომ თურმე სულს ვუხუთავ.... მე თვითონ ჩავტენე მისი ნივთები ჩანთაში და გარეთ გავუძახე....
ცრემლების დრო აღარ იყო. ბავშვები დედაჩემს მივაბარე და აუთსორსზე მუშაობა ვცადე, მთარგმნელად. პირველ ხანებში მართლაც გავწამდი, მაგრამ შემდეგ ავეწყვე და ძიძის აყვანაც მოვახერხე.
ორ წელიწადში ჩემი უძღები ქმარი მობრუნდა და პატიება მთხოვა. თქვენ წარმოიდგინეთ, ვაპატიე... მომხდარს ვერ დავივიწყებ და ისე ვეღარასოდე მეყვარება, მაგრამ ორ ბავშვს მამა ხომ უნდა, სხვა კაცთან რატომ უნდა გაიზარდონ? საყვარლების გაჩენაშიც დიდი ნიჭი არ გამაჩნია, ორი შვილის დედასთან სეროზულ ურთიერთობას არავისგან ველოდები, თან სპონტანური არაფერი მიყვარს და მამაკაცი, მითუმეტეს. ამიტომ ისევ შეჩვეულ კაცთან ცხოვრება ვარჩიე... მაინც წესრიგის მოყვარული ვარ და ასე უფრო დალაგებულია ყველაფერი.
ნათია, 29 წლის

11657
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
lol
2
ქალებო საკუთარ თავს პატივი ეცით და ნუ დაჩმორდებით, ეგ ვაჟბატონი იმიტომ მოცუცქდა რომ იცის ყოველთვის გაუვა ეგეთი საქციელი სირცხვილი
19:22 / 14-08-2021
უცნობი
2
მე მაინც ვერ,ვაპატიებდი .. ისევ გარეთ გავუძახებდი .... მე ღალატს ვერ ვაპატიებ ;( თქვენ კი ბედნიერებას და გამძლობას გისურვებთ
14:08 / 03-08-2021
მსგავსი სიახლეები