"მე და ჩემი ქმარი რომ ბავშვის საჭმლისა და საფენების ფულს კაპიკ-კაპიკ ვანაწილებდით, ჩემი დედამთილი ძვირადღირებულ კოსმეტიკას და ტანსაცმელს არ იკლებდა"
"მე და ჩემი ქმარი რომ ბავშვის საჭმლისა და საფენების ფულს კაპიკ-კაპიკ ვანაწილებდით, ჩემი დედამთილი ძვირადღირებულ კოსმეტიკას და ტანსაცმელს არ იკლებდა"

რძალ-დედამთილის თანაცხოვრებისას წარმოშობილი პრობლემები არასდროს კარგავს აქტუალობას. მათ ხშირ შემთხვევაში დაძაბული ურთიერთობა აქვთ.
ჩვენი მკითხველი ნათია, ერთ-ერთი მათგანია, ვისაც დედამთილთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, ის თავის ამბავს გვიზიარებს. წერილს უცვლელად გთავაზობთ:


ჩემს მეუღლეს 10 წელია ვიცნობ, საერთო სანაცნობო წრე გვყავს, 4 წელია, რაც ერთად ვართ.
ჩემს დედამთილს არასდროს მოვწონდი და ამას ყოველთვის ვგრძნობდი.
ჩემი მეუღლისათვის სხვა გოგო ჰყავდა შერჩეული და დიდხანს ჩვენი შეუღლების შემდეგ საკუთარ შვილს არ ელაპარაკებოდა, რადგან მისი აზრი არ გაითვალისწინა და მე მომიყვანა ცოლად.
ჩემთვის პირდაპირ ცუდად არაფერი
უთქვამს, თუმცა სამეზობლოში ჩემი "არმოსაწონი გარეგნობა", რომ მისი "შვილი ათი თავით მჯობდა" ყოველთვის განხილვის საგანი იყო და ეს ჩემს ყურამდე მოდიოდა.

მოგვიანებით ამ ყველაფერს ჩემი ჯანმრთელობის პრობლემები დაერთო.
2 წლის განმავლობაში შვილი არ გვიჩნდებოდა. ჩემი დედამთილი კი ქუჩაში ისევ მეზობლებს უყვებოდა, რომ ავადმყოფი რძალი ჰყავს და შვილიშვილს ვერ უჩენს.
ორსულად რომ დავრჩი და წოლითი რეჟიმი დამინიშნა ექიმმა, მუცელი მალე მოწყდება, ეს რას გააჩენს, ეტყობა, სუსტი წელი აქვსო - ჩემს ქმარს უთხრა.
მთელი ორსულობა შიშში გავატარე. მეშინოდა, მუცელი მართლა არ მომშლოდა.
დაიბადა ჩემი გოგონა ჯანმრთელი, მეც მალე გავიარე რეაბილიტაციის პერიოდი.
ფინანსურად იმდენად მყარად არ ვიყავით, რომ ცალკე გადავსულიყავით. მე და ჩემი მეუღლე ბავშვის საჭმლისა და საფენების ფულს
კაპიკ-კაპიკ რომ ვანაწილებდით, ჩემი დედამთილი ძვირადღირებულ თავის მოვლის საშუალებებს, ბრენდულ ტანსაცმელსა და აქსესუარებს არ იკლებდა.
არც ვავალდებულებდით რომ დაგვხმარებოდა. ამის პარალელურად მეზობლებში ჭორაობას არ წყვეტდა, ამბობდა, რომ ძალიან გვიჭირდა და თავს ძლივს ვირჩენდით. ზოგს ისე ვეცოდებიდი, თავისი შვილის გამონაცვალი ტანსაცმელი მოჰქონდათ ჩემი შვილისთვის.
სამსახურში გავედი და მალე ფინანსურადაც მოვძლიერდით.
ბინა ვიყიდეთ და ცალკე გადავედით, უკვე მეორე ბავშვზეც დავიწყეთ ფიქრი. რადგან პირველი ორსულობა პრობლემური იყო, ჩემს ექიმთან ვიზიტები განვაახლე კვლევებისა და კონსულტაციისათვის. მცირე ჰორმონალური დარღვევა დამიდგინდა, არაფერი საგანგაშო, თუმცა განზრახ არ ვთქვი, რადგან ვიცოდი, რომ ამას კუდები მოებმებოდა.
ცოტა ხნის წინ ჩემი მამამთილის დაბადების დღე იყო. ამ ბოლო დროს აღარ ვსტუმრობ, არც ბავშვი მიმყავს. კორონას ვიმიზეზებ, სინამდვილეში თავს ვარიდებ, მაგრამ ჩემმა მეუღლემ ძალიან მთხოვა და ამჯერად უარი ვერ ვუთხარი.
საღამოს სუფრასთან მეზობელმა მითხრა: „როგორ მეცოდები, მეორეს რომ ვერ აჩენ. შენმა დედამთილმა თქვა, ჯანმრთელობის პრობლემა გქონიაო“- სახტად დავრჩი, მოვკიდე ბავშვს ხელი და უსიტყვოდ წამოვედი. დავიფიცე ფეხს აღარ დავადგამ. მარტო ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, არც შვილიშვილების ნახვის ღირსი არ არის. ვერ აცნობიერებს, რომ ჩემთან ომით შვილიშვილების სიყვარულსაც კარგავს“.
ნათია 35 წლის

33194
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
ქეთი
0
მთავარია მეუღლე გედგას გვერდით. და დედის სიტყვრბზე არ იაროს.თორე დედამთილის მოსაწონი არასდროს არაა რძალი. სამწუხაროდ ჩემი ქმრისთვის მნიშვნელოვანი იყო რასაც მისი მშობლები იტყოდნენ და სულ არ აინტერესებდა სიმართლე და არც ცალკე გადასვლა უნდოდა.ასე რომ თუ ქმარი გიდგას გვერდით სხვები დაიკიდე
15:33 / 27-09-2021
ნინო
5
ზოგჯერ ნუ გამოგყავთ უმწიკვლო კრავებად თავი, კარგით რა...
14:04 / 30-08-2021
მსგავსი სიახლეები