"დედამთილთან გადასვლის შემდეგ, ქმარი თითქოს შემიცვალეს, აგრესიულად მექცევა და დღეობით არ მეკონტაქტება"
"დედამთილთან გადასვლის შემდეგ, ქმარი თითქოს შემიცვალეს, აგრესიულად მექცევა და დღეობით არ მეკონტაქტება"

ოჯახში 2-3 თაობის ერთად ცხოვრება ხშირად წარმოშობს პრობლემებს. ამიტომაც რძალ-დედამთილის ურთიერთობა ყოველთვის არის ხოლმე ჩვენი საიტის მკითხველების წერილები თემა. ეს წერილიც ამ პრობლემას ეხება:

"დედამთილთან პრობლემები მას შემდეგ დამეწყო, რაც ერთად ცხოვრება დავიწყეთ. იპოთეკით ნაყიდ სახლს ვარემონტებდით და ფულის დაზოგვის მიზნით, ჩემი ქმრის მშობლების სახლში გადავედით.
"იცხოვრეთ, რამდენ ხანსაც გინდათ, ადგილი საკმარისი გვაქვს, რა გვაქვს გასაყოფი" - ეს წინადადება თავად დედამთილმა შემოგვთავაზა, დავთანხმდით და მის სამოთახიანში გადავედით.
აქედან დაიწყო რაც დაიწყო. ხანდახან მეგონა, რომ ჩემს დედამთილს ჩემი ჭკუიდან გადაყვანა სურდა და ამისთვის გონივრული გეგმაც კი ჰქონდა შემუშავებული. გაგიჟებული ვარ სისუფთავეზე, მტვერს ვერსად მიპოვით, ჩემი ონკანები კრიალებს, იატაკებს ყოველდღე სველი ტილოთი ვწმენდ. არასდროს ვტოვებ გასარეცხ ჭურჭელს ნიჟარაში.
ჩემს საწოლს ყოველთვის იდეალურად ვასწორებ. ჩემს დედამთილს კი სისუფთავის მიმართ თვისებური დამოკიდებულება აქვს.
რამდენიმე კვირის შემდეგ საშინელება დაიწყო, შევამჩნიე, რომ ჩემს გარეცხილ ჭურჭელს თავიდან რეცხავდა. ჩემი ქმრის დაუთოებულ-დაკეცილი სამოსი კარადაში სხვანაირად მხვდებოდა. თავიდან ვცადე, ხუმრობაში გამეტარებინა, მერე ქმარსაც ვუთხარი. მაგრამ...
"მისთვის ყველაფრის თავისებურად დალაგება მნიშვნელოვანია, შენთვის კი რა პრობლემაა, როგორ იქნება დალაგებული?!." - აქეთ შემომიტია.
ყოველ ხელსაყრელ მომენტში ჩემი დედამთილი ჩემს ქმარს ეწუწუნებოდა, რა ბინძური ცოლი ვყავარ. ასე გაგრძელდა 5 თვე, სანამ ჩვენს ბინაში არ დავბრუნდით. მანამდე კი ერთმანეთთან ურთიერთობა საბოლოდ გაგვიფუჭდა. თავიდან ვეცადე, ნეიტრალური პოზიცია შემენარჩუნებინა, მაგრამ ქმარმა მხარი არ დამიჭირა და მცირე უსიამოვნება კაი ხელჩართულ ბრძოლაში გადაგვეზარდა.
ყველაზე საშინელი ისაა, რომ ქმარი თითქოს
შემიცვალეს. ახლა ყველა წვრილმაზე მეკამათება, თუ სადმე მტვერი დაინახა ან - გაუსწორებელი თეთრეული, აგრესიულად მიმითითებს. მეჩხუბება, თუ სამსახურში შევჩერდები, ან ერბოკვერცხი მიმეწვება. თუ სერიოზულად ვიჩხუბებთ, დედამისთან მიდის და რამდენიმე დღე არც კი მეკონტაქტება.
ყველაფრის მიზეზი დედამისია, ხედავდა, როგორ მიშლიდა ნერვებს და მეც უხეშად რომ ვპასუხობდი თავდაცვის მიზნით. ჩვენს სახლში გადასვლის შემდეგ მასთან ურთიერთობა მინიმუმადე შევამცირე; ერთმანეთს მხოლოდ დღესასწაულებზე ვხვდებით. თუ ჩვენთან აპირებს მოსვლას, რაღაცას მოვიმიზეზებ და სადღაც გავრბივარ, რომ რაღაც მიზეზის გამო ისევ არ ვიჩხუბოთ. ჩემი ქმარი ყოველთვის მე მადანაშაულებს და მეჩხუბება, რომ დედამისთან არ ვარ მართალი, მაგრამ რა ვქნა, საკუთარ თავს ვერ გადავაბიჯებ და ვერ დავივიწყებ, რაც მაწყენინა.
უკვე არ ვიცი, კიდევ რამდენს ხანს გასტანს ჩვენი ქორწინება!"

ელენე, 31 წლის
13349
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
gio
0
rasachiroa iseti kaci vinc dedis dakrulze dadis sul .... tu dedamisi undida mxolod yoloda ragas moyavda coli. mit calje cxivrobt qxla mainc da unda bednierebi iyot.... jobia eget kacs dacilde vidre ichamo da dainevrozo tavi
13:23 / 26-09-2021
მსგავსი სიახლეები