"დედაჩემი ისე მამწარებს თავისი ქცევით, ისე ამცირებს ჩემს ქმარს, ვფიქრობ, ჩვენთან მოსვლა ავუკრძალო, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ" - ახალგაზრდა ქალის წერილი
"დედაჩემი ისე მამწარებს თავისი ქცევით, ისე ამცირებს ჩემს ქმარს, ვფიქრობ, ჩვენთან მოსვლა ავუკრძალო, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ" - ახალგაზრდა ქალის წერილი


ხშირად გთავაზობთ ანონიმურ წერლებს, რომლებსაც ჩვენი საიტის მკითხველები გვიგზავნიან.
ისინი გვიყვებიან თავიანთ პრობლემებზე. ამჯერად ახალგაზრდა ქალი, ანა გვწერს, რომელმაც თავისი ოჯახური პრობლემის თქვენთვის ანონიმურად გაზიარება გვთხოვა. ანას იმედია აქვს, რომ წაიკითხავთ მის გულისტკივილსა და სასარგებლო რჩევასაც მისცემთ.

„წერა როგორ დავიწყო, არ ვიცი, თუმცა ერთია, რომ იმას, რაც უნდა მოგწეროთ, სხვას ვერავის გავუზიარებ, ანონიმურად დარჩენას ვამჯობინებ და თქვენი მკითხველისგან მივიღებ რჩევას.

ჩემს მეუღლეს ბავშვობიდან ვიცნობ. ჩვენი ოჯახები ახლოს ცხოვრობდნენ, თუმცა არასდროს ჰოქნდათ ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება.
სკოლის დამთავრების შემდეგ ჩემსა და გიორგის
შორის გრნობა გაჩნდა.
ჩემი მშობლების, განსაკუთრებით კი დედაჩემის წინააღმდეგობის მიუხედავად, დღეს უკვე ოჯახი გვაქვს.
ის ვერა და ვერ შეურიგდა იმ აზრს, რომ მისი ერთადერთი ქალიშვილი არ დაემორჩილა.
მამაჩემი ცოტა უცნაური კაცია. დამყოლი ხასიათი აქვს და დედას დიდი გავლენა აქვს მასზე.
დეკრეტული შვებულება დავასრულე და სამსახურში გასვლის დრო დადგა, ძიძის აყვანის უფლება არ მომცეს.
დედაჩემმა თავი გაიგიჟა, უცხო ადამიანს ვერ ვანდობ ბავშვსო, მე რას ვაკეთებ, დავიტოვებო.
არ მინდოდა გიორგისა და დედაჩემის ერთად ყოფნა ამ დოზითა და სიხშირით, მაგრამ დავთანხმდი და ახლა ძალიან ვნანობ.
ჩემს ქმარს საკუთარ სახლში ისე ექცევა დედაჩემი, თითქოს ის იყოს სტუმარი და დედა ბინის მეპატრონე.
გიორგიმ ახლახან დაიწყო მუშაობა, ჯერ პრაქტიკებს გადის და
დაბალი ხელფასი დაუნიშნეს, მაგრამ ამითაც კმაყოფილები ვართ, ნამდვილაად არ გვიჭირს და მისი ხელფასი ჯერჯერობით არაფერს გვიწყვეტს, წინსვლისთვისა და თავისი თავის დამკვირდებისთვის ეს სამსახური ძალიან მნიშვნელოვანია ახლა მისთვის.
დედაჩემმა კბილის გასაკრავი ნახა და ახლა მის სასახურზე დაიწყო ქილიკი, ცოლის კისერზეა, უმაქნისია და სამსახურშიც გასართობად დადისო.
დილით საუზმეზე ფუნთუშები დააცხო, ერთად ვისხედით სამივე, გიორგის მივაწოდე ლანგარი, დედაჩემმა ელვისსისწრაფით გამომგლიჯა ხელიდან, გაბრიელს გადავუნახავო, სირცხვილისგან დავიწვი.
ამ ყველაფრის მერე ის უფრო მანადგურებს, რომ გიორგი სიტუაციის გასამუხტად დედაჩემის გამოხტომებს არ იმჩნევს. გული მიკვდება და ძალიან მრცხვენია ჩემი ქმრის.
ასეთია, ხასიათს ვერ შეიცვლის ამ ასაკში, შენ არ ინერვიულო, მე არ მწყინსო, ხშირად მეუნება.
რამდენჯერ ჩუმად მიტირია სიმწრისგან და უმწეობისგან.
ხშირად დავფიქრებულვარ, ალბათ მე ვერ გავუძლებდი ჩემ მიმართ იგივე დამოკიდებულება რომ ჰქონდეთ გიორგის მშობლებს.
ჩემს დედამთილს და მამამთილს თვალს ვერ ვუსწორებ დედაჩემის ქცევის გამო.
ჩემი შვილი, გაბრიელი ჯერ პატარაა, მაგრამ არ მინდა იზრდებოდეს დაძაბულ გარემოში, არ მინდა ესმოდეს, როგორ ლანძღავს ბებია მამას - ეს ვერ შევაგნებინე დედაჩემს.
ისე მამწარებს თავისი ქცევით, ვფიქრობ, ჩვენთან მოსვლა ავუკრძალო, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. თქვენ რას მირჩევთ?! როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილას?! „
ანა 31 წლის 

8642
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (10)
ანა
0
ახლა არ წყინს შენს ქმარს მაგრამ ერთ დღესაც შეიძლება მობეზრდეს და ეწყინოს. ამიტომ ან ძიძა აიყვანე ან თავისთან მიუყვანე ბავშვი დედას. თუ საშუალება გაქვს ძიძა სჯობს. და მოატიდე შენს ოჯახს. მერე რა რომ დედაა. თავის ადგილი ყველამ უნდა იცოდეს ამ ცხოვრებაში.
10:04 / 22-11-2021
ნატია
0
დედას უნდა აუკრძალო თქვენთან მოსვლა, ბავშვი მიუყვანე და საკუთარ სახლში მიხედოს.
12:40 / 09-11-2021
მსგავსი სიახლეები