"ქმარი თუ სახლში არ იყო, დედამთილი სცემდა... დილით მაინც ღიმილიანი სახით დადიოდა ქუჩაში... დღეს აპარატი გამოურთეს, აზრი აღარ ქონდა მის წვალებას"
"ქმარი თუ სახლში არ იყო, დედამთილი სცემდა... დილით მაინც ღიმილიანი სახით დადიოდა ქუჩაში... დღეს აპარატი გამოურთეს, აზრი აღარ ქონდა მის წვალებას"
სოციალურ ქსელში ოჯახური ძალადობის კიდევ ერთი მსხვერპლის, ორი შვილის დედის შესახებ ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია. რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე, ია ბობოხიძე გურიაში მომხდარზე წერს, რასაც ძალიან ბევრი ადამიანის გამოხმაურება მოჰყვა.
"გურიაში მომხდარა ეს ამბავი, ოზურგეთის რაიონში... 
ჩემ მეზობლად ერთი გოგო ცხოვრობდა... 
სოფო.
მე ღიმილა სოფის ვეძახდი...
იმიტომ, რომ ყოველ ღამე, როცა ქმარი სცემდა, დილით მაინც ღიმილიანი სახით დადიოდა ქუჩაში, რადგან ბავშვები ბაღში მიეყვანა.
ბევრჯერ ვთხოვე, გაშორდი-თქო, ათასი თავშესაფარია და თავს უშველე-თქო, მაგრამ პასუხი ეთი და იგივე იყო: სად წავიდე, ნაათ, ხომ იცი, დედა არ მყავს და დედინაცვალს ორი ბავშვით ვერ
მივადგები, არ შემიშვებსო.
ასე გრძელდებოდა დღეები. ქმარი თუ სახლში არ იყო, დედამთილი სცემდა და ამ ყველაფერს თავისი ორი ციცქნა ნინი და მარიამი უყურებდა, მაგრამ დედას ვერ შველოდნენ...
მერე მე ემიგრაციაში წამოვედი...
ერთი კვირის წინ გავიგე, ისევ სცემეს და სახლიდან წავიდაო...ერთ-ერთ თავშესაფარში ყოფილან დედა და შვილები, მაგრამ ჩვენმა დამპალმა და ნაგავმა სტრუქტურამ უფლება მისცა ქმარს დაბრუნებოდა, რადგან დიდი ხანი ვერ იქნებოდნენ თავშესაფარში. ხელწერილი დააწერინა ნაბიჭვარ ქმარს, რომ ხელს არ დაარტყავდა...
არც დაურტყია...
უბრალდ მანქანაში ჩაიჯინა და ხეს მიახეთქა. ხერხემალში ოთხად გადატეხა და მერე იძახდა, არც მოკვდა და არც მორჩაო...
თან დედამთილი მუხლმოდრეკილი ლოცულობდა, ოღონდ გადარჩეს და ფეხებს დავუკოცნიო...
აი, ის დედამთილი,  რომელიც უმოწყალიდ სცემდა...
მარტო იმიტომ ლოცულობდა, რომ თავისი
გველი შვილი გადაერჩინა ციხეს...
დღეს ღიმილა სოფოს აპარატი გამოურთეს...
აზრი აღარ ქონდა მის წვალებას...
დღეს ნინი და მარიამი დაობლდა...
არ მინდა ვიფიქრო, რომ ამ გოგონებმა დედამისის გზა უნდა გაიარონ, რადგან ობლები არიან...
გოგონებო, დაიცავით ობოლი გოგოები, გთხოვთ...
P.S თუ აქ ხარ ღიმილა სოფის ნაცნობი, იცოდე, რომ შენც დამნაშავე ხარ, რომ ვერ შეიფარე...
მეც დამნაშავე ვარ, რომ ვერ დავეხმარე...
სოფელიც დამნაშავეა, რომ ვერ მიეშველა...
მაგრამ უკვე გვიანია...
დროულად ვიმოქმედოთ" - წერს ია ბობოხიძე.
8766
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
ნატა
0
მთელი ოჯახი დასაჭერია, მაინც რატომ ცენდნენ ამ საცოდავს, ხელები ექავებოდათ, თუ სიამოვნებას იღებდნენ დაუცველი ადამიანის ცემით, ვფიქრომ მანიაკების და სექტანტების ოჯახი იყო. ეხლა ციხხეში რომ გაუშვებენ სიმაღლისდა მიხედვით, მერე ნახონ ციხეში რას უზამენ მაგ არაადამიანებს. გაჩენის დღეს დააწყევლინებენ.
15:18 / 09-11-2021
ნინი
0
გადაგვარდა "ადამიანი". სადღა არის ადამიანი?? ყველას გონება გაუშეშდა! აღარავის აინტერესებს ტელეპონის და კმპიუტერის მეტი არაპერი. უწიგნური, უგულო გახდა "საზოგადოება" ანუ ნახირად ვიქეციტ, ღორებად. მხოლოდ ჩაცმა, კვება და არაფერი ადამიანური აღარშეგვრჩა. ეს ამბავი ნამდვილიც რომ არ იყოს , დანარჩენი რაც დავწერე მაინც სინამდვილეა. ასეტებად გვაქცია "პროგრესმა", დასავლეთის მიმბაძველობამ და კუდშ დევნამ. ჯერ კიოდევსად ვართ, უარესი დღეები წინ გველოება და ამას "კოვი პანდემია" შეგვისრულებს ყველა ჩვენ -ჩვენი საკადრისი მოგვეგება!
06:04 / 09-11-2021
მსგავსი სიახლეები