„გუშინ დედების ერთ-ერთ ჯგუფში წავიკითხე ერთი ქალბატონის ამოძახილი, რომელიც ძალიან დეპრესიულ მდგომარეობაში იყო, რადგან არავინ ეხმარება და
ამ წერილის წაკითხვის შემდეგ ვიცი ბევრი განმსჯის, გამლანძღავს და ათას სისაძაგლეს მიწოდებს, მაგრამ ახლა იმ მდგომარეობაში ვარ, ჩემთვის ყველაფერი სულ ერთია. ამ თემაზე ახლობლებთან გულახდილად ვერ ვსაუბრობ, ამიტომ ისევ თქვენთვის მომინდა გულის გადაშლა. ვერც ვერავინ გრძნობს ჩემს გულისტკივილს და არავინ ინტერესდება ჩემი მდგომარეობით. ერთფეროვანმა ცხოვრებამ ძალიან დამღალა. სულ ერთ წრეზე ვტრიალებ. საინტერესო, სახალისო არაფერი ხდება ჩემს ცხოვრებაში. მხოლოდ სახლის საქმე, სისუფთავე, საჭმელი, სარეცხი, ბავშვების მოვლა, ოჯახის წევრებზე ზრუნვა - ეს არის ჩემი დღის რუტინა. ოჯახში ყველა მუშაობს, გასულია და საღამოს როცა ბრუნდებიან, ყველა
მათ ვერაფერს ვეუბნები და ისეთი გადაღლილი ვარ ემოციურად, დასტრესილი, ხშირად ბავშვებზე ვიყრი ჯავრს. წვრილმანებზეც კი ვეჩხუბები, სულ ვუყვირი, მიცემია კიდეც... მერე საშინლად მტკივა გული, მეზიზღება ჩემი თავი და ეს ორმაგად მსტრესავს. ვიცი, რომ ამით შვილებსაც ვუნგრევ ფსიქიკას, ვუკლავ ხალისს, მაგრამ თავს ვერ ვერევი. ისე უცბად გამოვდივარ წყობიდან და ვიწყებ ჩხუბს, მეც ვერ ვხვდები, ჩემს თავს ვეღარ ვაკონტროლებ...
ხომ შეიძლება ჩემს ცხოვრებაშიც მოხდეს რამე განსხვავებული, სადმე შევძლო მარტო წასვლა, თუნდაც მეგობრებთან, თეატრში, საშოპინგოდ, ან უბრალოდ სასეირნოდ. ბოლოს პომადა როდის ვიყიდე, აღარც მახსოვს. განა იმიტომ, რომ საშუალება არ გვაქვს, უბრალოდ არ მჭირდება, ვერსად ვიყენებ.
თვეში ერთხელ მაინც მქონდეს დღე, როცა დასვენებას და განტვირთვას შევძლებ. ჩემს შვილებს ვერავინ იტოვებს, სულ ეს პრობლემაა. პატარები არიან და სამივე ერთად ვერ გამყავს, დიდი ყურადღება და ნებისყოფა უნდათ, რაც მე ამ ეტაპზე არ გამაჩნია...
ახლა ბევრი იტყვის, უამრავი ქალი შვილს და მის მოვლას ნატრობს, შენ კი ამაზე წუწუნებო, შენ რა შვილების ღირსი ხარო და ა.შ. შვილზე დიდი ბედნიერება არაფერია, მარამ როცა სკუთარ მეს და თავს კარგავ, მხოლოდ სხვა ადამიანების ცხოვრებით ცხოვრობ და მარტო მათი სიამოვნებისთვის ირჯები მთელი დღეები, კვირები, თვეები, ძნელია ამის მერე კარგი, გაწონასწორებული და მშვიდი დედა იყო...
თუ ყოფილხართ ვინმე მსგავს დგომარეობაში იქნებ დამეხმაროთ, მირჩიოთ როგორ გამოვნახო გამოსავალი, როგორ მოვიქცე?"