მკითხველები საკმაოდ ხშირად გვწერენ. ბევრს თავისი გამოცდილების გაზიარება სურს, ზოგი კი შეკითხვით მოგვმართავთ. ეს წერილი 15 წლის დედით ობოლ გოგონას ეკუთვნის, რომელსაც დედინაცვალი ჰყავს და რჩევის მიღება სურს მასთან ურტერთობაში გაჩენილი პრობლემის გამო. გთავზობთ ამ წერილს.
“დედა 2 წლის წინ კიბოთი გარდამეცვალა. 8 თვის შემდეგ მამა სხვა ქალს შეხვდა. 14 წლის უმცროსია მამაზე. ტავიდანვე არ მომეწონა, ვერ ვეგუებოდი, რომ მამამ ასე მალე იპოვა დედაჩემის შემცვლელი.
ცოტა ხნის წინ ის და სოფი დაქორწინდნენ კიდეც. ვცდილობ ჩემს დედინაცვალთან რაც შეიძლება ზრდილობიანი ვიყო, რომ ვერ ვერავინ შემატყოს, როგორი გულნატკენი ვარ სინამდვილეში. მამას საერთოდ არ დაინტერესებულა ჩვენი ურთიერთობით, არც დედინაცვალს იჩენს ჩემმს მიმართ მემგობრულ განწყობას.
ნიშნობის მერე მალევე სოფიმ მითხრა, სალაპარაკო გვაქვსო. მითხრა, რომ ზუსტად აქვს წარმომდგენილი თავისი ქორწილი და ყველაფერი რომ იდეალურად ყოფილიყო, ყველაფერი მისთვის უნდა დამეჯერებინა. დავეთანხმე, მითხარი, რა უნდა გავაკეთო-მეთქი.
პირველ რიგში,, ქორწილში მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი არ ჩაიცვაო (ჩემზე 5 სანტიმეტრით დაბალია), არც მკვეთრი მაკიაჟი გაიკეთოო და რაც მთავარია, მინდა თმა მოკლედ შეიჭრაო.
გავოგნდი. ვუთხარი, პირველი და მეორე თხოვნა პრობლემა არ არის, მაგრამ თმას არ შევიჭრი-მეთქი. დედას ძალიან უყვარდა ჩემი თმა, ყოველთვის მიზრდიდა, ხშირად თვითონ მვარცხნიდა და მის მოვლასაც შემაჩვია. თანაც ქერა თმა დედისგან გამომყვა, ძალიან ვგავარ დედას და ძალიან მინდა, დიდხანს შევინარჩუნო ეს მსგავსება. დედა სოფიზე ლამაზი იყო. ახლა მაბრალებს, რომ ქორწილზე სპეციალურად მინდა დედას დავემსგავსო, რომ მასზე უკეთ გამოვიყურებოდე,, ყველას ყურადღება მივიპყრო და ყველა ჩემზე ავალაპარაკო. არ მინდოდა, მეწყენინებინა და შევთავაზე, შევიკრავ თმას-მეთქი. ეს არ აკმაყოფილებს. ჩვენს კამათში მამა ჩაერთო. „თმის შეჭრა რა პრობლემაა, შეიჭრი და ისევ გაიზრდი“ - მითხრა მამამ. ძალიან მეწყინა და მივახალე, საერთოდ არ მოვალ ქორწილში-მეთქი.
მერე ვინანე, რომ მამა რთულ მდგომარეობაში ცავაყენე. ის ერტდერთია,, ვინც დამრჩა და მეშინია, ზურგი არ შემამქციოს. იქნებ მართლა ჯობია შევიჭრა თმა, რომ ოჯახში დაძაბულობა არ შემოვიტანო. მართლა რომ არ მივიდე ქორწილში, მამას ძალიან ეწყინება. არადა მთელი ცხოვრებაა თმას ვიზრდი, მიჭირს მასთან განშორება. ეს სოფის ახირებაა, რადგან არ სიამოვნებს, ყველა რომ ამჩნევს დედაჩემთან მსგავსებას. არ უნდა ალბათ, მამას ჩემმა გარეგნობამ ყოველთვის დედა გაახსენოს. რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე“.
ნატალია, 15 წლის