"დედინაცვალი მაიძულებს თმა შევიჭრა, რადგან გრძელ თმაში დედას ძალიან ვგავარ" - 15 წლის გოგონას გულისტკივილი
"დედინაცვალი მაიძულებს თმა შევიჭრა, რადგან გრძელ თმაში დედას ძალიან ვგავარ" - 15 წლის გოგონას გულისტკივილი


მკითხველები საკმაოდ ხშირად გვწერენ. ბევრს თავისი გამოცდილების გაზიარება სურს, ზოგი კი შეკითხვით მოგვმართავთ. ეს წერილი 15 წლის დედით ობოლ გოგონას ეკუთვნის, რომელსაც დედინაცვალი ჰყავს და რჩევის მიღება სურს მასთან ურტერთობაში გაჩენილი პრობლემის გამო. გთავზობთ ამ წერილს.
“დედა 2 წლის წინ კიბოთი გარდამეცვალა. 8 თვის შემდეგ მამა სხვა ქალს შეხვდა. 14 წლის უმცროსია მამაზე. ტავიდანვე არ მომეწონა, ვერ ვეგუებოდი, რომ მამამ ასე მალე იპოვა დედაჩემის შემცვლელი.
ცოტა ხნის წინ ის და სოფი დაქორწინდნენ კიდეც. ვცდილობ ჩემს დედინაცვალთან რაც შეიძლება ზრდილობიანი ვიყო,
რომ ვერ ვერავინ შემატყოს, როგორი
გულნატკენი ვარ სინამდვილეში. მამას საერთოდ არ დაინტერესებულა ჩვენი ურთიერთობით, არც დედინაცვალს იჩენს ჩემმს მიმართ მემგობრულ განწყობას.
ნიშნობის მერე მალევე სოფიმ მითხრა, სალაპარაკო გვაქვსო. მითხრა, რომ ზუსტად აქვს წარმომდგენილი თავისი ქორწილი და ყველაფერი რომ იდეალურად ყოფილიყო, ყველაფერი მისთვის უნდა დამეჯერებინა. დავეთანხმე, მითხარი, რა უნდა გავაკეთო-მეთქი.
პირველ რიგში,, ქორწილში მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი არ ჩაიცვაო (ჩემზე 5 სანტიმეტრით დაბალია), არც მკვეთრი მაკიაჟი გაიკეთოო და რაც მთავარია, მინდა თმა მოკლედ შეიჭრაო.
გავოგნდი. ვუთხარი, პირველი და მეორე თხოვნა პრობლემა არ არის, მაგრამ თმას არ შევიჭრი-მეთქი. დედას ძალიან უყვარდა ჩემი თმა, ყოველთვის მიზრდიდა, ხშირად თვითონ მვარცხნიდა და მის მოვლასაც შემაჩვია. თანაც ქერა თმა დედისგან გამომყვა, ძალიან ვგავარ დედას და ძალიან მინდა, დიდხანს შევინარჩუნო ეს მსგავსება. დედა სოფიზე ლამაზი იყო. ახლა მაბრალებს, რომ ქორწილზე სპეციალურად მინდა დედას დავემსგავსო, რომ მასზე უკეთ გამოვიყურებოდე,, ყველას ყურადღება მივიპყრო და ყველა ჩემზე ავალაპარაკო. არ მინდოდა, მეწყენინებინა და შევთავაზე, შევიკრავ თმას-მეთქი. ეს არ აკმაყოფილებს. ჩვენს კამათში მამა ჩაერთო. „თმის შეჭრა რა პრობლემაა, შეიჭრი და ისევ გაიზრდი“ - მითხრა მამამ. ძალიან მეწყინა და მივახალე, საერთოდ არ მოვალ ქორწილში-მეთქი.
მერე ვინანე, რომ მამა რთულ მდგომარეობაში ცავაყენე. ის ერტდერთია,, ვინც დამრჩა და მეშინია, ზურგი არ შემამქციოს. იქნებ მართლა ჯობია შევიჭრა თმა, რომ ოჯახში დაძაბულობა არ შემოვიტანო. მართლა რომ არ მივიდე ქორწილში, მამას ძალიან ეწყინება. არადა მთელი ცხოვრებაა თმას ვიზრდი, მიჭირს მასთან განშორება. ეს სოფის ახირებაა, რადგან არ სიამოვნებს, ყველა რომ ამჩნევს დედაჩემთან მსგავსებას. არ უნდა ალბათ, მამას ჩემმა გარეგნობამ ყოველთვის დედა გაახსენოს. რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე“.
ნატალია, 15 წლის

15711
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (16)
თაკო
0
ან უთხარი შენ თუ გადაიპარსამ მაგ შემთხვევაში შევიჭრითქო
15:37 / 14-07-2022
თაკო
0
დედინაცვალი კიარა ჩვეულებრივი მოძალადეა.ქორწილში მიდი ცოტა ხნით და მამას უთხარი დედას მახსენებს ჩემი გრძელი თმა,ამ თმებში მასავით ლამაზი ვარ და ვერ შევიჭრი თქო.
15:35 / 14-07-2022
Taso
0
Gamarjoba hemo kargo aravitar shemtxvevashi ar sheiwra tma mamas daelaparake tu ver gagigebs arc shen danebde tu uyvarxar mama eyvarebi magram unda gagitvaliswinos jer shen da mere is ar daisva tavze dagadaleben ?aratko kategiriulad utxari ar mixvide jobs tviton ewyinos vidre she win exlave is daaayenoas
11:06 / 11-07-2022
ნატა
0
მიმართე ვინმეს ვინც კანონის დონეზე დაგეხმარება.ეს ფსიქოლოგიური ძალადობას ძალადობა 4სახისაა: 1 ფიზიკური 2.ფსიქოლოგიური 3.სექსუალური 4.ეკონომიური ასე რომ თქვენ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ხართ და აქ უკვე ირღვევა თქვენი უფლებები მამის და მომავალი დედინაცვალი მხრიდან! თუ საჯარო სკოლის მოსწავლე ხარ მიმართებაში მანდატურს და დაგეხმარება ან ონლაინ გაესაუბრე მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგს შედი პორტალზე mandaturi.gov.ge იქვე მოძებნეს befriend. Mes.gov.ge სადაც არის ონლაინ ფსიქოლოგის მომსახურება და გაესაუბრეთ ონლაინ .დაგეხმარება აუცილებლად.
08:23 / 11-07-2022
სომს
2
მეც მაქვს რაღაც მოთხოვნები თქო, უთხარი. რაიმე ისეთი მოიფიქრე, რასაც ვერ გააკეთებს. იმ ორი პირობის სანაცვლო რაიმეც მოსთხოვე, რის გაკეთებასაც შეძლებს, არ მიაჩვიო, რომ მონა ხარ მისი. და რაც მთავარია, ისწავლე. ძალიან მაგრად ისწავლე, უფასოდ რომ ჩააბარო სასურველ უნივერსიტეტში და სასურველ ფაკულტეტზე. სტუდენტობის დროს რაიმე პატარა სამსახურების შოვნაც შეიძლება და სულ მალე აღარ გექნება არანაირი ურთიერთობა მასთან
15:21 / 12-05-2022
myquiz
მსგავსი სიახლეები