"7 წელია გათხოვილი ვარ და შვილი არ მინდა, მეშინია, ჩემს გადატვირთულ გრაფიკს კიდევ შვილზე ზრუნვა, ბაღი და სკოლა, მძიმე ტვირთად დააწვებაო"
"7 წელია გათხოვილი ვარ და შვილი არ მინდა, მეშინია, ჩემს გადატვირთულ გრაფიკს კიდევ შვილზე ზრუნვა, ბაღი და სკოლა, მძიმე ტვირთად დააწვებაო"

"ერთ-ერთ ჯგუფში გოგონა წერდა, 7 წელია გათხოვილი ვარ და შვილი არ მინდა, მეშინია პასუხისმგებლობის აღების, ჩემს გადატვირთულ გრაფიკს კიდევ შვილზე ზრუნვა, ბაღი და სკოლა, ვფიქრობ, მძიმე ტვირთად დააწვებაო, თან მეშინია, რომ ვერ შევუქმნა ის პირობები, რაც ნორმალურად განვითარებაში დაეხმარებაო… სამწუხაროდ, ძალიან ბევრი გოგონა დაეთანხმა და თქვეს, რომ ისინიც ასე ფიქრობენ… ბევრმა, უკვე დედამ, გაკიცხა და დაამუნათა, ქალის მთავარი დანიშნულება დედობაა და როგორ ბედავთ ასე ფიქრსო, ან მეტი რაღა უნდა აკეთოთ, თუ შვილს არ გააჩენთო, უპასუხისმგებლობააო და ა.შ.

ამის მერე ბევრი
ვიფიქრე ამ პოსტზე... ჯერ ერთი, ქალის მთავარი დანიშნულებაა, ისევე როგორც მამაკაცის, იყოს ბედნიერი და როგორც მოახერხებს ამას, შვილით თუ უშვილოდ, ეგ უკვე სხვა საქმეა. ზოგს უბრალოდ, არ უჩნდება შვილი და მას არ აქვს ბედნიერების უფლება?
გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ ვიღაცას უბრალოდ არ უნდა შვილი, თუნდაც პასუხისმგებლობს გამო, ახალი არ არის. ზოგადად მსოფლიო ტენდენციაა, რომელიც არის ბოლო დროს არა მხოლოდ ქალებში, ბევრი მამაკაციც ფიქრობს ასე. დედამიწის ზოგადი მდგომარეობაც აფიქრებთ ამაზე, გარდა პასუხისმგებლობისა და ბევრი სხვა საკითხისა... 
მომინდა ამაზე მეთქვა ჩემი აზრი საჯაროდ. მე პირადად ვფიქრობ, რომ ასეთი მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები სინამდვილეში გაცილებით კარგი მშობლები იქნებიან. ცნობილი ვარსკვლავებიც ვიცი, რომლებიც დიდხანს ფიქრობდნენ მსგავსად, თუმცა შემდეგ,
გარკვეულ ასაკში მაინც გადაწყვიტეს დედობა და კარგი დედებიც გახდნენ. ბევრად კარგები, ვიდრე ისინი, ვინც ხშირად სრულიად უპასუხისმგებლოდ აჩენს შვილს და არც გაჩენის შემდეგ უჩივის პასუხისმგებლობის სიჭარბეს. არ ვგულისხმობ ფინანსურ სიდუხჭირეს, ვგულისხმობ უპასუხისმგებლობას, როცა შვილის გაზრდა მისთვის მხოლოდ კომფორტის შექმნა ჰგონიათ ან ნებაზე ჰყავთ მიშვებული და სრულიად არ ზრუნავენ მის ადამიანად აღზრდაზე, განათლებაზე და მის კეთილ, კანონმორჩილ მოქალაქედ ქცევაზე... წესით, ყველა მშობელს უნდა ჰქონდეს ალბათ ეს გააზრებული და ან თუნდაც მერე მაინც გაიაზროს, როცა ბავშვი ჩნდება, და პრიორიტეტად აქციოს სწორედ შვილი... თუმცა იდეალური ამ ქვეყანაზე არაფერია, სამწუხაროდ...
მე რასაც არ უნდა ვაკეთებდე და როგორც არ უნდა ათად ვიჭრებოდე, რომ ყველაფერი მოვასწრო და პირნათელი ვიყო შვილებთან როგორც დედა, ყოველდღე მაქვს სინანულები და სულ ვფიქრობ იმაზე, რა არ გავაკეთე სწორად და როგორ ჯობდა მოვქცეულიყავი, სულ ვფიქრობ დროის უკან დაბრუნებაზე და გამოსწორებაზე იმის, რაც არ მომწონს ამ გადმოსახედიდან, როგორც დედას... მშობლობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და ძალიან დიდი ტვირთი, რომელსაც რასაკვირველია, ბონუსად საოცარი სიყვარული და უდიდესი ბედნიერება მოაქვს. თუმცა პირველ რიგში, ეს მაინც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და რაც მეტი მშობელი გაიაზრებს ამას კარგად, მით უკეთ იქნება ბავშვების და ზოგადად ქვეყნის საქმეც". 
ნინა, 45 წლის


alt"მშობლებო, თავისუფლად გაზრდა არ ნიშნავს იმას, რომ შენიშვნა არ მისცეთ შვილებს და არ აღზარდოთ... რასაც ვუყურებ, გადარეული ვარ..." - მშობლის წერილი


730
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები