"უკვირთ, როგორ დაანგრია ოჯახი „მომთმენმა და დამჯერმა“ რძალმა... მამამთილმა გაუსაძლისად აქცია ჩემი ცხოვრება" - ახალგაზრდა ქალის წერილი
"უკვირთ, როგორ დაანგრია ოჯახი „მომთმენმა და დამჯერმა“ რძალმა... მამამთილმა გაუსაძლისად აქცია ჩემი ცხოვრება" - ახალგაზრდა ქალის წერილი
ოჯახში, სადაც რამდენიმე თაობა ერთად ცხოვრობს, კონფლიქტი არავის უკვირს.
ახალგაზრდებს არ მოსწონთ, როდესაც მათ ცხოვრებაში ერევიან, უფროსები კი ფიქრობენ, რომ მათ მეტი გამოცდილება აქვთ და ყველაფრში უკეთ ერკვევიან.
ამის გამო, განსაკუთრებულად ეძაბებათ ურთიერთობა რძლებს დედამთილთან და მამამთილთან, სიძეებს - სიდედრთან და სიმამრთან.
ამ თემასთან დაკავშირებით მივიღეთ ჩვენი მკითხველის წერილი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„სანამ გავთხოვდებოდი, ყოველთვის მეფიქრებოდა და მეშინოდა დედამთილთან ურთიერთობის.
მით უმეტეს მაშინ, როცა გარშემო რძალ-დედამთილის თანაცხოვრებაზე ცუდის მეტი არაფერი მესმოდა.
მინდოდა, რომ ჩემი მეგობრებისგან განსხვავებით, კ
არგი ურთიერთობა მქონოდა ჩემი
მომავალი ქმრის დედასთან, თან სულაც არ მეჩვენებოდა ისეთი „ურჩხული“, როგორადაც გოგოები ახასიათებდნენ ხოლმე თავიანთ დედამთილებს... თუმცა, რაც წინ მელოდა, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი...
საბედნიეროდ, დედამთილი სასიამოვნო ქალი აღმოჩნდა, მაგრამ ოჯახში დაძაბულობას მაინც ვერ ავცდი. რას წარმოვიდგენდი, რომ ყველა ის თვისება, რითაც „ცუდი დედამთილები“ ხასიათდებიან,  ჩემს მამამთილში აღმოჩნდებოდა თავმოყრილი. 
შორიდან რომ შეხედოთ ჩემს მდგომარეობას, ალბათ, სასაცილოა. ჩემი მეგობრებიც ძალიან ხალისობენ, როცა ვყვები, მაგრამ ძალიან მოქმედებს ნერვებზე და მთელი დღის განწყობაზე. მამამთილმა, პრაქტიკულად, გაუსაძლისად აქცია ჩემი ცხოვრება
წარმოგიდგენიათ, ადამიანს შეუძლია საერთოდ ყველაფერი აკონტროლოს, მისი თანხმობის გარეშე სახლში ნათურას ვერ შევცვლით. ძველი განათებები უხარისხო, მბჟუტავი ნათურებით შეცვალა, ეკონომიურიაო. სინამდვილეში ფასზე მეტად  მხედველობაზე  მოქმედებს და საბოლოოდ თვალის ექიმთან მეტის გადახდა მოგვიწევს ამ ვითომ „ეკონომიით“.
ძალიან მინდოდა კოსმეტიკური რემონტი და ჩემს გემოზე სახლის მოწყობა, ჩემი ხელფასით, რა თქმა უნდა, მაგრამ მამამთილი ამაშიც კი მეწინააღმდეგება.
"ძველი ჯერ ისევ ახალივით არის, რად უნდა შეცვლაო". ჩემი დედამთილიც კი გადაიბირა. თავიდან რომ ვუთხარი, რასაც ვაპირებდი, გაუხარდა, მეც იმდენი ხანია მინდოდაო, გამომიტყდა, მაგრამ როგორც ჩანს, შემდეგ ჩემმა მამამთილმა ჩემს გარეშე, ცალკე „დაამუშავა“, ახლა რომ ვახსენებ რემონტს, ხმას აღარ იღებს.
ეს არაფერია, ყველაზე მეტად რაც მაღიზიანებს, სამზარეულოში მისი ტრიალია. თუ იმ დროს მოვა სამსახურიდან, როცა რამეს ვამზადებ, ქვაბში ცხვირით გადაეშვება: „ეს ცოტა ბევრი ხომ არ მოგივიდა?“
„ ეს სუნელი რად უნდა, არ უხდება ამას..."
„მიმიშვი, მიმიშვი, მე გავაკეთებ, მიდი შენ ბავშვებს მიხედე“...- რა უნდა ვუთხრა? სარგებლობს ჩემი აღზრდითა და ზრდილობით, არ შემიძლია ენა შევუბრუნო.
ქალივით ყველაფერში ცხვირის ჩაყოფა ვერ მოიშალა. რამდენიმე დღის წინ ჩემმა მეუღლემ სთხოვა, რომ მე და ბავშვები საყიდლებზე წავეყვანეთ, სხვა გზა არ მქონდა, გავყევით. ვიფიქრე, მანქანაში დარჩებოდა და ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედავდით, მაგრამ აქაც ყველაფერში „ჩაყო ცხვირი“.
ბაზრობაზე დავდიოდით და განუწყვეტლივ იმეორებდა: „ბევრს ნუ უყიდი, რად უნდათ ამდენი ტანსაცმელი“,
„ფეხსაცმელსაც ყიდულობ? ძველები უკვე გაცვითეს?“- რა უნდა ვუთხრა, უფროსი ადამიანია, გინდა-არ გინდა ოჯახის წევრია, ხმას ამოიღებ და რძალია დამნაშავე და უმადური. ჩემს ქმარსაც არ მინდა ვაწყენინო.
ბუნებით ძალიან მომთმენი ვარ, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი.
სწორედ ასეთი მამამთილებისა და დედამთილების გამო იშლება წყვილი.
მერე უკვირთ, როგორ დაანგრია ოჯახი მომთმენმა, დამჯერმა რძალმა, როცა „თან იყვნენ გადაყოლილები“.
ჯერჯერობით გამოსავალს ვერ ვხედავ. მაინტერესებს, როგორ ჩანს ჩემი სიტუაცია უცხო თვალით. რჩევები დამიწერეთ კომენტარებში, გპირდებით, დიდი ინტერესით წავიკითხავ თითოეულ მათგანს, მადლობა წინასწარ“.
ნატალი, 31 წლის.

29118
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (31)
შორენა
0
ჩემო კარგო, თუკი შენი ხელფასით რემონტის ჩატარების საშუალება გაქვს, ე. ი. შემოსავალიც ნორმალური გაქვს და თავს რად იტანჯავ?! ბინა (მშენებარე, განვადებით . . .) შეიძინე, მაგათ მადლობა გადაუხადე, როგორც კარგად აღზრდილმა და ცალკე გადადი შენს ქმარ_შვილთან ერთად! ბედნიერებას გისურვებთ!
09:04 / 24-07-2022
ნინო
0
დედამთილიც დაამამთილიც, ვაღიაროთ, რომ საჭიროა ოჯახში შვილების დადებით პიროვნებებად გასაზრხელად, მაგრამ ერთმაც და მეორემაც, თავის უფლებათა ჩარჩოში უნდა მოაქციონ საკუთარი ქცევები. თქვენს შემთხვევაში ვფიქრობ, მეუღლე უნდა გააქტიურდეს.
10:22 / 22-07-2022
myquiz
მსგავსი სიახლეები